"ოდნავადაც კი არ ნანობს, შვილი რომ მომიკლა" - რა დეტალებზე ლაპარაკობს დედა, რომლის შვილის მკვლელობისთვის "ტიკტოკერ" თეკლა გერსამიას ასამართლებენ

"ოდნავადაც კი არ ნანობს, შვილი რომ მომიკლა" - რა დეტალებზე ლაპარაკობს დედა, რომლის შვილის მკვლელობისთვის "ტიკტოკერ" თეკლა გერსამიას ასამართლებენ

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი ახალ­გაზ­რდა ქალს, 25 წლის "ტი­კტო­კერ" თეკლა გერ­სა­მი­ას მალე ვერ­დიქტს გა­მო­უ­ტა­ნენ და გა­ირ­კვე­ვა, ცნო­ბენ თუ არა მას დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში. თეკ­ლა გერ­სა­მი­ას სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა, 109-ე მუხ­ლის "კ" ქვე­პუნ­ქტით ასა­მარ­თლე­ბენ, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. მას ლუკა და­რა­სე­ლი­ას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ედე­ბა ბრა­ლი. ქალს ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 16-დან 20-წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა. საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა სა­სა­მარ­თლო­ში ყო­ველ­დღე მიმ­დი­ნა­რე­ობს და უკვე არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი და­ი­კი­თხა პრო­ცეს­ზე.

  • რა მოხ­და 2025 წლის 22 აგ­ვის­ტოს?

თბი­ლის­ში ვაჟა-ფშა­ვე­ლას 93 ნო­მერ­ში, 2025 წლის 22 აგ­ვის­ტოს, შუ­ა­დღის პირ­ვე­ლი სა­ა­თის­თვის, სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის ექი­მებ­მა და­ნით დაჭ­რი­ლი 22 წლის ლუკა გერ­სა­მია სა­დარ­ბა­ზო­ში ნა­ხეს.

ცოლ-ქმა­რი, თეკ­ლა გერ­სა­მია და ლუკა და­რა­სე­ლია ამა­ვე სა­დარ­ბა­ზო­ში, მე-6 სარ­თულ­ზე, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­დნენ.

საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ცოლ­მა ქმა­რი მე­ო­თხე სარ­თულ­ზე, სა­დარ­ბა­ზო­ში დაჭ­რა.

რო­გორ აღ­მოჩ­ნდა ცოლ-ქმა­რი მე­ექ­ვსე სარ­თუ­ლი­დან მე­ო­თხე სარ­თულ­ზე, სა­დარ­ბა­ზოს უჯრედ­ში, დღემ­დე ბო­ლომ­დე გა­ურ­კვე­ვე­ლია.

2025 წლის 24 აგ­ვის­ტოს, "ტვ პირ­ვე­ლის­თვის" მი­ცე­მულ სა­ტე­ლე­ფო­ნო ინ­ტერ­ვი­უ­ში, ბრალ­დე­ბუ­ლის დედა ილო­ნა ლეჟა­ვა ამ­ბობ­და, რომ 22 წლის ბიჭ­მა, თვით­მკვლე­ლო­ბის მიზ­ნით, თა­ვად მი­ი­ყე­ნა და­ნით და­ზი­ა­ნე­ბა.

"სა­დარ­ბა­ზო­ში იყო და თვი­თონ ჩა­ირ­ტყა ეს დანა და თეკ­ლამ გა­მო­აძ­რო დანა. მერე თეკ­ლა გა­ვარ­და, მიჰ­ყავ­და მხარ­ზე აკი­დე­ბუ­ლი, რომ სას­წრა­ფომ­დე ჩა­ეყ­ვა­ნა, მაგ­რამ ვე­ღარ ჩა­იყ­ვა­ნა კი­ბე­ებ­ზე, იმი­ტომ, რომ გა­ი­თი­შა. გა­ვარ­და გა­რეთ, სას­წრა­ფო მო­იყ­ვა­ნა და კლი­ნი­კა­შიც კი გაჰ­ყვა. გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობ­და“, - უთხრა მან "ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას". ამ ვერ­სი­ას იმე­ო­რებს დღემ­დე ბრალ­დე­ბუ­ლიც.

