ხვალიდან ჯარიმები იზრდება - რა დარღვევების გამო მოუწევთ მძღოლებს გაზრდილი ჯარიმის გადახდა?

ხვალიდან ჯარიმები იზრდება - რა დარღვევების გამო მოუწევთ მძღოლებს გაზრდილი ჯარიმის გადახდა?

მიმ­დი­ნა­რე წლის 1-ელი მა­ი­სი­დან მძღო­ლებს გარ­კვე­უ­ლი დარ­ღვე­ვე­ბის­თვის გაზ­რდი­ლი ჯა­რი­მე­ბი და­ე­კის­რე­ბათ.

  • აღ­ნიშ­ნულს ით­ვა­ლის­წი­ნებს "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის ჯა­რი­მე­ბი იზ­რდე­ბა.

მათ შო­რის, კა­ნონ­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, შე­მო­დის ახა­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა, რო­გო­რი­ცაა: სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ტრო­ტუ­არ­ზე ან ქვე­ით­თა გა­და­სას­ვლელ­ზე დგო­მა-გა­ჩე­რე­ბა.

ამას­თან, ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც 1-ელი მა­ი­სი­დან ამოქ­მედ­დე­ბა, ით­ვა­ლის­წი­ნებს ახალ ამ­კრძა­ლავ ნი­შანს − "გა­ჩე­რე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია სა­ხან­ძრო ჰიდ­რან­ტთან“.

მკაცრდება პასუხისმგებლობა საავტობუსო ზოლში მოძრაობაზე და ამ დარღვევისთვის მძღოლებს, გარდა ფულადი ჯარიმის დაკისრებისა, მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულებიც ჩამოეჭრებათ,

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ დარღვევების შესახებ ინფორმაციას, რომლის გამოც ორ დღეში მძღოლებს გაზრდილი ჯარიმები დაეკისრებათ:

  • 100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით;
  • 50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის;
  • 50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით;
  • 50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის;
  • დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ჯარიმის ოდენობა ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთსა და საქართველოს კურორტებზე, ასევე M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის;
  • „დრიფტი”, რომელსაც მოჰყვა ნივთის ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, 500 ლარიან ჯარიმასთან ერთად გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 6 თვის ვადით;
  • განმეორებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან გამოიწვია საცობის შექმნა, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირებას;
  • 500 ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული თბილისში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე N2 ან/და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის, იმ შემთხვევაში თუ სატვირთო გადაზიდვის დანიშნულების ადგილი თბილისი არ არის;
  • ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში, ან/და საქართველოს კურორტებზე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში - 10 ლარით;
  • ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის დადგინდება ჯარიმა 200 ლარი, აგრეთვე დამრღვევს მართვის მოწმობაზე შეუმცირდება 30 ქულა;
  • ცვლილებები ითვალისწინებს ახალ ამკრძალავ ნიშანს − „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“. აღნიშნული კრძალავს სახანძრო ჰიდრანტთან სატრანსპორტო საშუალების როგორც გაჩერებას, ისე დგომას. დასახელებული მოთხოვნის დაუცველობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, აგრეთვე შესაძლებელი იქნება სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა.

ახლებურად განისაზღვრება საავტობუსო ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საკითხები, კერძოდ:

  • BUS LANE-ზე მოძრაობა, არსებულ 100 ლარიან ჯარიმასთან ერთად, დამატებით გამოიწვევს მართვის მოწმობაზე 15 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 150 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება;
  • საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოწყობილ BUS LANE-ზე მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 20 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია