გარდაცვლილია მეოთხე კურსის სტუდენტი - ვინ არის ახალგაზრდა, რომლის შესახებაც სამწუხარო ინფორმაციას უნივერსიტეტი ავრცელებს?

„ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი“ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი ნიკა ბასილაძე.
„ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საზღვაო ნავიგაციის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტის, ნიკა ბასილაძის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს“, - აღნიშნულია „ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
FB კომენტარები
