მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება? - რას წერს მედია და რას აცხადებს გურამ მაჭარაშვილი

მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება? - რას წერს მედია და რას აცხადებს გურამ მაჭარაშვილი

ჩვენ უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბი არ ვართ, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ გე­ტყვით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რა მიდ­გო­მე­ბი აქვს არ­სე­ბულ მი­ნის­ტრებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, - ამის შე­სა­ხებ "ხალ­ხის ძა­ლის“ დე­პუ­ტატ­მა, გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, რი­თაც შე­საძ­ლო სა­კად­რო ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ კი­თხვას უპა­სუ­ხა.

მა­ჭა­რაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ სა­კად­რო ცვლი­ლე­ბებ­ზე მის­თვის ცნო­ბი­ლი არაა. მან ასე­ვე, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, გელა გე­ლა­ძის საქ­მი­ა­ნო­ბა შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ "ფაქ­ტია, შსს გა­აქ­ტი­უ­რა, რაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლია“, თუმ­ცა აქვე დას­ძენს, რომ უწყე­ბა­ში "გარ­კვე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი არ­სე­ბობს“.

"ვე­რა­ფერს გე­ტყვით. "ხალ­ხის ძა­ლა­ში“ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ბევრ რა­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გვაქვს. უმ­რავ­ლე­სო­ბას­თა­ნაც გვაქვს სა­ჭი­რო სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და ამ ეტაპ­ზე, ჩვენ­თვის ასე­თი რამ ცნო­ბი­ლი არ არის. ხაზს ვუს­ვამ იმას, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბი ჩვენ არ ვართ. კი­დევ ერთხელ, ვერ გე­ტყვით, ჩვენ უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბი არ ვართ, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რა მიდ­გო­მე­ბი აქვს არ­სე­ბულ მი­ნის­ტრებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩვენ ვერ გე­ტყვით“, - გა­ნა­ცხა­და მა­ჭა­რაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, "ტვ პირ­ვე­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­საძ­ლოა, თავ­დაც­ვი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დეს. ტე­ლე­კომ­პა­ნია აღ­ნიშ­ნავს, რომ "ერთ-ერთი ვერ­სი­ით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" გე­ლა­ძის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­დაყ­ვა­ნას გა­ნი­ხი­ლავს, თავ­დაც­ვის მოქ­მედ მი­ნისტრს, ირაკ­ლი ჩი­ქო­ვანს კი დიპ­ლო­მა­ტი­ურ მი­სი­ა­ში უშ­ვე­ბენ“. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, შე­საძ­ლოა, შს მი­ნის­ტრად გელა გე­ლა­ძის მო­ად­გი­ლე, რონი მეს­ხი და­ი­ნიშ­ნოს.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
29-11-2025, 21:01
დაწვრილებით
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
17-01-2026, 21:04
დაწვრილებით