თეკ­ლა გერ­სა­მი­ას დედა ასე­ვე ჰყვე­ბო­და, რომ მის­მა შვილ­მა ქმარ­თან ხელი იძუ­ლე­ბით მო­ა­წე­რა:

"ეგე­ნი ერ­თად არ ცხოვ­რობ­დნენ. ამ ბიჭს უყ­ვარ­და ძა­ლი­ან და ცდი­ლობ­და, მას­თან ერ­თად ყო­ფი­ლი­ყო და თეკ­ლა წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. მერე ისე მოხ­და, რომ ხელი მო­ა­წე­რა, იმი­ტომ, რომ ამას [22 წლის ბიჭს - რედ.] ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, ვა­ლე­ბი და რა­ღა­ცე­ბი... გვა­რის შეც­ვლა მინ­დაო, ასე ეუბ­ნე­ბო­და, იმი­ტომ, რომ თეკ­ლა სა­ზღვარ­გა­რეთ აპი­რებ­და წას­ვლას და პას­პორ­ტიც კი წა­არ­თვა თეკ­ლას, იმი­ტომ, რომ არ გა­მე­პა­როო. სულ იმუქ­რე­ბო­და, რომ თავს მო­ვიკ­ლა­ვო, ხე­ლებს ისე­რავ­და, რას აღარ შვრე­ბო­და იმის­თვის, რომ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ით და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ემოქ­მე­და თეკ­ლა­ზე".

ფაქ­ტობ­რი­ვად, იგი­ვე გა­ი­მე­ო­რა ილო­ნა ლეჟა­ვამ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მი­სა­საც. (იხი­ლეთ ჩვე­ნე­ბა)

თეკ­ლა გერ­სა­მი­ას ად­ვო­კა­ტი ნინო გი­გა­უ­რი კი ამ­ბობს, რომ ახალ­გაზ­რდა ქალს აღი­ა­რე­ბის ოქ­მზე ხელი მო­ტყუ­ე­ბი­თა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლით მო­ა­წე­რი­ნეს.

"ჩემი დას­წრე­ბის გა­რე­შე და­კი­თხეს, სა­დაც ეუბ­ნე­ბოდ­ნენ აღი­ა­რე, არა­ფე­რი იქ­ნე­ბაო ...ბავ­შვთან ერ­თად სახ­ლში გა­გიშ­ვებ­თო ... იმ ოქმს მო­ა­წე­რა ხელი, რაც და­უ­დეს. ოქ­მში ეწე­რა მე და­ვარ­ტყი და­ნაო", - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.

ამ ყვე­ლა­ფერს უარ­ყოფს ლუკა და­რა­სე­ლი­ას დედა, ინგა ესარ­თია, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლო სხდო­მებს ეს­წრე­ბა. მას აქვს იმის მო­ლო­დი­ნი, რომ ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი სა­მარ­თლი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­მო­ი­ტა­ნენ. ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის შერ­ჩე­ვა თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და სწო­რედ ბრალ­დე­ბუ­ლის და მისი ად­ვო­კა­ტის მო­თხოვ­ნით ასა­მარ­თლებს თეკ­ლა გერ­სა­მი­ას ახლა ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი.

  • ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი

როცა და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და, მა­შინ ით­ქვა, რომ და­კა­ვე­ბულ­მა თეკ­ლა გერ­სა­მი­ამ და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა, თუმ­ცა რო­გორც ჩანს, მან ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­კი­თხვის დროს კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო ლუკა და­რა­სე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა. ის ამ დრომ­დე ამ­ბობს, რომ ლუ­კამ თვით­და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ყე­ნა. საქ­მე­ში დევს ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა ბრალ­დე­ბუ­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ჩა­წე­რა, სა­დაც თეკ­ლა გერ­სა­მია მკვლე­ლო­ბას აღი­ა­რებს. "მინ­დო­და ერთი-ერ­თზე დაგ­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, ხომ არ ხარ წი­ნა­აღ­მდე­გი გა­ვი­სა­უბ­როთ. ძა­ლი­ან კარ­გი გოგო ხარ, თბი­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე შვი­ლის დედა“, - მი­მარ­თავს ფა­რულ ჩა­ნა­წერ­ში მას პო­ლი­ცი­ე­ლი, რის შემ­დეგ თეკ­ლა გერ­სა­მია მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ჰყვე­ბა.

