"ტიკტოკერმა" თეკლა გერსამიამ ქმრის მკვლელობა აღიარა - რას ამბობს ფარულ ჩანაწერში: "ვერ ვიგებდი რა უნდა მექნა, გავუქანე და ჩავარტყი"

"ტიკტოკერმა" თეკლა გერსამიამ ქმრის მკვლელობა აღიარა - რას ამბობს ფარულ ჩანაწერში: "ვერ ვიგებდი რა უნდა მექნა, გავუქანე და ჩავარტყი"

იმ­დე­ნად აფექ­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი, ჩა­ვარ­ტყი, ოღონდ გან­ზრახ არა, ვერ ვი­გებ­დი რა უნდა მექ­ნა, გა­ვუ­ქა­ნე და ჩა­ვარ­ტყი.... დანა წა­ვი­ღე, "რა­კო­ვი­ნა­ში" ჩა­ვაგ­დე, წყა­ლი გა­და­ვავ­ლე, - ამის შე­სა­ხებ ქმრის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი „ტი­კტო­კე­რი“, 25 წლის თეკ­ლა გერ­სა­მია ფა­რულ ჩა­ნა­წერ­ში აცხა­დებს.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, სა­დაც ამ წუ­თებ­ში ფსი­ქო­ლო­გი­ურ ექ­სპერტს - მა­რი­ნა მა­თი­აშ­ვილს ჰკი­თხა­ვენ, საქ­მის პრო­კუ­რორ­მა, გი­ორ­გი ქო­ბუ­ლა­ძემ მას ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი წა­რუდ­გი­ნა და ჰკი­თხა, გა­ეც­ნო თუ არა მას, რა­ზეც ექ­სპერ­ტმა და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი გას­ცა.

თეკ­ლა გერ­სა­მი­ას­თან ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დე­ო­ჩა­წე­რა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა და­კა­ვე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, სა­დაც გერ­სა­მია მკვლე­ლო­ბას აღი­ა­რებს.


"მინ­დო­და ერთი-ერ­თზე დაგ­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, ხომ არ ხარ წი­ნა­აღ­მდე­გი გა­ვი­სა­უბ­როთ. ძა­ლი­ან კარ­გი გოგო ხარ, თბი­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე შვი­ლის დედა“, - მი­მარ­თავს ფა­რულ ჩა­ნა­წერ­ში მას პო­ლი­ცი­ე­ლი, რის შემ­დე­გაც გერ­სა­მია მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ იწყებს სა­უ­ბარს.

"ჩხუ­ბი და­ვი­წყეთ. ვინ­ტი­ლი­ა­ტო­რი აიღო, მერე სკა­მებს ურტყამ­და, სხვის სახ­ლს ლე­წავ­და... მწვა­ნე დანა მა­გი­და­ზე იდო... სა­დარ­ბა­ზო­ში კი­ბე­ზე ჩავ­დი­ო­დით, იმ­დე­ნად აფექ­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი, ჩა­ვარ­ტყი, ოღონდ გან­ზრახ არა, ვერ ვი­გებ­დი რა უნდა მექ­ნა, გა­ვუ­ქა­ნე და ჩა­ვარ­ტყი.

დანა წა­ვი­ღე, „რა­კო­ვი­ნა­ში“ ჩა­ვაგ­დე, წყა­ლი გა­და­ვავ­ლე, ბავ­შვი წა­მო­ვიყ­ვა­ნე, ფან­ჯა­რა­ზე იყო ამძვრა­ლი. ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი, [სას­წრა­ფოს] ვე­რა­ფე­რი ვუ­პა­სუ­ხე... სა­ა­ვად­მყო­ფო­დან დე­დას­თან წა­ვე­დი, არა­ფე­რი მით­ქვამს, თა­ვი­სით გა­ი­გო... ძა­ლით არ გა­მი­კე­თე­ბია, იმ­დე­ნად ხში­რი იყო შე­უ­რა­ცხყო­ფა... სხვის სახ­ლში ვცხოვ­რობ­დით, სხვი­სი სახ­ლის გამო გა­ვე­კი­დე“, - აცხა­დებს გერ­სა­მია.

ფსი­ქო­ლო­გის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით კი, გერ­სა­მი­ამ მას­თან გა­სა­უბ­რე­ბი­სას ეს ფაქ­ტი სხვაგ­ვა­რად თქვა.

მა­თი­აშ­ვი­ლის თქმით, გერ­სა­მი­ამ მას უთხრა, რომ „ლუ­კამ მა­ღა­ზი­ა­ში რა­ღა­ცე­ბი მო­ი­პა­რა და ამა­ზე იჩხუ­ბეს“. გერ­სა­მი­ამ ფსი­ქო­ლოგს უთხრა, რომ მან ყვი­რი­ლის ხმა გა­ი­გო და როცა ლუკა და­ი­ნა­ხა, ის კის­რი­დან სა­ყე­ლოს იწევ­და, რა დრო­საც დანა და­ი­ნა­ხა, ამო­ცა­ლა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­რე­ცხა.

„ლუკა მო­ვი­კი­დე და კი­ბე­ებ­ზე ჩამ­ყავ­და. დამ­ძიმ­და, ვე­ღარ მიმ­ყავ­და და სას­წრა­ფო­ში ჩა­ვე­დი, ბავ­შვი მარ­ტო მყავ­და და­ტო­ვე­ბუ­ლი და მერე მას­თან ავე­დი“, - აცხა­დებს გერ­სა­მია ფსი­ქო­ლოგ­თან.

თეკ­ლა გერ­სა­მი­ას ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლო ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში გა­ნი­ხი­ლავს.

თეკ­ლა გერ­სა­მია ბრალს არ აღი­ა­რებს.

ცნო­ბის­თვის, მკვლე­ლო­ბა თბი­ლის­ში, 22 აგ­ვის­ტოს მოხ­და.

თეკ­ლას გერ­სა­მი­ას ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა, 109-ე მუხ­ლის "კ" ქვე­პუნ­ქტით წა­რედ­გი­ნა, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20-წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
17-01-2026, 21:04
დაწვრილებით
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
29-11-2025, 21:01
დაწვრილებით