არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ მამინაცვალს 6 წელი მიესაჯა

არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ მამინაცვალს 6 წელი მიესაჯა

არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული მამინაცვალი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინფორმაციას ორგანიზაცია „საფარი“ ავრცელებს.

ორგანზიაციის  ცნობით, არასრულწლოვანმა მათ 2024 წელს მიმართა.

2024 წელს საფარს მიმართა არასრულწლოვანმა, რომელზეც მამინაცვალმა სექსუალურად იძალადა. ბავშვის მთავარი მოთხოვნა კონფიდენციალურობის დაცვა იყო, რაც საფარმა გაითვალისწინა და უზრუნველყო.

საქმეში საფარის იურისტი მარი ვარამაშვილი ჩაერთო, რომელსაც დაზარალებულმა მრავალეპიზოდიანი საქმე სრულად გაანდო. საქმეში ბევრი სხვადასხვა დანაშაული, მათ შორის, მამინაცვლის მხრიდან ბავშვის მიმართ წლების წინ განხორციელებული გარყვნილი ქმედება იკვეთებოდა, რაც სასჯელის სახედ 5 დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მარი ვარამაშვილის ჩართულობით მოპოვებულ იქნა ყველა შესაძლო მტკიცებულება, თუმცა საქმეში გადამწყვეტი დაზარალებულის ჩვენება აღმოჩნდა, რომელიც მოსამართლემ სრულად გაიზიარა, 2026 წლის 27 აპრილს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და პირი გარყვნილ ქმედებაში დამნაშავედ სრულად ცნო. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა,- წერს ორგანიზაცია.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
პოლიციელი არასრლუწლოვანზე სისტემატური ხასიათის  არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და გოგოს ნების წინააღმდეგ ფიზიკურად ეხებოდა - შემზარავი ფაქტის დეტალებს ადვოკატი ყვება
პოლიციელი არასრლუწლოვანზე სისტემატური ხასიათის არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და გოგოს ნების წინააღმდეგ ფიზიკურად ეხებოდა - შემზარავი ფაქტის დეტალებს ადვოკატი ყვება
1-10-2025, 22:37
დაწვრილებით
"8 თვის ორსული შვილი მოკლა "ოჯახის სახელის შერცხვენისთვის"; ბავშვს ფსიქოტროპული წამალი დაალევინა იმის გამო, რომ ხელს უშლიდა საყვარელთან ურთიერთობაში" - უმძიმესი ამბები: რატომ კლავენ დედები შვილებს
"8 თვის ორსული შვილი მოკლა "ოჯახის სახელის შერცხვენისთვის"; ბავშვს ფსიქოტროპული წამალი დაალევინა იმის გამო, რომ ხელს უშლიდა საყვარელთან ურთიერთობაში" - უმძიმესი ამბები: რატომ კლავენ დედები შვილებს
10-03-2026, 23:14
დაწვრილებით