ვინ დარჩა განაცხადს მიღმა - უამინდობის გამო სტადიონზე ჩაშლილი მატჩისწინა ვარჯიში

ვინ დარჩა განაცხადს მიღმა - უამინდობის გამო სტადიონზე ჩაშლილი მატჩისწინა ვარჯიში

დღეს, 11 ოქ­ტომ­ბერს, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის მატჩში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ეს­პა­ნეთს ეს­ტუმ­რე­ბა. ვილი სა­ნი­ოლ­მა ეს­პა­ნე­თის­თვის 23-კა­ცი­ა­ნი შე­მად­გენ­ლო­ბა შე­არ­ჩია. გა­ნა­ცხადს მიღ­მა ნო­დარ ლო­მი­ნა­ძე დარ­ჩა, ლუკა ლო­ჩოშ­ვი­ლი კი დის­კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია.

  • გუ­შინ უა­მინ­დო­ბის გამო, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა მატ­ჩის­წი­ნა ვარ­ჯი­ში ფიტ­ნეს დარ­ბაზ­ში გა­მარ­თა. ვილი სა­ნი­ო­ლის და გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლის პრეს­კონ­ფე­რენ­ცია კი, ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში ჩა­ტარ­და.

ვილი სა­ნი­ო­ლი (სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი): "შეკ­რე­ბის ეს­პა­ნეთ­ში ჩა­ტა­რე­ბა ჩვენ­თვის უფრო კომ­ფორ­ტუ­ლი იყო. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო საკ­ლუ­ბო მატ­ჩე­ბის შემ­დეგ, ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის­თვის ძა­ლე­ბის აღ­სად­გე­ნად მეტი დრო მიგ­ვე­ცა. ძა­ლი­ან კარ­გი კვი­რა გვქონ­და. ბოლო ორი დღე ცოტა წვი­მი­ა­ნი იყო, თუმ­ცა ეს არ არის დიდი პრობ­ლე­მა ჩვენ­თვის.

ვი­ცით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და ეს­პა­ნეთს შო­რის დიდი სხვა­ო­ბაა. თუმ­ცა, ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ თა­მა­ში­დან თა­მა­შამ­დე შე­ვამ­ცი­როთ ჩვენს შო­რის არ­სე­ბუ­ლი სხვა­ო­ბა. გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძის გარ­და, ყვე­ლა წამ­ყვა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი ჯან­მრთე­ლა­დაა. ვფიქ­რობ, ხვალ მო­თა­მა­შე­ებს ექ­ნე­ბათ იმის ჩვე­ნე­ბის სურ­ვი­ლი, თუ რა ის­წავ­ლეს გა­სუ­ლი თა­მა­შე­ბის შემ­დეგ. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ეს­პა­ნეთ­თან ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩვე­ნი ბოლო მატ­ჩის გა­დამ­წყვე­ტი ეპი­ზო­დი კი­ტე­იშ­ვი­ლის ტრავ­მა იყო. ვფიქ­რობ, ფეხ­ბურ­თე­ლებს სურთ იმის ჩვე­ნე­ბა, რომ სხვა­ო­ბა ეს­პა­ნეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის მცირ­დე­ბა. უნდა ითა­მა­შონ ამ­ბი­ცი­ით და ში­შის გა­რე­შე. კონ­ცენ­ტრა­ცია უნდა მო­ვახ­დი­ნოთ კარგ თა­მაშ­ზე და ვაჩ­ვე­ნოთ, რომ სწორ გზა­ზე ვართ.

რო­დე­საც ეს­პა­ნეთს, პორ­ტუ­გა­ლი­ას და მსგავ­სი უმაღ­ლე­სი დო­ნის გუნ­დებს ეთა­მა­შე­ბი, რომ­ლებ­საც თი­თო­ე­ულ პო­ზი­ცი­ა­ზე 5-6 უმაღ­ლე­სი დო­ნის მო­თა­მა­შე ჰყავს, ტრავ­მე­ბი არა­ფერს ცვლის. ეს­პა­ნე­თი იგი­ვე დო­ნის ფეხ­ბურთს ითა­მა­შებს, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა იქ­ნე­ბი­ან თუ არა მო­ე­დან­ზე ია­მა­ლი, ოლმო, უი­ლი­ამ­სი. იგი­ვე სირ­თუ­ლის თა­მა­ში გვექ­ნე­ბა და ამის­თვის მზად ვართ".

გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი (ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რი): "ეს­პა­ნეთ­თან უკვე ბევ­რი მატ­ჩი გვაქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ვი­ძი­ნეთ. ვფიქ­რობ, ხვა­ლინ­დე­ლი თა­მა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. გას­ვლა­ზე ვთა­მა­შობთ მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო გუნ­დის წი­ნა­აღ­მდეგ და რთულ თა­მაშს ვე­ლით.

მარ­თა­ლია, ეს­პა­ნეთს რამ­დე­ნი­მე ფეხ­ბურ­თე­ლი აკ­ლია, თუმ­ცა მათ ნაც­ვლად იგი­ვე დო­ნის მო­თა­მა­შე­ე­ბი გა­მოვ­ლენ მო­ე­დან­ზე. სა­კუ­თარ თავ­ზე უნდა ვკონ­ცენ­ტრირ­დეთ. თუ გვინ­და, რომ კარგ შე­დეგს მი­ვაღ­წი­ოთ თი­თო­ე­ულ მო­თა­მა­შეს სა­უ­კე­თე­სო დღე უნდა ჰქონ­დეს. ბევ­რი უნდა ვიშ­რო­მოთ მო­ე­დან­ზე, თავი კარ­გად და­ვიც­ვათ და შე­ტე­ვა­ზე ამის შემ­დეგ ვი­ფიქ­როთ. ეს არის ერ­თა­დერ­თი გზა ეს­პა­ნე­თის ნაკ­რებ­თან შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად".

ცოტა ხნის წინ UFC-ის ჩემ­პი­ო­ნი, ილია თო­ფუ­რია შვილ­თან ერ­თად ალი­კან­ტე­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს ეს­ტუმ­რა და წარ­მა­ტე­ბა უსურ­ვა მათ.

მა­ნამ­დე, ეს­პა­ნურ შეკ­რე­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს MMA-ის მებ­რძო­ლი, გუ­რამ ქუ­თა­თე­ლა­ძე ეს­ტუმ­რა და ნაკ­რებს ეს­პა­ნეთ­თან შეხ­ვედ­რა­ში წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვა. გუ­რამ ქუ­თა­თე­ლა­ძეს ნაკ­რე­ბის­გან ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის მა­ი­სუ­რი გა­და­ე­ცა. შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბი­სას, მებ­რძოლ­მა ნაკ­რე­ბის წევ­რებ­თან და ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან ერ­თად სა­მახ­სოვ­რო ფოტო გა­და­ი­ღო.

ეს­პა­ნე­თი - სა­ქარ­თვე­ლოს შეხ­ვედ­რა 11 ოქ­ტომ­ბერს, ელ­ჩე­ში, ეს­ტა­დიო მა­ნუ­ელ მარ­ტი­ნეს ვა­ლე­რო­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. მატ­ჩი თბი­ლი­სის დრო­ით 22:45 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა და მის პირ­და­პირ რე­პორ­ტაჟს სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არხი შე­მოგ­თა­ვა­ზებთ. თურ­ქეთ­თან და ბულ­გა­რეთ­თან მი­ღე­ბუ­ლი ყვი­თე­ლი ბა­რა­თე­ბის გამო, ეს­პა­ნეთ­თან შეხ­ვედ­რას ლუკა ლო­ჩოშ­ვი­ლი გა­მო­ტო­ვებს.

11-10-2025 19:55
50
FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"უძრავად იწვა დიდ ბალახში, ყველაზე რთული იყო, სანამ გავიგებდი, ცოცხალი იყო თუ არა" - რას ჰყვება ფოტოგრაფი, რომელმაც დრონით ალცჰაიმერით დაავადებული დაკარგული მამაკაცი იპოვ
"უძრავად იწვა დიდ ბალახში, ყველაზე რთული იყო, სანამ გავიგებდი, ცოცხალი იყო თუ არა" - რას ჰყვება ფოტოგრაფი, რომელმაც დრონით ალცჰაიმერით დაავადებული დაკარგული მამაკაცი იპოვ
8-10-2025, 20:49
დაწვრილებით