ბერი ნიკოლოზი, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

ნარიმან მაქარაშვილი, იგივე ბერი ნიკოლოზი, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ცოტა ხნის წინ "შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბინის კარი შეანგრიეს და ის გარდაცვლილი იპოვეს".
FB კომენტარები