"ჩხუ­ბი და­ვი­წყეთ. ვენ­ტი­ლა­ტო­რი აიღო, მერე სკა­მებს ურტყამ­და, სხვის სახ­ლს ლე­წავ­და... მწვა­ნე დანა მა­გი­და­ზე იდო... სა­დარ­ბა­ზო­ში კი­ბე­ზე ჩავ­დი­ო­დით, იმ­დე­ნად აფექ­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი, ჩა­ვარ­ტყი, ოღონდ გან­ზრახ არა, ვერ ვი­გებ­დი რა უნდა მექ­ნა, გა­ვუ­ქა­ნე და ჩა­ვარ­ტყი. დანა წა­ვი­ღე, "რა­კო­ვი­ნა­ში“ ჩა­ვაგ­დე, წყა­ლი გა­და­ვავ­ლე, ბავ­შვი წა­მო­ვიყ­ვა­ნე, ფან­ჯა­რა­ზე იყო ამძვრა­ლი. ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი, [სას­წრა­ფოს] ვე­რა­ფე­რი ვუ­პა­სუ­ხე... სა­ა­ვად­მყო­ფო­დან დე­დას­თან წა­ვე­დი, არა­ფე­რი მით­ქვამს, თა­ვი­სით გა­ი­გო... ძა­ლით არ გა­მი­კე­თე­ბია, იმ­დე­ნად ხში­რი იყო შე­უ­რა­ცხყო­ფა... სხვის სახ­ლში ვცხოვ­რობ­დით, სხვი­სი სახ­ლის გამო გა­ვე­კი­დე“, - აცხა­დებს ჩა­ნა­წერ­ში გერ­სა­მია.

  • რა გა­ნა­ცხა­და სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ფსი­ქი­ატრ-ექ­სპერ­ტმა მა­რი­ნა მა­თი­აშ­ვილ­მა?

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ექ­სპერ­ტი მა­რი­ნა მა­თი­აშ­ვი­ლი და­ი­კი­თხა. პრო­კუ­რორ­მა გი­ორ­გი ქო­ბუ­ლა­ძის კი­თხვას, ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბა, გა­მო­რი­ცხავს თუ არა აფექტს, ექ­სპერ­ტმა ასე უპა­სუ­ხა:"ეს გა­მო­რი­ცხავს აფექ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბას“.

სწო­რედ ექ­სპერ­ტმა მა­თი­აშ­ვილ­მა ჩა­უ­ტა­რა თეკ­ლა გერ­სა­მი­ას ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა, რათა გა­ერ­კვია, ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი აფექ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო თუ არა ბრალ­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დროს. რო­გორც ექ­სპერ­ტმა გან­მარ­ტა, ის თეკ­ლა გერ­სა­მი­ას სტა­ცი­ო­ნარ­ში 10 დღე­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში აკ­ვირ­დე­ბო­და, თუმ­ცა, ვი­ნა­ი­დან გერ­სა­მია და­ნა­შა­ულს უარ­ყოფ­და, მისი მო­ნა­ყო­ლით აფექ­ტზე ვერ იმ­სჯე­ლებ­და, რის გა­მოც, ექ­სპერ­ტმა აღ­ნიშ­ნულ­ზე გა­მო­ძი­ე­ბის მიერ გა­და­ცე­მუ­ლი მა­სა­ლე­ბი­დან იმ­სჯე­ლა. რო­გორც ექ­სპერ­ტმა პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, მას სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნომ ორი კი­თხვით მი­მარ­თა, იყო თუ არა თეკ­ლა გერ­სა­მია ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი აფექ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ან სხვა პა­თო­ლო­გი­ურ აფექ­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რაც ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნის დროს მის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ზე გავ­ლე­ნას მო­ახ­დენ­და. "სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვის შე­დე­გით, თეკ­ლა გერ­სა­მი­ას ქმე­დე­ბა ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ აფექ­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლად არ შე­ფას­და, არც სხვა პა­თო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და, რაც ქმე­დე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას შე­უშ­ლი­და ხელს... საქ­მის მა­სა­ლე­ბით, ის აყე­ნებს დარ­ტყმას, რო­გორც მახ­სოვს, რამ­დე­ნი­მე სარ­თულ­ზე ჩაჰ­ყავს, მერე სას­წრა­ფო­ში მირ­ბის, მერე ფიქ­რობს, რომ შვი­ლი ჰყავს და­ტო­ვე­ბუ­ლი სახ­ლში, ჩა­მოჰ­ყავს შვი­ლი და მიჰ­ყვე­ბა სას­წრა­ფოს. რამ­დე­ნი ტი­პის სხვა­დას­ხვა ქმე­დე­ბას ვხე­დავთ... აბ­სო­ლუ­ტუ­რად, ადეკ­ვა­ტუ­რია, მი­დის სას­წრა­ფო­ში, დახ­მა­რე­ბას ითხო­ვოს, ბავ­შვი ჩა­მოჰ­ყავს და სას­წრა­ფოს მიჰ­ყვე­ბა, ეს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, შორს არის ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი აფექ­ტის­გან“, - გა­ნა­ცხა­და პრო­ცეს­ზე ექ­სპერ­ტმა.

მისი თქმით, გერ­სა­მი­ამ მას­თან გა­სა­უბ­რე­ბი­სას მომ­ხდა­რი ფაქ­ტი სხვაგ­ვა­რად მო­უყ­ვა. მას უთხრა, რომ "ლუ­კამ მა­ღა­ზი­ა­ში რა­ღა­ცე­ბი მო­ი­პა­რა და ამა­ზე იჩხუ­ბეს“. გერ­სა­მი­ამ მერე ფსი­ქო­ლოგს უთხრა, რომ მან ყვი­რი­ლის ხმა გა­ი­გო და როცა ლუკა და­ი­ნა­ხა, ის კის­რი­დან სა­ყე­ლოს იწევ­და, რა დრო­საც დანა და­ი­ნა­ხა, ამო­ა­ცა­ლა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­რე­ცხა. "ლუკა მო­ვი­კი­დე და კი­ბე­ებ­ზე ჩამ­ყავ­და. დამ­ძიმ­და, ვე­ღარ მიმ­ყავ­და და სას­წრა­ფო­ში ჩა­ვე­დი, ბავ­შვი მარ­ტო მყავ­და და­ტო­ვე­ბუ­ლი და მერე მას­თან ავე­დი“, - უთ­ქვამს გერ­სა­მი­ას ფსი­ქო­ლოგ­თან.

  • ინ­ტერ­ვიუ ლუკა და­რა­სე­ლი­ას დე­დას­თან

თეკ­ლა გერ­სა­მია ამ დრომ­დე ბრალს არ აღი­ა­რებს. თუმ­ცა მოკ­ლუ­ლი ლუკა და­რა­სე­ლი­ას დე­დას სჯე­რა, რომ ფა­რულ ჩა­ნა­წერ­ში ის სი­მარ­თლეს ამ­ბობს, მაგ­რამ ბრა­ლის წარ­დგე­ნის შემ­დეგ კი უკვე ცდი­ლობს თავი აა­რი­დოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას.

ინგა ესარ­თია სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე უკვე და­ი­კი­თხა. ამ­ბობს, რომ მის­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლია ამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე ყოფ­ნა, მაგ­რამ თავს ძა­ლას ატანს და ის­მენს ყვე­ლა მოწ­მის ჩვე­ნე­ბას.

ინგა ესარ­თია:

- ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი ასა­მარ­თლე­ბენ ჩემი შვი­ლის მკვლელს და მათ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მო­ის­მი­ნეს პირ­ველ დღეს გა­კე­თე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­შიც გერ­სა­მი­ამ დე­ტა­ლუ­რად აღი­ა­რა ჩემი შვი­ლის, ლუ­კას მკვლე­ლო­ბა. თვი­თონ გა­ა­კე­თა ეს აღი­ა­რე­ბა, მაგ­რამ ახლა უკვე აღარ აღი­ა­რებს. ამ ვი­დეო ჩა­ნა­წერ­ში ყვე­ლა­ფე­რი ჩანს, ეს და­ი­ნა­ხეს და მო­ის­მი­ნეს ნა­ფი­ცებ­მა. იმე­დი მაქვს, ისი­ნი სა­მარ­თლი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ. ძა­ლი­ან მი­ჭირს ამ პრო­ცე­სებ­ზე რომ დავ­დი­ვარ, მი­ჭირს დარ­ბაზ­ში თვა­ლებ­ში რომ ვუ­ყუ­რებ ჩემი შვი­ლის მკვლელს, მაგ­რამ რა ვქნა, უნდა გა­ვუძ­ლო, რომ სი­მარ­თლე და­ვამ­ტკი­ცოთ, დამ­ნა­შა­ვე სა­კად­რი­სად და­ი­სა­ჯოს და ჩემს მსგავ­სად სხვა დედა არ გამ­წარ­დეს. იმე­დი მაქვს და მჯე­რა, ნა­ფი­ცე­ბი სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ და დამ­ნა­შა­ვე და­ის­ჯე­ბა კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, მარ­თლა მაქვს ამის დიდი იმე­დი და სურ­ვი­ლი.

- ამ­დე­ნი დრო გა­ვი­და თქვე­ნი შვი­ლის მკვლე­ლო­ბი­დან, თუ გაქვთ პა­სუ­ხი დღეს, რა­ტომ უნდა მო­ეკ­ლა თეკ­ლა გერ­სა­მი­ას თქვე­ნი შვი­ლი?

- ამ კი­თხვას პა­სუ­ხი თვი­თონ უნდა გას­ცეს. მის­გან პა­სუ­ხი არ მაქვს, იმი­ტომ, რომ ის არ აღი­ა­რებს და­ნა­შა­ულს, მაგ­რამ ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან, გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი­და­ნაც ყო­ველ­დღი­უ­რად რა­საც ვეც­ნო­ბით და რა­საც ვხე­დავთ, ვრწმუნ­დე­ბი, რომ ჩემი შვი­ლი მან მოკ­ლა. მე ამა­ში მა­ში­ნაც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მთა­ვა­რია ახლა ნა­ფი­ცებ­მა გა­ი­გონ ნორ­მა­ლუ­რად სი­მარ­თლე. იმე­დი მაქვს, ნორ­მა­ლუ­რად გა­ი­გე­ბენ ყვე­ლა­ფერს და სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მალე მი­ი­ღე­ბენ. მგო­ნი კვი­რის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა და­კი­თხვე­ბი და მერე გა­მო­ი­ტა­ნენ ვერ­დიქტს.

- ხომ არ გა­იხ­სე­ნებთ თქვე­ნი შვი­ლის და თეკ­ლა გერ­სა­მი­ას ურ­თი­ერ­თო­ბას, ვი­ცით, რომ თქვენ ემიგ­რა­ცი­ა­ში იყა­ვით, მაგ­რამ გქონ­დათ კო­მუ­ნი­კა­ცია თქვენს შვილ­თან, იყო და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მათ შო­რის?

- სამ­წუ­ხა­როდ არა­ნა­ი­რი ეჭ­ვე­ბი ამ ქალ­ზე არ მქონ­და, ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, ერთ სახ­ლში ცხოვ­რობ­დნენ. თა­ვი­დან ყო­ველ­დღი­უ­რი კონ­ტაქ­ტი მქონ­და ჩემს შვილ­თან, თეკ­ლას­თა­ნაც, ვი­დეო ზა­რი­თაც სულ ვუ­რე­კავ­დი, სულ ერ­თად იყ­ვნენ, უბ­რა­ლოდ, ბოლო პე­რი­ო­დი ჩემი შვი­ლი რომ ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა ამის გამო ვღე­ლავ­დი. ჩხუ­ბი არც მი­ფიქ­რია, უბ­რა­ლოდ, ვერ ავ­ხსე­ნი რა­ტომ შე­იც­ვა­ლა ჩემი შვი­ლი. შენი შვი­ლი ყო­ველ­დღი­უ­რად რომ გკი­თხუ­ლობს, გი­რე­კავს და უცებ რომ მი­ა­ტო­ვებს ამ ყუ­რა­დღე­ბას, ნე­ბის­მი­ერ დე­დას და­წყდე­ბა გული, გული დამ­წყდა მეც. თან თეკ­ლა გერ­სა­მია მე­უბ­ნე­ბო­და, რომ პირ­ველ ქმარს გა­შო­რე­ბუ­ლი იყო, ყო­ფი­ლი­აო ამ­ბობ­და, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა მერე, რომ და­შო­რე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა, გა­ვი­გე რომ მისი ქმა­რი ცი­ხე­ში იყო. ამის შემ­დეგ ვღე­ლავ­დი რა­ღაც­ნა­ი­რად, მე­ში­ნო­და, რად­გან ისი­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­შო­რე­ბუ­ლე­ბი არ აღ­მოჩ­ნდნენ, მე­ში­ნო­და ჩემი შვი­ლის­თვის რამე არ და­ე­შა­ვე­ბი­ნა მის ვი­თომ ყო­ფილ ქმარს, ამის შიში ნამ­დვი­ლად სულ მქონ­და. ამა­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, თო­რემ ამა­თი ჩხუ­ბი მე არ ვიცი, არ მი­ნა­ხია, არც ვი­ცო­დი, მე­გო­ნა, ნორ­მა­ლუ­რი ოჯა­ხი, არ მი­ფიქ­რია, რომ მათ შო­რის რამე ხდე­ბო­და, არ ვი­ცო­დი, მაგ­რამ უც­ნა­უ­რად მეჩ­ვე­ნე­ბო­და ისიც, რომ სულ ფულს გვთხოვ­და. მუდ­მი­ვად ფულს ითხოვ­და, ბო­ლოს უკვე რა­ღაც­ნა­ი­რად ვხვდე­ბო­დი, რომ რა­ღა­ცას მა­ტყუ­ებ­და და ვცდი­ლობ­დი ყვე­ლა­ფე­რი გა­მერ­კვია ნორ­მა­ლუ­რად, ჩხუ­ბის გა­რე­შე, ემიგ­რა­ცი­ა­ში ვი­ყა­ვი. იქი­დან ჩა­მოს­ვლა­საც ვგეგ­მავ­დი, მაქ­სი­მუმ 10 დღე­ში უნდა ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ მო­ვას­წა­რი ჩემი შვი­ლის დაც­ვა.

სამ­წუ­ხა­როდ, შვი­ლი მო­მიკ­ლა და ამ დრომ­დე არ მაქვს პა­სუ­ხი რა იყო ამის მი­ზე­ზი, იმე­დი მაქვს, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე მი­ვი­ღებ ამა­ზე პა­სუხს. სა­ბო­ლოო შე­დეგს და­ვე­ლო­დე­ბი.

ჩემი ლუკა იყო ძა­ლი­ან მიმ­ნდო­ბი, სი­ბო­რო­ტის ნა­ტა­მა­ლიც არ ჰქონ­და. სულ მა­გას ვე­უბ­ნე­ბო­დი, ლუკა, შენ ძა­ლი­ან მიმ­ნდო­ბი ხარ, კე­თი­ლი ხარ, მაგ­რამ არ არის ასე, ცხოვ­რე­ბა სულ სხვა­ნა­ი­რია და ყვე­ლას ბო­ლომ­დე მა­ინც არ ენდო-მეთ­ქი. ძა­ლი­ან მო­სიყ­ვა­რუ­ლე.

22 წლის იყო, ჯერ კი­დეც ბავ­შვი, გაზ­რდი­ლი არ იყო ბო­ლომ­დე ჩემი შვი­ლი. ბოლო დროს მას შემ­დეგ, რაც ამ გო­გოს­თან ცხოვ­რობ­და, ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა. ერთი და ჰყავს და იმა­საც არ ეკა­რე­ბო­და. არა­და, მა­ნამ­დე სულ სხვა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ყვე­ლას­თან. ლუკა გახ­სნი­ლი იყო ჩემ­თან კი არა, ოჯა­ხის ყვე­ლა წევრთან, და­სა­მა­ლი არა­ფე­რი არ ჰქონ­და, არა­ფერს არ აკე­თებ­და და­სა­მალს.

ყვე­ლა­ფე­რი მას შემ­დეგ შე­იც­ვა­ლა, რაც ამ თეკ­ლას ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, სულ სხვა­ნა­ი­რი გახ­და და ამა­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, ამას გან­ვიც­დი­დი. სულ ვე­უბ­ნე­ბო­დი, ლუკა რა­ტომ გახ­დი ასე­თი-მეთ­ქი, მაგ­რამ ამის პა­სუ­ხი არ მქონ­და და ჩა­მოს­ვლა­საც ამი­ტომ ვა­პი­რებ­დი, ვერ მო­ვას­წა­რი.

ჩემი ქმა­რიც ემიგ­რა­ცი­ა­ში იყო, ის ჩა­მო­ვი­და, ღე­ლავ­და ისიც, რად­გან გვე­ში­ნო­და ამ გო­გოს ყო­ფი­ლი ქმრის. ლუ­კას რამე არ და­მარ­თოს-მეთ­ქი, მაგ ბიჭ­ზე ვფიქ­რობ­დი, თო­რემ ეს ქალი რომ შვილს მო­მიკ­ლავ­და რას ვი­ფიქ­რებ­დი...

- რო­გორც მკვლე­ლო­ბის დღე­ებ­ში ით­ქვა, თქვე­ნი მე­უღ­ლე რუ­სე­თი­დან სწო­რედ იმი­ტომ ჩა­მო­ვი­და, რომ ისი­ნი და­ე­შო­რე­ბი­ნა ერ­თმა­ნე­თის­თვის, რად­გან არ გინ­დო­დათ, რომ გა­თხო­ვი­ლი, შვი­ლი­ა­ნი ქალი მო­ეყ­ვა­ნა თქვენს შვილს, ეს მარ­თა­ლია?

უბ­რა­ლოდ, გარ­კვე­ვა მინ­დო­და მისი და მისი ქმრის ურ­თი­ერ­თო­ბის, იმის გარ­კვე­ვაც მინ­დო­და, რომ ჩემი შვი­ლი ასე­თი ცივი რა­ტომ გახ­და, ასე უყუ­რა­დღე­ბო რა­ტომ გახ­და... მათი და­შო­რე­ბა არ მი­ფიქ­რია, რად­გან ამ­ბობ­დნენ, რომ ერ­თმა­ნე­თი უყ­ვარ­დათ. უბ­რა­ლოდ, ჩა­მოს­ვლა მინ­დო­და და ამ ყვე­ლაფ­რის გარ­კვე­ვა, ჯერ­ჯე­რო­ბით ამას ვა­პი­რებ­დი.

ლუ­კას მამა ჩა­მო­ვი­და, მეც ვგეგ­მავ­დი ჩა­მოს­ვლას, ჩემს ჩა­მოს­ვლას ელო­დე­ბო­და ჩემი მე­უღ­ლე და ორი­ვეს, დე­დას და მა­მას გვინ­დო­და მის­ვლა და ლა­პა­რა­კი, გარ­კვე­ვა, რა­ტომ შე­იც­ვა­ლა ჩვე­ნი შვი­ლი, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, არ დაგ­ცალ­და. მა­ნამ­დე მა­მამ ლუკა ნახა და თქვა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად იყ­ვნე­ნო, რო­გორც ცოლ-ქმარს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს, ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩან­დაო. იქაც ნამ­ყო­ფია თეკ­ლას ბი­ნა­ში, სა­დაც ცხოვ­რობ­დნენ ერ­თად მთე­ლი ექ­ვსი თვე...

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ვუ­ყუ­რებ ჩემი შვი­ლის მკვლელს და ვხე­დავ, ოდ­ნა­ვა­დაც კი არ ნა­ნობს, შვი­ლი რომ მო­მიკ­ლა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არ ნა­ნობს, უფალ­მა გან­სა­ჯოს და უფ­ლის ეში­ნო­დეს, ყვე­ლა­ზე წინ უფა­ლია, ლუ­კას ოჯა­ხი რომ გა­ამ­წა­რა, უფ­ლის უნდა ეში­ნო­დეს.

- ბრალ­დე­ბუ­ლი თეკ­ლა გერ­სა­მია უარ­ყოფს იმ ჩვე­ნე­ბას, რაც ფა­რულ ჩა­ნა­წერ­შია. ამ­ბობს, რომ მო­ტყუ­ე­ბით მი­ა­ცე­მი­ნეს ეს ჩვე­ნე­ბა, მას უთხრეს, რომ ამის შემ­დეგ გა­უშ­ვებ­დნენ თა­ვის შვილ­თან. ის ახლა კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს მკვლე­ლო­ბას და ამ­ბობს, რომ ლუ­კამ თვით­და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ყე­ნა. რამ­დე­ნად და­მა­ჯე­რე­ბე­ლია ის ჩა­ნა­წე­რი თქვენ­თვის?

- რა ვიცი, ძა­ლით ვინ ათ­ქმე­ვი­ნებ­და. ძა­ლი­ან მშვი­დად ლა­პა­რა­კობს, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლად, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად. ტი­რი­ლი, ღელ­ვა ან რამე, მე იმ ჩა­ნა­წერ­ში არ შე­მიმ­ჩნე­ვია. აღი­ა­რა დე­ტა­ლუ­რად ყვე­ლა­ფე­რი. გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვარ და ძა­ლი­ან მძი­მეა ჩემ­თვის ამ ყვე­ლაფ­რის მოს­მე­ნა...

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
17-01-2026, 21:04
დაწვრილებით