ხვალ პატრიარქობის 3 კანდიდატს გამოარჩევენ: როგორია პროცედურა და რამდენი მღვდელმთავარი აკმაყოფილებს კანდიდატისთვის დადგენილ პირობებს?

ხვალ პატრიარქობის 3 კანდიდატს გამოარჩევენ: როგორია პროცედურა და რამდენი მღვდელმთავარი აკმაყოფილებს კანდიდატისთვის დადგენილ პირობებს?

ხვალ, 28 აპ­რილს, 12:00 სა­ათ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მა გა­ი­მარ­თე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­მა გა­ავ­რცე­ლა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ამ სხდო­მა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი იქ­ნე­ბა სამი სა­პატ­რი­არ­ქო კან­დი­და­ტი.

  • რა პი­რო­ბებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს კან­დი­და­ტი?

არ­ჩე­ვის წესს ეკ­ლე­სი­ის მარ­თვა-გამ­გე­ო­ბის დე­ბუ­ლე­ბა აწეს­რი­გებს. ამ დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, მკა­ფი­ოდ არის გან­სა­ზღვრუ­ლი წე­სე­ბი, რომ­ლი­თაც ახა­ლი პატ­რი­არ­ქი ირ­ჩე­ვა. დღეს მოქ­მე­დი დე­ბუ­ლე­ბის თა­ნახ­მად:

  • პატ­რი­არ­ქო­ბის კან­დი­და­ტი უნდა იყოს არა­ნაკ­ლებ 40 და არა­უ­მე­ტეს 70 წლი­სა.
  • ასე­ვე, პატ­რი­არ­ქო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი კრი­ტე­რი­უ­მია საღვთის­მე­ტყვე­ლო გა­ნათ­ლე­ბა.


  • ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის შე­ჯე­რე­ბით, ორი­ვე კრი­ტე­რი­უმს ერ­თდრო­უ­ლად 13 მღვდელმთა­ვა­რი აკ­მა­ყო­ფი­ლებს

ესე­ნი არი­ან:

შიო მუ­ჯი­რი (57 წლის)

იობ აქი­აშ­ვი­ლი (65 წლის)

გრი­გოლ ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლი (69 წლის)

ნი­კო­ლოზ ფა­ჩუ­აშ­ვი­ლი (65 წლის)

თე­ო­დო­რე ჭუ­ა­ძე (58 წლის)

საბა გი­გი­ბე­რია (59 წლის)

დი­მიტ­რი ში­ო­ლაშ­ვი­ლი (65 წლის)

ან­ტო­ნი ბუ­ლუ­ხია (69 წლის)

სტე­ფა­ნე კა­ლა­ი­ჯიშ­ვი­ლი (67 წლის)

ზე­ნონ ია­რა­ჯუ­ლი (54 წლის)

მელ­ქი­სე­დეკ ხა­ჩი­ძე (50 წლის)

გრი­გოლ კა­ცია (53 წლის)

საბა ინწკირ­ვე­ლი (44 წლის)

და­ნარ­ჩე­ნი მღვდელმთავ­რე­ბი­დან, რო­მელ­თაც აქვთ სა­სუ­ლი­ე­რო გა­ნათ­ლე­ბა (და­ნი­ე­ლი, აბ­რა­ა­მი, ანა­ნია, ზო­სი­მე, გი­ორ­გი შა­ლამ­ბე­რი­ძე და იო­ა­ნე გამ­რე­კე­ლი), ყვე­ლა 70 წელს ზე­მოთ ასა­კი­საა, რის გა­მოც ისი­ნი ვერ ხვდე­ბი­ან ორი­ვე კრი­ტე­რი­უ­მის თა­ნაკ­ვე­თა­ში, თუ, რა თქმა უნდა, რა­ი­მე არ შე­იც­ვა­ლა სი­ნო­დის და­გეგ­მილ სდო­მა­ზე, რო­მელ­ზეც უნდა შე­ირ­ჩეს პატ­რი­არ­ქო­ბის 3 კან­დი­და­ტი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­საძ­ლოა სწო­რედ ამ სხდო­მა­ზე მოხ­დეს კან­დი­და­ტო­ბის არ­სე­ბუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის და­ზუს­ტე­ბა.

  • რო­გო­რია პირ­ველ ეტაპ­ზე არ­ჩევ­ნე­ბის პრო­ცე­დუ­რა?

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვა­ნი­სა და ბაღ­და­თის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, ან­ტონ ბუ­ლუ­ხი­ამ გან­მარ­ტა პირ­ველ ეტაპ­ზე არ­ჩევ­ნე­ბის პრო­ცე­დუ­რის დე­ტა­ლე­ბი:

"მოდი, ჩე­მე­ბუ­რად აგიხ­სნით არ­ჩევ­ნე­ბის პრო­ცე­დუ­რას: და­ახ­ლო­ე­ბით ისე რო­გორც "ინ­და­უ­რი მის ჭუკს ისე აუხ­სის არ­წი­ვის ნათ­ქვამს, რომ ჭუკ­მა გა­ი­გოს“.

სა­პატ­რი­არ­ქო კან­დი­და­ტის შერ­ჩე­ვის პრო­ცე­დუ­რა იყო­ფა ორ ეტა­პად.

