საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს - როგორია პატრიარქის დაკრძალვის დღის განრიგი

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს - როგორია პატრიარქის დაკრძალვის დღის განრიგი

სა­პატ­რი­არ­ქო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს,სა­დაც დე­ტა­ლუ­რად არის გა­წე­რი­ლი ხვა­ლინ­დე­ლი დღის გეგ­მა. უკვე ცნო­ბი­ლია, რომ 22 მარტს, 02:00 სა­ა­თი­დან 09:00 სა­ა­თამ­დე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში შეს­ვლას ვერ შეძ­ლე­ბენ.

ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძა­რი და­ი­კე­ტე­ბა 22 მარტს, 02:00 სა­ა­თი­დან 08:00 სა­ა­თამ­დე, რათა მო­წეს­რიგ­დეს და მომ­ზად­დეს წირ­ვი­სა და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია II-ის დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ი­სათ­ვის, ასე­ვე, რათა და­ცულ იქ­ნეს დე­ლე­გა­ცი­ე­ბის დას­წრე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უსაფრ­თხო­ე­ბის სტან­დარ­ტე­ბი.

კვი­რას, დი­ლის 8:00 სა­ა­თი­დან, ჩვენ­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, ობი­ექ­ტუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ტა­ძარ­ში დაშ­ვე­ბა მოხ­დე­ბა მხო­ლოდ სა­გან­გე­ბო საშ­ვე­ბით და გთხოვთ, ამ ფაქტს მო­ე­კი­დოთ გა­გე­ბით. წირ­ვა და­ი­წყე­ბა დი­ლის 09:00 სა­ათ­ზე. ღვთის­მსა­ხუ­რე­ბას აღას­რუ­ლებს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრე, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო (მუ­ჯი­რი), სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებ­თან ერ­თად.

12:15 სა­ათ­ზე ტა­ძარ­ში მობ­რძან­დე­ბა კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის - ახა­ლი რო­მის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი და მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქი, ყოვ­ლა­დუ­წ­მინ­დე­სი ბარ­თლო­მე­ოს I, რო­მე­ლიც სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრეს­თან, მიტ­რო­პო­ლიტ ში­ო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებ­თან ერ­თად შე­ას­რუ­ლებს უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია II-ის წე­სის აგე­ბის მსა­ხუ­რე­ბას.

  • 15:00 სა­ათ­ზე მის უწ­მინ­დე­სო­ბა­სა და უნე­ტა­რე­სო­ბას, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ს გა­მო­ას­ვე­ნე­ბენ ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­ხე­ლო­ბის სა­პატ­რი­არ­ქო ტაძ­რი­დან სი­ო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტაძ­რი­სა­კენ ფე­ხით მსვლე­ლო­ბით. მრევლს, რო­მელ­მაც ტა­ძარ­ში ვერ მო­ა­ხერ­ხა პატ­რი­არ­ქთან დამ­შვი­დო­ბე­ბა, ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მა ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის ტაძ­რი­დან სი­ო­ნის ტაძ­რამ­დე გზა­ზე სამ­გლო­ვი­ა­რო მსვლე­ლო­ბი­სას.

მარ­შრუ­ტის გას­წვრივ და­ორ­გა­ნიზ­დე­ბა ცო­ცხა­ლი დე­რე­ფა­ნი, ასე­ვე მო­სახ­ლე­ო­ბას სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, ამ გზა­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბულ მრა­ვალ ეკ­რან­ზე თვა­ლი ადევ­ნოს სრულ მსა­ხუ­რე­ბას პირ­და­პირ ეთერ­ში და, სურ­ვი­ლი­სა­მებრ, ყვა­ვი­ლე­ბით მი­ა­გოს პა­ტი­ვი უწ­მინ­დესს. ბო­დიშს გიხ­დით და გთხოვთ, გა­გე­ბით მო­ე­კი­დოთ არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას. გვეს­მის, რომ თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს უნდა და­ემ­შვი­დო­ბოს მის უწ­მინ­დე­სო­ბა­სა და უნე­ტა­რე­სო­ბას, თუმ­ცა დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ტო­კო­ლი­დან და სხვა ტექ­ნი­კუ­რი დე­ტა­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ტა­ძარ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის დაშ­ვე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
17-01-2026, 21:04
დაწვრილებით