"გელა რომ დაოჯახდა, თან გამიხარდა, თან გული მეტკინა..." - წლების შემდეგ, პირველად, თეონა ქუმსიაშვილის დედა წარსულის ტრაგედიასა და დღევანდელობაზე საუბრობს

"გელა რომ დაოჯახდა, თან გამიხარდა, თან გული მეტკინა..." - წლების შემდეგ, პირველად, თეონა ქუმსიაშვილის დედა წარსულის ტრაგედიასა და დღევანდელობაზე საუბრობს

2010 წლის 22 ივ­ლისს სა­ქარ­თვე­ლო მუ­ცოს ხე­ო­ბა­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ შეძ­რა. იმ დღეს ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც 10 ადა­მი­ა­ნი იჯდა, გზი­დან გა­და­ვარ­და. ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფამ 7 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა, მათ შო­რის იყო 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი. მომ­ღე­რა­ლი თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და მისი ორი ვაჟი ად­გილ­ზე და­ი­ღუპ­ნენ. ავა­რი­ი­სას ასე­ვე და­ი­ღუ­პა თე­ო­ნას და - ნა­თია. თე­ო­ნას მე­უღ­ლის, გელა და­ი­ა­უ­რის მეჯ­ვა­რე ბერ­დია არა­ბუ­ლი, მისი მე­უღ­ლე სოფო ღო­ღო­ბე­რი­ძე და ვაჟი - მა­მუ­კა. ტრა­გე­დი­ას გელა და­ი­ა­უ­რი, თე­ო­ნას ძმა თორ­ნი­კე ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და და­ი­ა­უ­რე­ბი­სა და არა­ბუ­ლე­ბის მე­გო­ბა­რი თე­ო­ნა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი გა­და­ურჩნენ.

თე­ო­ნას დე­დამ ანას­ტა­სია ხი­და­შელ-ქუმ­სი­აშ­ვილ­მა ჟურ­ნალ „სარ­კეს­თან“ წლე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლად ისა­უბ­რა სა­ჯა­როდ მომ­ხდარ­ზე

- თე­ო­ნა ჩა­კე­ტი­ლი ბავ­შვი იყო. მერე სა­ბავ­შვო ბაღ­ში დას­თან, ნა­თი­ას­თან ერ­თად რომ შე­ვიყ­ვა­ნე, გა­იხ­სნა. 3 წლის იყო, სიმ­ღე­რა რომ და­ი­წყო. მერე ლექ­სე­ბის წერა და­ი­წყო. მისი ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა იყო, მე­ვი­ო­ლი­ნე გამ­ხდა­რი­ყო, მაგ­რამ სო­ფელ­ში (სი­ონ­ში) ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ იყო.

უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, ნა­თია, ან­სამ­ბლ „სი­ო­ნის ზა­რებ­ში“ მღე­რო­და და თე­ო­ნაც წა­იყ­ვა­ნა. ის ისე­თი ნი­ჭი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა, რომ მალე ამ ან­სამ­ბლის სო­ლის­ტიც გახ­და. 8 წლის იყო, სო­ლის­ტად რომ აირ­ჩი­ეს. ამის შემ­დეგ ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვილ­მა მი­იწ­ვია თა­ვის ან­სამ­ბლ „მარ­თვე­ში“, სა­დაც სო­ლის­ტე­ბი იყ­ვნენ ჩემი თე­ო­ნა და დათო კენ­ჭი­აშ­ვი­ლი.

"თე­ო­ნა 8 წლის იყო, „სი­ო­ნის ზა­რებ­ში“ სო­ლის­ტად რომ აირ­ჩი­ეს. ამის შემ­დეგ ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვილ­მა მი­იწ­ვია თა­ვის ან­სამ­ბლ „მარ­თვე­ში“, სა­დაც სო­ლის­ტე­ბი იყ­ვნენ ჩემი თე­ო­ნა და დათო კენ­ჭი­აშ­ვი­ლი“.

თე­ო­ნა თბი­ლის­ში, სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და და მე-11 კლას­ში რომ გა­და­ვი­და, ეს­პა­ნეთ­სა და საფ­რან­გეთ­ში მი­იწ­ვი­ეს. 2007 წელს „ჩვე­ნე­ბუ­რე­ბის“ ეგი­დით ან­სამ­ბლ „შავ­ნა­ბა­დას­თან“ ერ­თად თურ­ქეთ­ში ფეს­ტი­ვალ­ზე გა­მო­ვი­და.

