სკანდალი "გარდენიაში“: "ცხვირწინ მაგიდაზე ხელი დამირტყა და მიყვირა...“ - რას პასუხობენ ზურაბ შევარდნაძის გუნდიდან ყოფილ თანამშრომელს?

სკანდალი "გარდენიაში“: "ცხვირწინ მაგიდაზე ხელი დამირტყა და მიყვირა...“ - რას პასუხობენ ზურაბ შევარდნაძის გუნდიდან ყოფილ თანამშრომელს?

"გარ­დე­ნია შე­ვარ­დნა­ძის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და მფლო­ბე­ლი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ფლო­რის­ტი ზუ­რაბ შე­ვარ­დნა­ძე, სკან­და­ლის ეპი­ცენ­ტრშია. ამ­ჯე­რად მას ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, ხა­ტია ნე­ფა­რი­ძე უპი­რის­პირ­დე­ბა და ბიზ­ნეს­მენს უხეშ მო­პყრო­ბა­ში, შე­უ­რა­ცხყო­ფა­სა და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ტე­რორ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

ნე­ფა­რი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჯერ პოს­ტი, შემ­დეგ კი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს იმ ინ­ცი­დენტს, რო­მე­ლიც, მისი თქმით, მას­სა და შე­ვარ­დნა­ძეს შო­რის მოხ­და.

  • "მისი ყალ­ბი ღი­მი­ლის უკან ბო­რო­ტე­ბა დგას“ - ხა­ტია ნე­ფა­რი­ძის სკან­და­ლუ­რი ბრალ­დე­ბა

ხა­ტია ნე­ფა­რი­ძე აცხა­დებს, რომ ერთი კვი­რის მძი­მე შრო­მის შემ­დეგ, მას სამ­სა­ხუ­რი­დან ყო­ველ­გვა­რი მი­ზე­ზის გა­რე­შე უშ­ვებ­დნენ, სი­მარ­თლის გარ­კვე­ვის მცდე­ლო­ბა კი ფი­ზი­კუ­რი აგ­რე­სი­ით დას­რულ­და:

"მო­გიყ­ვე­ბით მის ადა­მი­ა­ნო­ბა­ზე. მისი ყალ­ბი ღი­მი­ლის უკან ვინც დგას... ერთი კვი­რის და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის შემ­დეგ, მი­ცხა­დე­ბენ, რომ უნდა და­მემ­შვი­დო­ბონ. ღმერ­თმა იცის და ვინც მე მიც­ნობს, ყვე­ლამ იცის რო­გო­რი ადა­მი­ა­ნიც ვარ. არც შრო­მას ვთა­კი­ლობ და არა­ფერს... როცა მი­ვე­დი და ვცა­დე მშვი­დად, უბ­რა­ლოდ მი­ზე­ზის გარ­კვე­ვა, პა­სუ­ხი ვერ გამ­ცეს. აი, უბ­რა­ლოდ, თურ­მე უნდა იყოს საკ­მა­რი­სი მათი სი­ტყვა... და როცა ხელ­მე­ო­რედ ვკი­თხე და ვცა­დე ამეხ­სნა, რომ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დი რაც ჩემს მო­ვა­ლე­ო­ბა­ში შე­დი­ო­და და რაც არ შე­დი­ო­და და თა­ნაც საკ­მა­ოდ მძი­მე სა­მუ­შაო აქვთ, ხალ­ხის თან­დას­წრე­ბით, გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით, ცხვირ­წინ მა­გი­და­ზე ხელი და­მირ­ტყა და პირ­და­პირ ასე მი­თხრა "გააჯ... აქე­და­ნო!“

მსგავ­სი შე­უ­რა­ცხყო­ფა არა­ვის მო­უ­ყე­ნე­ბია ჩემ­თვის და არც ვა­პი­რებ შე­ვარ­ჩი­ნო. იცო­დეთ, ეგ ადა­მი­ა­ნი არის ბო­რო­ტე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბა, მას არ უყ­ვარს არც მცე­ნა­რე­ე­ბი და არც ადა­მი­ა­ნე­ბი. რო­გორც ნივ­თებს ისე ექ­ცე­ვა ხალ­ხს. მას სჭირ­დე­ბა ყურ­მოჭ­რი­ლი მონა! იცო­დეთ!“ - წერს ხა­ტია ნე­ფა­რი­ძე.

ხა­ტია ნე­ფა­რი­ძის მი­მარ­თვამ ინ­ტერ­ნეტ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მომ­ხდარს შე­ვარ­დნა­ძის "რთულ ხა­სი­ათს“ მი­ა­წერ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ნე­ფა­რი­ძემ ვი­დე­ოც ჩა­წე­რა.

"რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ეს მხო­ლოდ ჩემი შემ­თხვე­ვა არ არის. ჩემს წინა პოსტზე გა­მოხ­მა­უ­რე­ბებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ამ ადა­მი­ა­ნის­გან მსგავ­სი "კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სტი­ლი" ბევ­რის­თვის ნაც­ნო­ბია. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ამას უკვე "ჩვე­უ­ლებ­რივ ამ­ბად" აღიქ­ვამს - "ეგე­თია და რა ვქნათ". რა­ტომ ვწერ ამას? მე არ ვე­ძებ მხო­ლოდ თა­ნაგ­რძნო­ბას. მე მინ­და ვთქვა, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბა არა­ვის აძ­ლევს უფ­ლე­ბას, სხვას ღირ­სე­ბა შე­უ­ლა­ხოს. დუ­მი­ლი აძ­ლი­ე­რებს მო­ძა­ლა­დეს. თუ ჩვენ შე­ვე­გუ­ე­ბით იმას, რომ სამ­სა­ხუ­რი­დან გაშ­ვე­ბი­სას გვა­გი­ნონ და გვიყ­ვი­რონ, ეს ნორ­მად იქ­ცე­ვა.

პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი პა­ტი­ვის­ცე­მით იწყე­ბა. თუ ხელ­მძღვა­ნელს არ შე­უძ­ლია ემო­ცი­ე­ბის მარ­თვა და ელე­მენ­ტა­რუ­ლი ზრდი­ლო­ბის ფარ­გლებ­ში პა­სუ­ხის გა­ცე­მა, ის არ იმ­სა­ხუ­რებს იმ პო­ზი­ცი­ას, რო­მე­ლიც უკა­ვია. არა­ვინ არის ვალ­დე­ბუ­ლი მო­ით­მი­ნოს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტე­რო­რი მხო­ლოდ იმის გამო, რომ ვი­ღა­ცას "ასე­თი ხა­სი­ა­თი აქვს". მე ჩემს ღირ­სე­ბას არა­ვის და­ვა­ჩაგ­ვრი­ნებ და მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც გვერ­დით მიდ­გა­ხართ", - აცხა­დებს ნე­ფა­რი­ძე.

  • პა­სუ­ხი "გარ­დე­ნი­ა­დან“ - "ეს იყო და­გეგ­მი­ლი პრო­ვო­კა­ცია“

ბრალ­დე­ბებს მე­სა­მე დღეს "გარ­დე­ნია შე­ვარ­დნა­ძის“ პიარ-მე­ნე­ჯერ­მა, სო­ფიო ჭო­ლო­ხა­ვამ უპა­სუ­ხა. ის მომ­ხდარს "გა­მა­ოგ­ნე­ბელ კამ­პა­ნი­ას“ უწო­დებს და ამ­ბობს, რომ ხა­ტია (რო­მელ­საც პოს­ტში მა­დო­ნად მო­იხ­სე­ნი­ებს) თა­ვად ახორ­ცი­ე­ლებ­და ზე­წო­ლას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ზე.

  • ჭო­ლო­ხა­ვას გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა, თვალს ვა­დევ­ნებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ზუ­რაბ შე­ვარ­დნა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ, გა­მა­ოგ­ნე­ბელ კამ­პა­ნი­ას და ამი­ტომ, სა­ჭი­როდ ჩავ­თვა­ლე, რო­გორც პრო­ცეს­ში უშუ­ა­ლოდ ჩარ­თულ­მა და ჩვენს ბაღ­ში და­საქ­მე­ბის მსურ­ველ­თა მიერ, მათ­ზე და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბელ­მა პირ­მა, გა­გი­ზი­ა­როთ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, ქალ­ბა­ტონ მა­დო­ნას მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მას შემ­დეგ, რაც გა­მო­ვა­ცხა­დეთ სე­ზო­ნუ­რი დამ­ხმა­რის ვა­კან­სია, ეს ქალ­ბა­ტო­ნი მო­ვი­და გა­სა­უბ­რე­ბა­ზე და რა თქმა უნდა, მას გან­ვუ­მარ­ტეთ, რა ფუნ­ქცია-მო­ვა­ლე­ო­ბებს გუ­ლის­ხმობ­და ეს კონ­კრე­ტუ­ლი პო­ზი­ცია და რო­გორც სხვა და­ნარ­ჩენს, მა­საც შევ­თა­ვა­ზეთ ანა­ზღა­უ­რე­ბა, 8-სა­ა­თი­ან სა­მუ­შაო დღე­ში 100 ლა­რის ოდე­ნო­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, გა­ვუ­ფორ­მებ­დით თუ არა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას. კუთ­ვნი­ლი ჰო­ნო­რა­რი ქალ­ბა­ტონს იმ­თა­ვით­ვე გა­და­ვუ­ხა­დეთ. მე, რო­გორც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი, ვაკ­ვირ­დე­ბო­დი მის საქ­მი­ა­ნო­ბას და რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, ბა­ტონ ზუ­რაბ შე­ვარ­დნა­ძეს გა­ვუ­ზი­ა­რე ჩემი მო­საზ­რე­ბა, და­საქ­მე­ბის მსურ­ველ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ის ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და იმ მო­თხოვ­ნებს, რაც ამ კონ­კრე­ტუ­ლი პო­ზი­ცი­ის­თვის იყო სა­ჭი­რო და მე­ტიც, აუ­ცი­ლე­ბე­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი მო­საზ­რე­ბა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქალ­ბა­ტონ მა­დო­ნას არა­ერ­თხელ გან­ვუ­მარ­ტე და და­ვემ­შვი­დო­ბეთ. შემ­დეგ, პერ­მა­ნენ­ტუ­ლად მწერ­და რო­გორც ე.წ პი­რად მე­სა­მე­ჯერ, ასე­ვე გვწერ­და “გარ­დე­ნია შე­ვარ­დნა­ძის” გვერ­დზე და რბი­ლად რომ ვთქვა, საკ­მა­ოდ უხე­ში ფორ­მით, ერ­თგვა­რი ზე­წო­ლის მოხ­დე­ნის მცდე­ლო­ბაც კი ჰქონ­და, დამ­საქ­მებ­ლის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო - არ ჰქონ­და მნიშ­ვნე­ლო­ბა ეს იყო დღის სა­ა­თე­ბი თუ მა­გა­ლი­თად შუა ღა­მის 02.00 სა­ა­თი, გა­უ­თა­ვებ­ლად გა­ნაგ­რძობ­და ჩვენს და­მუ­ნა­თე­ბას.

რა თქმა უნდა, პა­სუხს მოთ­მი­ნე­ბით და კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბით ვუბ­რუ­ნებ­დით და ცოტა უხერ­ხუ­ლიც კია, რომ ამა­ზე ახლა ხაზ­გას­მა გვი­წევს. ვი­ნა­ი­დან ეს კო­მუ­ნი­კა­ცია არ აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სი, ბა­ტონ­მა ზუ­რამ გვთხო­ვა, რომ მო­სუ­ლი­ყო ქალ­ბა­ტო­ნი მა­დო­ნა, რათა თა­ვად პი­რა­დად აეხ­სნა მი­ზე­ზი და კი­დევ ერთხელ გან­გვე­მარ­ტა მის­თვის ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ცხა­დია, დავ­ხვდით აბ­სო­ლუ­ტუ­რად კე­თილ­გან­წყო­ბილ­ნი და სრუ­ლი მზა­ო­ბით, და­უ­ზარ­ლად, კი­დევ ერთხელ აგ­ვეხ­სნა ჩვე­ნი პო­ზი­ცია. ვუხ­სნი­დით საკ­მა­ოდ დიდ ხანს, რა გვჭირ­დე­ბო­და ჩვენ და რას ვერ ას­რუ­ლებ­და ქალ­ბა­ტო­ნი. ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით, რომ გვაქვს უფ­ლე­ბა, თა­ვად მი­ვი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, კონ­კრე­ტულ ვა­კან­სი­ა­ზე მსურ­ვე­ლის და­საქ­მე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არ­გუ­მენ­ტებს და­უ­ზარ­ლად წარ­ვუდ­გენ­დით.

ამის მი­უ­ხე­და­ვად, ქალ­ბა­ტო­ნი მა­დო­ნა გვაქვს ეჭვი, რომ და­გეგ­მი­ლი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი სცე­ნა­რის ფარ­გლებ­ში, გა­ნაგ­რძობ­და მუ­ქა­რას და ამ დროს, ზოგ­ჯერ სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან რთუ­ლია მო­ა­ხერ­ხო ბო­ლომ­დე თა­ვის შე­კა­ვე­ბა. აქვე, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღი­ნიშ­ნოს ისიც, რომ ეს ქალ­ბა­ტო­ნი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი, გა­მო­საც­დე­ლი ვა­დით იყო ჩვენ­თან, არ გახ­ლდათ გარ­დე­ნი­ას თა­ნამ­შრო­მე­ლი. მინ­და გი­თხრათ ისიც, რომ ამ დრომ­დე მაქ­სი­მა­ლუ­რად თავს ვი­კა­ვებ­დით დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­გან, თუმ­ცა აღარც გა­ჩუ­მე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და. და ბო­ლოს, რა თქმა უნდა ვი­სურ­ვებ, რომ ასე ხე­ლა­ღე­ბით, და­უნ­დობ­ლად არ შეგ­ვეძ­ლოს ტა­ლა­ხი ვეს­რო­ლოთ ადა­მი­ა­ნებს. ყვე­ლას გი­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბას! ჩვენ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია თი­თო­ე­უ­ლი მშრო­მე­ლი ადა­მი­ა­ნი!“ - აცხა­დებს სო­ფიო ჭო­ლო­ხა­ვა.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია