ცნობილი ხდება მამაკაცის ვინაობა, რომელიც დედის და ძმის მკვლელობაშია ბრალდებული - "მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა"

ცნობილი ხდება მამაკაცის ვინაობა, რომელიც დედის და ძმის მკვლელობაშია ბრალდებული - "მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა"

სა­ზა­რე­ლი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და თბი­ლის­ში - 55 წლის მა­მა­კაც­მა დედა და ძმა მოკ­ლა. ის და­კა­ვე­ბუ­ლია, მას ბრალ­დე­ბა უკვე წა­რუდ­გი­ნეს და წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბაც შე­ე­ფარ­და.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა, ყო­ფით ნი­ა­დაგ­ზე და­წყე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის გამო, დე­დას და ძმას გულ-მკერ­დის არე­ში ცივი ია­რა­ღით ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, რის შე­დე­გა­დაც ორი­ვე მათ­გა­ნი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ოჯა­ხის ორი წევ­რის მი­მართ, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, 1971 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.რ. და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, ყო­ფით ნი­ა­დაგ­ზე და­წყე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის გამო, დე­დას და ძმას გულ-მკერ­დის არე­ში ცივი ია­რა­ღით ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, რის შე­დე­გა­დაც ორი­ვე მათ­გა­ნი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, პო­ლი­ცი­ამ დ.რ. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღეს.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლის “ლ“ და “კ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს”,- ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

  • პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი 20 მარტს და­ა­კა­ვეს.

"ტვ პირ­ველს" კი მე­ზობ­ლებ­მა უთხრეს, რომ, სა­ვა­რა­უ­დოდ, მან თვი­თონ და­რე­კა 112-ში.

რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, და­კა­ვე­ბუ­ლი და­ვით რა­ტი­ა­ნია. ოჯა­ხის მე­ზობ­ლე­ბი "პირ­ვე­ლებ­თან" ამ­ბო­ბენ, რომ დედა ღრმად მო­ხუ­ცი იყო და თვი­თონ გა­და­ად­გი­ლე­ბა არ შე­საძ­ლოა. ისი­ნი ასე­ვე გა­მოთ­ქვა­მენ ვა­რა­უდს, რომ ქალი შვილ­მა მძი­ნა­რე მოკ­ლა, ძმას კი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, შემ­დეგ კი 112-ში თა­ვად და­რე­კა და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა.

"ხმა­უ­რი არ გა­მი­გია. დი­ლას გა­ვი­გე. სას­წრა­ფო რომ მო­ვი­და, ვი­ფიქ­რე, რომ ბი­ჭე­ბის დე­დას გა­მო­უ­ძა­ხეს, რად­გან ავად იყო. ქალი გა­რეთ სა­ერ­თოდ ვერ გა­მოჰ­ყავ­და, მო­ხუ­ცი იყო. კონ­ფლიქ­ტის შე­სა­ხებ არა­ფე­რი გა­მი­გია. ახ­ლაც შოკ­ში ვარ, არც ხმა­უ­რი გა­მი­გია და არც რა­ი­მე სა­ხის და­პი­რის­პი­რე­ბის შე­სა­ხებ ვიცი. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი რომ და­ვი­ნა­ხეთ, მა­შინ გა­ვი­გეთ, რომ და­ვით­მა დედა და ძმა მოკ­ლა. დედა მწო­ლი­ა­რე იყო, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ვერ გა­უ­წევ­და. მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ დე­დას ეძი­ნა და სწო­რედ ამ დროს ჩა­არ­ტყა დანა. და­ვი­თი ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს, ამ­ბო­ბენ, რომ თვი­თონ გა­მო­ი­ძა­ხა პო­ლი­ცია", - ამ­ბობს "პირ­ვე­ლებ­თან" და­კა­ვე­ბუ­ლის ერთ-ერთი მე­ზო­ბე­ლი.

"და­კა­ვე­ბულს ძა­ლი­ან უჭირს ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე სა­უ­ბა­რი, ძნე­ლად აღიქ­ვამს მოვ­ლე­ნებს. გა­ეც­ნო ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბას, თუმ­ცა პო­ზი­ცია არ და­უ­ფიქ­სი­რე­ბია ბრალ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. უკვე შე­ე­ფარ­და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა - პა­ტიმ­რო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა და­კა­ვე­ბას, მისი და­კა­ვე­ბა პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში მოხ­და. პო­ლი­ცი­ას რო­გორც ასე­თი, თა­ვად არ ჩაჰ­ბა­რე­ბია. 112-ზე და­რე­კა, მას ხელი აქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, როცა მი­ვი­და სას­წრა­ფო, შემ­დეგ გა­მო­ცხად­და პო­ლი­ცია და პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში და­ა­კა­ვეს. მისი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ მძი­მეა", - აცხა­დებს "პირ­ვე­ლებ­თან" ად­ვო­კა­ტი ირაკ­ლი ბე­ნია. 

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
17-01-2026, 21:04
დაწვრილებით