- მუ­სი­კა­ლუ­რი ნიჭი მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­მოჰ­ყვათ თქვენს შვი­ლებს?

- დიახ. ჩვე­ნი წი­ნა­პა­რი გახ­ლდათ ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი ნიკო ქუმ­სი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ვანო სა­რა­ჯიშ­ვილ­მა დიდი სცე­ნის­კენ და­უ­ლო­ცა გზა. ამ ადა­მი­ა­ნის ნიჭ­მა ჩემს შვი­ლებ­ში იფეთ­ქა, ახლა კი - ჩემს შვი­ლიშ­ვი­ლებ­შიც. ჩემი გო­გო­ნე­ბი არა მხო­ლოდ მუ­სი­კა­ლუ­რად იყ­ვნენ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლე­ბი, მათ ბევ­რი სხვა რა­მეც იცოდ­ნენ - ქსოვ­დნენ, ხა­ტავ­დნენ, ყვე­ლა­ფერს ახერ­ხებ­დნენ, რაც ხე­ლოვ­ნე­ბას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

ახლა მყავს პა­ტა­რა თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი, ჩემი ვა­ჟის შვი­ლი. ჩემს შვილს ოთხი შვი­ლი ჰყავს, სამი გო­გო­ნა და ერთი ვაჟი. ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი, თე­ო­ნა და გვან­ცა ქუმ­სი­აშ­ვი­ლე­ბი, ან­სამ­ბლ „სი­ო­ნის ზა­რებ­ში“ მღე­რი­ან.

ჩემს შვილს, კა­ხა­ბერს, რო­გორც გი­თხა­რით, ოთხი შვი­ლი ჰყავს, თორ­ნი­კე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი არ არის. ისიც იმ ავა­რი­ა­ში მოყ­ვა და, ღვთის წყა­ლო­ბით, გა­დარ­ჩა. ამ ტრა­გე­დი­ამ მომ­კლა, გა­მა­ნად­გუ­რა, მაგ­რამ შვი­ლიშ­ვი­ლებ­მა ცოტა გონს მო­მიყ­ვა­ნეს, ცოტა აქეთ გა­მო­ვი­ხე­დე. ბავ­შვე­ბის შემ­ყუ­რე და­დე­ბი­თი ემო­ცი­ით ვიტ­ვირ­თე­ბი.

თე­ო­ნას და­ო­ჯა­ხე­ბას რო­გორ გა­იხ­სე­ნებ­დით?

- თბი­ლი­სი­დან სო­ფელ­ში რომ დაბ­რუნ­და, მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო სკო­ლა­ში მუ­სი­კის პე­და­გო­გად და კულ­ტუ­რის სახ­ლში. მერე თა­ვი­სი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე, პო­ე­ტი გელა და­ი­ა­უ­რი გა­იც­ნო, ერ­თმა­ნე­თი მო­ე­წო­ნათ და და­ო­ჯახ­დნენ. ბევ­რი სა­ერ­თო ჰქონ­დათ. ორი­ვეს უყ­ვარ­და მთა, პო­ე­ზია, სიმ­ღე­რა და ასე შემ­დეგ. კარ­გი და ლა­მა­ზი ოჯა­ხი შექ­მნეს. ორი შვი­ლი ჰყავ­დათ. ის ტრა­გე­დია რომ მოხ­და, დე­მეტ­რე 2 წლის იყო, ჯარ­ჯი - 9 თვის. ჩემი გო­გო­ნე­ბიც პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ. ნა­თია 28 წლის იყო, თე­ო­ნა - 26 წლის.

- თუ არის თქვენ­თვის ცნო­ბი­ლი, ის ავა­რია რამ გა­მო­იწ­ვია, რა­ტომ გა­და­ვარ­და მდი­ნა­რე­ში ავ­ტო­მან­ქა­ნა?

  • კი, მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და და ასე და­ი­ღუპ­ნენ. ჩემი ოჯა­ხის ოთხი წევ­რი ემსხვერ­პლა ამ ავა­რი­ას. მე არა­ფერს მე­უბ­ნე­ბი­ან, მაგ­რამ, რო­გორც ვიცი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნას­ვა­მი იყო მძღო­ლი და წყლის­კენ აიღო გეზი. ზოგი ამ­ბობს, ცოლ­მა სიჩ­ქა­რე გა­მო­ურ­თოო და მან­ქა­ნა გა­დაბ­რუნ­დაო. არ ვიცი. ჩემი თორ­ნი­კე არა­ფერს მე­უბ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ავა­რი­ა­ში მოყ­ვა და გა­დარ­ჩა.
  • - თორ­ნი­კე რო­გორ გა­დარ­ჩა?

    - უკან მან­ქა­ნა მო­დი­ო­და და მათ პირ­ვე­ლი თორ­ნი­კე გა­და­არ­ჩი­ნეს. იმ ავა­რი­ას გა­და­ურჩნენ ერთი გო­გო­ნაც და გე­ლაც. მძღო­ლიც და მისი მე­უღ­ლეც და­ი­ღუპ­ნენ. ჩემს უფ­როს გო­გო­ნას, ნა­თი­ას, ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი დარ­ჩა - თა­მარ ქუმ­სი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ახლა უკვე სტუ­დენ­ტია, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობს.

    ამ ავა­რი­ის შემ­დეგ მე­უღ­ლე და ორი ძმა გარ­და­მეც­ვა­ლა. სულ სიკ­ვდილს ვებ­რძვი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მი­ვეჩ­ვიე კი­დეც. ცრემ­ლიც აღარ მაქვს, აღარც მე­ტი­რე­ბა. ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი თე­ო­ნა რომ და­ი­ბა­და, ამ პა­ტა­რამ გა­მო­მა­ხე­და ცოტა. სხვა­თა შო­რის, ნი­ჭით ჰგავს მათ. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ჩემს შვი­ლიშ­ვი­ლებ­ში გრძელ­დე­ბა მუ­სი­კის ნიჭი.

  • - თე­ო­ნას მე­უღ­ლე გელა და­ი­ა­უ­რი, მო­დი­ო­და თქვენ­თან, გნა­ხუ­ლობ­დათ, სა­ნამ მე­ო­რედ და­ო­ჯახ­დე­ბო­და?

    - კი, ყო­ველ ზა­ფხულს მო­დი­ო­და, რჩე­ბო­და. ჩემი მე­უღ­ლე რომ გარ­და­იც­ვა­ლა, გელა და მისი დები ჩა­მო­ვიდ­ნენ, პა­ტი­ვი მი­ა­გეს. რაც გელა და­ო­ჯახ­და, აღარ მო­სუ­ლა.

    - როცა შე­ი­ტყვეთ, რომ ოჯა­ხი შექ­მნა, რო­გორ მი­ი­ღეთ ეს ამ­ბა­ვი?

    - თან გა­მი­ხარ­და, თან გული მეტ­კი­ნა. თან მე­ცო­დე­ბო­და და მინ­დო­და, ბედ­ნი­ე­რი ყო­ფი­ლი­ყო, თან გული მტკი­ო­და, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა. ჩემ­მა მე­უღ­ლემ ორი­ვე სი­ძეს უთხრა, და­ო­ჯახ­დით და ბედ­ნი­ე­რე­ბი იყა­ვი­თო, მაგ­რამ დე­დის გული ხომ იცით. ნა­თი­ას მე­უღ­ლეც და­ო­ჯახ­და და მე­ო­რე მე­უღ­ლის­გან ბიჭი შე­ე­ძი­ნა. სხვა­თა შო­რის, ჩემს სი­ძეს ძა­ლი­ან კარ­გი მე­უღ­ლე ჰყავს. ჩემს შვი­ლიშ­ვილს, თა­მარს, დე­დი­ნაც­ვა­ლიც უყ­ვარს და ძმაც. მე კი ვერ მივ­დი­ვარ ნა­თი­ას ოჯახ­ში ნა­თი­ას ოჯახ­ში, ზღურ­ბლს ვერ ვა­ბი­ჯებ, რად­გან ძნე­ლია ჩემ­თვის, მაგ­რამ ჩემი თა­მა­რი რომ კმა­ყო­ფი­ლია, მეც კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ყო­ველ ზა­ფხულს ჩა­მო­დის ჩემ­თან და აქ რჩე­ბა.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
17-01-2026, 21:04
დაწვრილებით