"პირველად ვნახე ასეთი ცბიერი ადამიანი" - რას წერს შორენა ბეგაშვილი ზურა შევარდნაძეზე?

"პირველად ვნახე ასეთი ცბიერი ადამიანი" - რას წერს შორენა ბეგაშვილი ზურა შევარდნაძეზე?

"გარ­დე­ნია შე­ვარ­დნა­ძის“ გარ­შე­მო ხმა­უ­რი არ წყდე­ბა. მას შემ­დეგ, რაც ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა, ხა­ტია ნე­ფა­რი­ძემ ბიზ­ნეს­მე­ნი ზურა შე­ვარ­დნა­ძე უხე­შო­ბა­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, სკან­დალს ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

ბე­გაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 2022 წელს მომ­ხდა­რი ის­ტო­რია გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც შვი­ლის, ევა ბარ­ბა­ქა­ძის და­ბა­დე­ბის დღეს "გარ­დე­ნი­ა­ში“ იხ­დი­და. მსა­ხი­ო­ბის თქმით, ის მო­ა­ტყუ­ეს, თან­ხა ორ­ჯერ გა­და­ახ­დე­ვი­ნეს, შე­თან­ხმე­ბუ­ლი დე­კო­რა­ცი­ის ნაც­ვლად კი სულ სხვა რამ დახ­ვდა.

  • "პირ­ვე­ლად ვნა­ხე ასე­თი ცბი­ე­რი ადა­მი­ა­ნი“ - შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის ემო­ცი­უ­რი პოს­ტი

მსა­ხი­ო­ბი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლია იმით, თუ რო­გორ "თა­მა­შობს“ ზუ­რაბ შე­ვარ­დნა­ძე ეკ­რან­ზე სულ სხვა ადა­მი­ანს.

გთა­ვა­ზობთ მის პოსტს უც­ვლე­ლად:

"ოთხი წლის წინ ევას და­ბა­დე­ბის დღეს ვიხ­დი­დით და მა­შინ მი­ვე­დი პირ­ვე­ლად "გარ­დე­ნი­ა­ში". ად­გი­ლი მო­მე­წო­ნა, მაგ­რამ ცი­ო­და. გა­ვათ­ბობ­თო და გა­და­ვი­ხა­დე თან­ხის ნა­წი­ლი - "ყვა­ვი­ლე­ბის“ (შე­თან­ხმე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით ვარ­დებ­ზე). ერთ კვი­რა­ში რომ მი­ვე­დით:

"ის ჯავ­შნის ფული იყო, ახლა გა­და­მი­ხა­დეთ ყვა­ვი­ლე­ბი­სო“, - უკვე ვე­ღარ გა­დავ­დებ­დით წვე­უ­ლე­ბას და თა­ვი­დან გა­და­ვი­ხა­დე.

მი­ვე­დით სა­ღა­მოს და ვარ­დე­ბის მა­გივ­რად მინ­დვ­რის ყვა­ვი­ლე­ბით იყო მა­გი­და მორ­თუ­ლი (ფო­ტო­ზე ჩანს) და ალაგ-ალაგ ხე­ლოვ­ნუ­რი ყვა­ვი­ლე­ბი იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ამას რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ისე ცი­ო­და, გა­ი­ყინ­ნენ ბავ­შვე­ბი. მივ­წე­რე მის დამ­ხმა­რეს, პა­სუ­ხიც არ გამ­ცა. ისე მო­მა­ტყუ­ეს, თვა­ლი არ და­ა­ხამ­ხა­მეს.,

პირ­ვე­ლად ვნა­ხე ასე­თი ცბი­ე­რი ადა­მი­ა­ნი. მერე ეკ­რან­ზე რომ ვხე­დავ­დი, ვფიქ­რობ­დი, რამე ხომ არ მეშ­ლე­ბა, მე ხომ არ ვარ დამ­ნა­შა­ვე მეთ­ქი, იმ­დე­ნად სხვა ადა­მი­ანს თა­მა­შობ­და. იმე­დი მაქვს, გამ­დიდ­რდა იმ ფუ­ლით.“

ამ დრო­ის­თვის თა­ვად ზუ­რაბ შე­ვარ­დნა­ძეს აღ­ნიშ­ნულ ბრალ­დე­ბებ­ზე სა­ჯა­რო კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
29-11-2025, 21:01
დაწვრილებით