ცნობილი გახდა 28 წლის ახალგაზრდა კაცის ვინაობა, რომელიც სახლის ნანგრევებში მოჰყვა და დაიღუპა - რას ამბობს მამა ტრაგედიის შესახებ?

ცნობილი გახდა 28 წლის ახალგაზრდა კაცის ვინაობა, რომელიც სახლის ნანგრევებში მოჰყვა და დაიღუპა - რას ამბობს მამა ტრაგედიის შესახებ?

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო გურჯაანში სარემონტო სამუშაოების დროს დაღუპული, 28 წლის რუსლან ძებისაშვილია. იგი სოფელ ყიტაანის მკვიდრია. მისი ცხედარი გურჯანში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.

როგორც მამამ, შალვა ძებისაშვილმა, „მთავარ ამბებს კახეთიდან“ უთხრა, მისი შვილი ძირითადად, დღიურ სამუშაოებს ასრულებდა. სეზონურად კი სამაცივრე მეურნეობიდან ატამი გამოჰქონდა და გურჯაანში მოქალაქეებს ურიგებდა. რამ გამოიწვია ნგრევა, მამა ამბობს, რომ დეტალები მისთვის უცნობია.

ინციდენტის შედეგად, დაშავდა კიდევ ერთი პირი, რომელიც მიღებული დაზიანებებით, 112-ის ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

უბედური შემთხვევა ზემო გურჯაანში, დღეს მოხდა. კერძო პირის სახლში, კედელი ჩამოინგრა და ორი მუშა მოიყოლა.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"8 თვის ორსული შვილი მოკლა "ოჯახის სახელის შერცხვენისთვის"; ბავშვს ფსიქოტროპული წამალი დაალევინა იმის გამო, რომ ხელს უშლიდა საყვარელთან ურთიერთობაში" - უმძიმესი ამბები: რატომ კლავენ დედები შვილებს
"8 თვის ორსული შვილი მოკლა "ოჯახის სახელის შერცხვენისთვის"; ბავშვს ფსიქოტროპული წამალი დაალევინა იმის გამო, რომ ხელს უშლიდა საყვარელთან ურთიერთობაში" - უმძიმესი ამბები: რატომ კლავენ დედები შვილებს
10-03-2026, 23:14
დაწვრილებით