დღეს ბზობაა - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ ამ დღის შესახებ

დღეს ბზობაა - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ ამ დღის შესახებ

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია იე­რუ­სა­ლიმ­ში მა­ცხოვ­რის დი­დე­ბით შეს­ვლას, ბზო­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვა-ლოც­ვა შეს­რულ­დე­ბა.

  • ბზო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე, 10:00 სა­ათ­ზე, სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრე, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო (მუ­ჯი­რი) წირ­ვას აღას­რუ­ლებს სი­ო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში.

ასე­ვე, წირ­ვის შემ­დეგ შეს­რულ­დე­ბა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია II-ის სუ­ლის მო­სახ­სე­ნე­ბე­ლი პა­ნაშ­ვი­დი.

ბზო­ბა ათორ­მეტ­თა­გან რი­გით პირ­ვე­ლი მოძ­რა­ვი დღე­სას­წა­უ­ლია, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის ბრწყინ­ვა­ლე აღ­დგო­მის წინა კვი­რა დღეს აღი­ნიშ­ნე­ბა.


სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, მა­ცხოვ­რის შეს­ვლა იე­რუ­სა­ლიმს ძლე­ვა­მო­სი­ლი მე­ფის სა­ტახ­ტო ქა­ლაქ­ში შეს­ვლას ჰგავ­და და მას უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნებ­მა სა­ზე­ი­მო შეხ­ვედ­რა მო­უ­წყვეს. იე­რუ­სა­ლი­მის­კენ მი­მა­ვალ მა­ცხო­ვარს გზა­ზე ხალ­ხი სა­მო­სელს უფენ­და, ზოგს კი პალ­მის (ბზის) რტო­ე­ბი ეკა­ვა და ასე ეგე­ბე­ბო­და მას. ყო­ვე­ლი მხრი­დან ის­მო­და ღა­ღა­დი­სი: "ოსა­ნა ძესა და­ვი­თი­სა­სა, კურ­თხე­ულ არს მო­მა­ვა­ლი სა­ხე­ლი­თა უფ­ლი­სა­თა! ოსა­ნა, რო­მე­ლი ხარ მა­ღალ­თა შინა!"

დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მორ­წმუ­ნე­ე­ბი ტაძ­რებ­ში ბზის რტო­ე­ბით და სან­თლე­ბით მი­დი­ან. ეკ­ლე­სი­ებ­ში ბზა იკურ­თხე­ბა, რო­გორც სიმ­ბო­ლო "უფ­ლის­თვის მი­გე­ბე­ბი­სა".

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია