მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მიღების კვოტები გაორმაგდება - დეტალები

მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მიღების კვოტები გაორმაგდება - დეტალები

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 2028-2029 სას­წავ­ლო წელს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სტუ­დენ­ტთა მი­ღე­ბის კვო­ტე­ბი გა­ორ­მაგ­დე­ბა.

  • რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, მთავ­რო­ბამ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმით ახ­სნა, რომ შე­სა­ბა­მი­სი სას­წავ­ლო წლის­თვის მე-11 და მე-12 კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი სკო­ლებ­ში სწავ­ლას ერ­თდრო­უ­ლად და­ას­რუ­ლე­ბენ.

"ცვლი­ლე­ბა ასე­ვე შე­ე­ხე­ბა მა­გის­ტრა­ტუ­რის სა­ფე­ხურს, რად­გან სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მე­ბის უმე­ტე­სო­ბა 3-წლი­ა­ნი სწავ­ლე­ბის მო­დელ­ზე გა­და­ვი­და, 2027-2028 სას­წავ­ლო წელს სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მებს და­ას­რუ­ლებს, რო­გორც 2024, ისე 2025 წელს ჩა­რი­ცხუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, 2028-2029 სას­წავ­ლო წლის­თვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მებ­ზე მი­სა­ღე­ბი სტუ­დენ­ტე­ბის ოდე­ნო­ბაც გა­იზ­რდე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში იც­ვლე­ბა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხუ­რის ხან­გრძლი­ვო­ბა. სკო­ლის სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის ხან­გრძლი­ვო­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა X-XI კლა­სე­ბით. მე-12 კლა­სი იქ­ნე­ბა არ­ჩე­ვი­თი და მსურ­ვე­ლებს, წი­ნას­წა­რი რე­გის­ტრა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ სწავ­ლა გა­აგ­რძე­ლონ მე-12 კლას­ში. მე-11 კლა­სე­ლე­ბის­თვის სკო­ლებ­ში უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი რე­პე­ტი­ტო­რი­უ­მი, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მოს­წავ­ლე­ებს, სრულ­ფა­სოვ­ნად მო­ემ­ზა­დონ ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თვის. აღ­ნიშ­ნუ­ლი სი­ახ­ლე შე­ე­ხე­ბა მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც ახლა მე­ცხრე კლას­ში სწავ­ლო­ბენ“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
17-01-2026, 21:04
დაწვრილებით