"მენინგიტი აქვს, სავარაუდოდ, ბაქტერია ანესთეზიის გაკეთების დროს შეეჭრა" - რა დეტალები ხდება ცნობილი 20 წლის გოგოზე, რომლის მდგომარეობა ბათუმში, საკეისრო კვეთის შემდეგ გართულდა და თურქეთში გადაიყვანეს

ბათუმში, 20 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკეისრო კვეთის შემდეგ გართულდა. პაციენტი თურქეთში გადაიყვანეს.
"ლოდინის და თანხის მობილიზების არც დრო და არც საშუალება იყო, რადგან ყოველი წამი მისთვის გადამწყვეტი იყო, ამიტომ სასწრაფო რეაგირებით გადმოვიყვანეთ თურქეთში" - წერს სოციალურ ქსელში თურქეთში მცხოვრები სანდრა ზოიძე.
მისივე თქმით, 20 წლის ქალი სამსუნის კლინიკაში იმყოფება და უდიდეს თანხებთანაა დაკავშირებული მისი სიცოცხლის გადარჩენა.
"დამეხმარეთ ყველა, რომ შევძლოდ ერთიანობით ამ უდიდესი პრობლემის მოგვარება"- წერს სანდრა ზოიძე.
FB კომენტარები
