„უცებ გამორბის ეს ოთხეული, მივედი და ჩემი შვილი მიწაზე გდია, თვალებიდან ვერ ვიხედებიო...“ - რას ჰყვება სკოლის მოსწავლეების მიერ ნაცემი მოზარდის დედა?

„უცებ გამორბის ეს ოთხეული, მივედი და ჩემი შვილი მიწაზე გდია, თვალებიდან ვერ ვიხედებიო...“ - რას ჰყვება სკოლის მოსწავლეების მიერ ნაცემი მოზარდის დედა?

2 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, 175-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის ჩხუბი მოხდა. 14 წელს მიუღწეველ მოზარდს დედის თვალწინ სცემეს. თბილისში სკოლის მოსწავლეების მიერ ნაცემი მოზარდის დედა დეტალებზე საუბრობს: 

"მე და ბავშვები საღამოს დაახლოებით 8 საათისთვის ჩავედით ეზოში, ითამაშეს სტადიონზე, მე ჩემი საქმეები მქონდა და უკან გზაზე ვაპირებდი განხორციელებას. ვბრუნდებოდით როცა 8:53 წუთზე ბიჭებმა გაიყვანეს, ვუთხარი 7 აკლია, 9-ზე ონლაინ ჩართვა გაქვს-თქო. 

წაიყვანეს და სწრაფი ნაბიჯებით წავიდნენ, ნელა მივყევი უკან, საუბრობენ და წამოვა-თქო, ვფიქრობდი. გარაჟის უკან შეიმალნენ, ხმა მესმოდა სიტყვებს ვერ ვარჩევდი, ლანდებს ვხედავდი და  მივიწევდი წინ. უცებ გამორბის ეს ოთხეული. გამიკვირდა ჩემი შვილი რომ არ გამორბოდა, მივედი და მიწაზე გდია, თვალებიდან ვერ ვიხედებიო, ვეძებ დანა ხომ არ დაარტყეს, მაგრამ გადავრჩით. სისხლი წამოუვიდა ყბიდან და ამიტომ ვეძებდი ჭრილობას, სახეში აქვს დარტყმული (რა, არ ვიცი) და დაცემის დროს თავიც დაარტყა. 

მოვიკიდე და ამხელა ბიჭი გამოვიყვანე ცენტრალურ ქუჩაზე, დავურეკე სასწრაფოს, პატრულს და ყველანი დროულად მოვიდნენ. რის შემდეგაც გადაგვიყვანეს იაშვილის კლინიკაში ტვინის შერყევით.

ამჟამად უკეთესადაა კლინიკამაც გამოწერა" - განუცხადა "მთავარს" დაშავებულის დედამ. 

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"8 თვის ორსული შვილი მოკლა "ოჯახის სახელის შერცხვენისთვის"; ბავშვს ფსიქოტროპული წამალი დაალევინა იმის გამო, რომ ხელს უშლიდა საყვარელთან ურთიერთობაში" - უმძიმესი ამბები: რატომ კლავენ დედები შვილებს
"8 თვის ორსული შვილი მოკლა "ოჯახის სახელის შერცხვენისთვის"; ბავშვს ფსიქოტროპული წამალი დაალევინა იმის გამო, რომ ხელს უშლიდა საყვარელთან ურთიერთობაში" - უმძიმესი ამბები: რატომ კლავენ დედები შვილებს
10-03-2026, 23:14
დაწვრილებით
"იმდენად მინდოდა შვილები, ასაკზე არ მიფიქრია. თუ უფალი გაძლევს, იმის უნარსაც მოგცემს, რომ შვილებს მიხედო... ბავშვები თავად არ გამიჩენია, სუროგატის დახმარებით გაჩნდნენ... ძიძის გარეშე ვზრდით მე და რეზიკო..." - თამუნა ამონაშვილი

15-12-2025, 22:27
დაწვრილებით
"4 წლისა მშობლებმა კოჯრის ბავშვთა სახლში ჩამაბარეს... მშობლებს დედობილი ვარჩიე, მე არ მქონდა დედ-მამასთან შეხვედრის სურვილი" - რატომ დათანხმდა ბლოგერი გიორგი გოგოჭური მშობლების სანახავად წასვლას?
"4 წლისა მშობლებმა კოჯრის ბავშვთა სახლში ჩამაბარეს... მშობლებს დედობილი ვარჩიე, მე არ მქონდა დედ-მამასთან შეხვედრის სურვილი" - რატომ დათანხმდა ბლოგერი გიორგი გოგოჭური მშობლების სანახავად წასვლას?
9-03-2026, 19:00
დაწვრილებით