ცოტა ხნის წინ ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, ერთს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა - დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ავარიის დროს ერთმანეთს "აუდისა" და "ფორდის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად ერთ-ერთ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, საჭირო გახდა სახანძრო-სამაშველო დახმარების გამოძახება.
ადგილზე მობილიზებული იყო, სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რომელმაც დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
რუსთაველის ქუჩაზე ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
FB კომენტარები
