თბილისში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული ჩამოინგრა

თბილისში, ვასო აბაშიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის მეორე სართული ჩამოინგრა - ფოტოს სოციალურ ქსელში "ქალაქის პრობლემები" ავრცელებს.
კადრში ჩანს, რომ პერიმეტრი ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული, ადგილზე კი საანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
FB კომენტარები