სა­პატ­რი­არ­ქო არ­ჩევ­ნე­ბის 1-ლი ეტა­პი გა­ი­მარ­თე­ბა 28 აპ­რილს წმ. სი­ნო­დის სხდო­მა­ზე;

ამ კრე­ბა­ზე შე­ირ­ჩე­ვა სამი სა­პატ­რი­არ­ქო კან­დი­და­ტი. ამ დღეს, შე­ვიკ­რი­ბე­ბით 39-ი მღვდელმთა­ვა­რი, რო­მელ­ნიც ფა­რუ­ლი კენ­ჭისყ­რით გა­მო­ვირ­ჩევთ, თუ ვის მი­ვიჩ­ნევთ ჩვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბით, მო­მა­ვალ სა­პატ­რი­არ­ქო კან­დი­და­ტად.

  • კრე­ბის და­წყე­ბამ­დე კი 39-ივე მღვდელმთა­ვა­რი, ქი­რი­ტო­ნი­ის მი­ხედ­ვით, მი­ვალთ ხმე­ბის დამ­თვლე­ლი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რეს­თან, რომ­ლი­სა­გა­ნაც მი­ვი­ღებთ სა­პატ­რი­არ­ქო გერ­ბით და სა­არ­ჩევ­ნო ბეჭ­დით და­მოწ­მე­ბულ ბი­უ­ლე­ტე­ნებს;
  • შემ­დგომ სა­თი­თა­ოდ შე­ვალთ ხმის მი­სა­ცემ კა­ბი­ნა­ში და სრუ­ლად დავ­წერთ ჩვენს მიერ შერ­ჩე­ულ კან­დი­და­ტის სა­ხელ­სა და ტი­ტულს, ეპარ­ქი­ის მი­თი­თე­ბით; ვი­საც სურს, შე­უძ­ლია ხმა მის­ცეს სა­კუ­თარ თავ­საც!
  • დავ­კე­ცავთ ამ ბი­უ­ლე­ტენს, ჩავ­დებთ სპე­ცი­ა­ლურ კონ­ვერ­ტში და მო­ვა­თავ­სებთ გამჭვირ­ვა­ლე ყუთ­ში, რის შემ­დეგ და­ვი­კა­ვებთ სა­ხე­ლო­ბი­თად ჩვენ­თვის გან­კუთ­ვნილ ად­გი­ლებს.
  • ხმე­ბის მი­ცე­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ხმის დამ­თვლე­ლი კო­მი­სი­ის წევ­რი ეპის­კო­პო­სე­ბი კრე­ბის წი­ნა­შე გახ­სნი­ან სა­არ­ჩევ­ნო ყუთს და და­ი­წყე­ბა ხმის დათ­ვლის პრო­ცე­დუ­რა;
  • ხმა­თა იმ რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, რო­მელ­ნიც და­ი­კა­ვე­ბენ პირ­ველ, მე­ო­რე და მე­სა­მე ად­გი­ლებს. შე­ირ­ჩე­ვა სამი სა­პატ­რი­არ­ქო კან­დი­და­ტი.
  • კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე ყუ­თი­დან სა­თი­თა­ოდ ამო­ი­ღებს ბი­უ­ლე­ტე­ნებს და გა­დას­ცემს კო­მი­სი­ის წევრ ქი­რი­ტო­ნი­ით უპი­რა­ტეს მღვდელმთა­ვარს;
  • ის კი ხმა­მაღ­ლა გა­ნა­ცხა­დებს ბი­უ­ლე­ტენ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი კან­დი­და­ტის ვი­ნა­ო­ბას და სა­ჯა­როდ აჩ­ვე­ნებს ეპის­კო­პო­სებს ბი­უ­ლე­ტინ­ში ჩა­წე­რი­ლი კან­დი­და­ტის ვი­ნა­ო­ბას;
  • გა­მო­ცხა­დე­ბულ ბი­უ­ლე­ტენს ქი­რი­ტო­ნი­ით უპი­რა­ტე­სი მღვდელმთა­ვა­რი გა­დას­ცემს ხმე­ბის დამ­თვლე­ლი კო­მი­სი­ის მე­სა­მე წევრ ეპის­კო­პოსს, რო­მე­ლიც სა­ჯა­როდ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი კან­დი­და­ტის სა­ხელს ასა­ხავს ოქ­მის ფურ­ცელ­ში და შე­ად­გენს კენ­ჭისყ­რის ოქმს.
  • ხმე­ბის დათ­ვლის პრო­ცე­დუ­რის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის მიერ მოხ­დე­ბა დათ­ვლი­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის დაწ­ვა ყვე­ლას თვალ­წინ, სპე­ცი­ა­ლურ ჭურ­ჭელ­ში
  • იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ორი კან­დი­და­ტი მი­ი­ღებს თა­ნა­ბარ ხმებს მათ შო­რის გა­ი­მარ­თე­ბა მე­ო­რე ტური.

ასე დამ­თავ­რდე­ბა 1- ლი ეტა­პი, რომ­ლის შე­დე­გად მოხ­დე­ბა სამი კან­დი­და­ტის გა­მორ­ჩე­ვა.

ახლა გან­სა­ჯეთ, რო­მელ გარე ძა­ლას და რო­გორ შე­უძ­ლია აქ ზე­მოქ­მე­დე­ბა?! გა­მო­რი­ცხუ­ლია!!!

ანუ 28 აპ­რილს გვე­ცო­დი­ნე­ბა სამი სა­პატ­რი­არ­ქო კან­დი­და­ტი!

ეს სამი კან­დი­და­ტი გა­დის უკვე გა­ფარ­თო­ე­ბულ კრე­ბა­ზე, სა­დაც გა­ი­მარ­თე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის მე-2 ტური და და აქაც არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ მხო­ლოდ მღვდელმთავ­რე­ბი, რად­გან მხო­ლოდ მათ აქვთ სა­არ­ჩევ­ნო ხმის უფ­ლე­ბა", - და­წე­რა მიტ­რო­პო­ლიტ­მა.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია