"აი, დამოწმებული ინფორმაცია, საერთოდ არ უნდა ყოფილიყო თამარის გამოსვლა გუშინ და მოულოდნელად... ვერაფერს ვერ ვხედავდი თავიდანო“ - რა ინფორმაცია მოიპოვა ია ფარულავამ პირველი ლედის შესასხებ?

მსახიობი ია ფარულავა და გუშინ გლობალურ სამიტზე "ერთად უკეთესი მომავლისთვის" თამარ ბაგრატიონის გამოსვლას ეხმაურება:
"და, აი, გადამოწმებული და დამოწმებული ინფორმაცია სანდო წყაროსგან, რომელსაც არ დავასახელებ.
საერთოდ არ უნდა ყოფილიყო თამარის გამოსვლა გუშინ, გვითხრეს, რომ დღეს არ გამოვიდოდა და, პირველივე სესიის დასრულებისთანავე, მოულოდნელად, საქართველო გამოაცხადეს, ტექსტი სადღაც გვერდზე ედო საერთოდ.
რა თქმა უნდა, ისე ინერვიულა, რომ საერთოდ ვერაფერს ვერ ვხედავდი თავიდანო, ზეპირად ამბობდა, ნუ, მოსალოდნელი იყო, გამოცდილი სპიკერები იბნევიან ასეთ დროს და პირველად გამოვიდა ქალი სიტყვით.
აქ ძალიან პოზიტიურად მიიღეს, ერთ-ერთი ყველაზე შინაარსიანი გამოსვლა ჰქონდა, მერე საუბრებშიც აღნიშნავდნენ. არავის არ უკვირს აქ ასეთი შეცდომები..." - წერს სოციალურ ქსელში მსახიობი ია ფარულავა.
