"ყველაფერი გავაკეთეთ მისი უწმინდესობის სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ ხანდახან ჩვენც ვმარცხდებით" - რას ამბობს ექიმი, რომელიც პატრიარქის სიცოცხლის ბოლო წუთებში მის გვერდით იყო?

"ყველაფერი გავაკეთეთ მისი უწმინდესობის სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ ხანდახან ჩვენც ვმარცხდებით" - რას ამბობს ექიმი, რომელიც პატრიარქის სიცოცხლის ბოლო წუთებში მის გვერდით იყო?

17 მარტს, ღამის 3 საათზე კავკასიის მედიცინის ცენტრში პაციენტი შეიყვანეს - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. კლინიკაში ქვეყნის საუკეთესო ექიმების გუნდი იყო მობილიზებული. თითოეული მათგანი აცნობიერებდა უდიდეს პასუხისმგებლობას. რეანიმაციულ პალატაში ექიმები მკურნალობდნენ პატრიარქს, რომლის გადარჩენისთვის მთელი ქვეყანა ლოცულობდა.

ექიმებმა გააკეთეს ყველაფერი, რაც ადამიანს შეუძლია. მაგრამ არსებობს წუთები, როცა მედიცინა უძლურია და რჩება მხოლოდ ლოცვა. მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქი ძილში აღესრულა, იქ მყოფები დარწმუნებულები არიან, რომ ილია მეორეს ბოლო წუთებში მათი ხმა ჩაესმოდა.

"ყველამ გააცნობიერა ის დიდი პასუხისმგებლობა, მძიმე ჯვარი, რაც იყო მისი უწმინდესობის მკურნალობაში ჩართვა დაწყებული კლინიკის დირექტორიდან და კლინიკური მენეჯერიდან, დამთავრებული თითოეული ექიმით. ვფიქრობ, რომ ეს ჯვარი ყველამ ღირსეულად იტვირთა და ყველაფერი გააკეთა, რომ მისი უწმინდესობის სიცოცხლე გადაგვერჩინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ხანდახან ჩვენც ვმარცხდებით", - განაცხადა ოთარ დიხამინჯია, კავკასიის მედიცინის ცენტრის გადაუდებელი მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"8 თვის ორსული შვილი მოკლა "ოჯახის სახელის შერცხვენისთვის"; ბავშვს ფსიქოტროპული წამალი დაალევინა იმის გამო, რომ ხელს უშლიდა საყვარელთან ურთიერთობაში" - უმძიმესი ამბები: რატომ კლავენ დედები შვილებს
"8 თვის ორსული შვილი მოკლა "ოჯახის სახელის შერცხვენისთვის"; ბავშვს ფსიქოტროპული წამალი დაალევინა იმის გამო, რომ ხელს უშლიდა საყვარელთან ურთიერთობაში" - უმძიმესი ამბები: რატომ კლავენ დედები შვილებს
10-03-2026, 23:14
დაწვრილებით
"ბებო 24 საათი ტიროდა, კლინიკამ ქალი, ხერხემლის მალის მოტეხილობით, გაწერა... ღმერთმა იცის ომი არ მინდოდა, ახლა ყველაფრისთვის მზად ვარ!" - რა წერილს აქვეყნებს 112-ის თანამშრომელი?
"ბებო 24 საათი ტიროდა, კლინიკამ ქალი, ხერხემლის მალის მოტეხილობით, გაწერა... ღმერთმა იცის ომი არ მინდოდა, ახლა ყველაფრისთვის მზად ვარ!" - რა წერილს აქვეყნებს 112-ის თანამშრომელი?
11-03-2026, 16:30
დაწვრილებით
"რობერტო ნარდი გაოგნებულია, მის თქმით, მსოფლიოში არ არსებობს მოზაიკა, სადაც 11 ფერზე მეტი იყოს გამოყენებული, გელათის უნიკალურ მოზაიკაზე კი 23 ფერია გამოყენებული" - რა ხდება გელათში?!
"რობერტო ნარდი გაოგნებულია, მის თქმით, მსოფლიოში არ არსებობს მოზაიკა, სადაც 11 ფერზე მეტი იყოს გამოყენებული, გელათის უნიკალურ მოზაიკაზე კი 23 ფერია გამოყენებული" - რა ხდება გელათში?!
12-02-2026, 20:23
დაწვრილებით