ტრაგედია სტამბოლის ცენტრში: ვინ იყო კაცი, რომელიც ჩაცხრილეს - დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არიან

ტრაგედია სტამბოლის ცენტრში: ვინ იყო კაცი, რომელიც ჩაცხრილეს - დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არიან

სტამ­ბო­ლის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ხალ­ხმრა­ვალ უბან­ში, ფა­თიჰ­ში 31 მარტს მკვლე­ლო­ბა მოხ­და. დღი­სით, ქუ­ჩა­ში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლეს ლო­ჯის­ტი­კუ­რი კომ­პა­ნი­ის კუ­რი­ე­რი, ყა­ზა­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე არიფ ის­მა­ი­ლო­ვი. გა­მო­ძი­ე­ბის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი და მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბის გაქ­ცე­ვის კად­რე­ბი უკვე გავ­რცელ­და თურ­ქულ მე­დი­ა­ში.

მკვლე­ლო­ბა "ვა­ლე­ბის გამო" და სპე­ცო­პე­რა­ცია ედირ­ნე­ში

  • სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა წი­ნას­წარ და­გეგ­მილს ჰგავ­და. არიფ ის­მა­ი­ლოვს თავს მა­შინ და­ესხნენ, როცა ის სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და. თავ­დამ­სხმე­ლებ­მა მას რამ­დენ­ჯერ­მე ეს­რო­ლეს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ფე­ხით გა­იქ­ცნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ტაქ­სი გა­ა­ჩე­რეს და ქა­ლა­ქი­დან გას­ვლა სცა­დეს.
  • სტამ­ბო­ლის პო­ლი­ცი­ამ, დრო­ნე­ბი­სა და სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის კვალს ედირ­ნე­ში მი­აგ­ნო. და­კა­ვე­ბუ­ლია სამი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, მათ­გან ორი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა. ისი­ნი ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბას არა­ლე­გა­ლუ­რად, მიგ­რან­ტე­ბის გა­დამ­ყვა­ნის დახ­მა­რე­ბით ცდი­ლობ­დნენ. და­კა­ვე­ბუ­ლია ასე­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლიც, რო­მელ­საც ბრა­ლად მიგ­რან­ტე­ბის კონ­ტრა­ბან­და ედე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი ვერ­სი­ით, და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი ფი­ნან­სუ­რი დავა გახ­და.

    "ადა­მი­ა­ნი-დღე­სას­წა­უ­ლი": ვინ იყო არიფ ის­მა­ი­ლო­ვი?

    არიფ ის­მა­ი­ლო­ვი სტამ­ბოლ­ში ბევ­რის­თვის მხო­ლოდ კუ­რი­ე­რი არ იყო. ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და ტვირ­თე­ბის გა­და­ზიდ­ვა­ზე.

    "ის იყო დიდი გუ­ლის პატ­რო­ნი. 10 წელი ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი მის კომ­პა­ნი­ას­თან და არას­დროს უთ­ქვამს უარი დახ­მა­რე­ბა­ზე. ადა­მი­ა­ნი-დღე­სას­წა­უ­ლი, ყო­ველ­თვის მხი­ა­რუ­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი. სულ რამ­დე­ნი­მე დღით ჩა­მო­ვი­და სტამ­ბოლ­ში და სი­ცო­ცხლე მის საყ­ვა­რელ უბან­ში დას­რულ­და... სამი შვი­ლი და­ტო­ვა. ირო­ნი­უ­ლია, ამ­დე­ნი წელი სხვის ტვირ­თებს აგ­ზავ­ნი­და და ახლა თა­ვად დაბ­რუნ­და სამ­შობ­ლო­ში ტვირ­თად, ბო­ლო­ჯერ..." - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი ერთ-ერთი ახ­ლო­ბე­ლი.

  • გაქ­ცე­ვის კად­რე­ბი და გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა

    თურ­ქულ­მა მე­დი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დე­ო­მა­სა­ლა, სა­დაც ჩანს, რო­გორ სხდე­ბი­ან ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი ტაქ­სი­ში მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ.

    ამ­ჟა­მად სა­მი­ვე მათ­გა­ნი გა­დაყ­ვა­ნი­ლია სა­სა­მარ­თლო­ში. ყა­ზა­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და გე­ნე­რა­ლუ­რი სა­კონ­სუ­ლო აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი პრო­ცეს­ში, რათა და­ეხ­მა­რონ გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს და თვალ­ყუ­რი ადევ­ნონ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­სრუ­ლე­ბას.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
17-01-2026, 21:04
დაწვრილებით
"...იმ დღეს სოფო მოვიდა, ყოველთვიურ ვიზიტზე და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა" - სააკაშვილი
"...იმ დღეს სოფო მოვიდა, ყოველთვიურ ვიზიტზე და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა" - სააკაშვილი
13-12-2025, 16:15
დაწვრილებით
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
29-11-2025, 21:01
დაწვრილებით