"საიდუმლო სიკვდილი" სიდნეის აპარტამენტში: რა დაადგინა პოლიციამ საუდის არაბეთიდან გამოქცეული დების საქმეზე

"საიდუმლო სიკვდილი" სიდნეის აპარტამენტში: რა დაადგინა პოლიციამ საუდის არაბეთიდან გამოქცეული დების საქმეზე

ავ­სტრა­ლი­ა­ში, სიდ­ნე­ის ერთ-ერთ გა­რე­უ­ბან­ში, სა­უ­დის არა­ბე­თი­დან გა­მოქ­ცე­უ­ლი დე­ბის, 24 წლის ასრა აბ­დუ­ლა ალ­სეჰლი­სა და 23 წლის ამა­ალ აბ­დუ­ლა ალ­სეჰლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. გა­მო­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც თით­ქმის ოთხი წე­ლია გრძელ­დე­ბა, მი­ვი­და დას­კვნამ­დე, რომ ახალ­გაზ­რდა ქა­ლებ­მა სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლეს.

"სიკ­ვდი­ლის სას­მე­ლი"

დე­ბის შიშ­ვე­ლი ცხედ­რე­ბი 2022 წლის ივ­ნის­ში, კენ­ტერ­ბე­რის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე მათ­სა­ვე ბი­ნა­ში იპო­ვეს. მას შემ­დეგ, რაც ოჯახ­მა სა­უ­დის არა­ბე­თი­დან მათ­თვის ფუ­ლის გა­და­რი­ცხვა შე­წყვი­ტა, გო­გო­ნე­ბი სა­ცხოვ­რე­ბელ­ში ჩა­ი­კეტ­ნენ. პო­ლი­ცი­ის წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, დებ­მა გა­მო­ი­ყე­ნეს ე.წ. "თვით­მკვლე­ლო­ბის სას­მე­ლი", რომ­ლის შე­ძე­ნაც ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით, კერ­ძოდ "დარ­ქნეტ­შია" შე­საძ­ლე­ბე­ლი.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა სის­ხლი­დან ჟანგბა­დის გა­მო­დევ­ნას და მყი­სი­ერ სიკ­ვდილს იწ­ვევს. დე­ბის ცხედ­რე­ბი სხვა­დას­ხვა ოთა­ხებ­ში იპო­ვეს და ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ისი­ნი აღ­მო­ჩე­ნამ­დე მი­ნი­მუმ ერთი თვით ადრე იყ­ვნენ გარ­დაც­ვლილ­ნი.

გაქ­ცე­ვა სამ­შობ­ლო­დან და შიში

დებ­მა სა­უ­დის არა­ბე­თი 2017 წელს და­ტო­ვეს და ავ­სტრა­ლი­ა­ში მხო­ლოდ 5000 დო­ლა­რით ჩა­ვიდ­ნენ. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მო­მენ­ტში მათ შე­ტა­ნი­ლი ჰქონ­დათ გა­ნა­ცხა­დი თავ­შე­საფ­რის მი­ღე­ბა­ზე. მი­ზე­ზი კი საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი იყო:

ასრა აცხა­დებ­და, რომ ათე­ის­ტი იყო; ამა­ა­ლი კი ამ­ბობ­და, რომ ლეს­ბო­სე­ლი იყო. სა­უ­დის არა­ბეთ­ში, სა­დაც სა­მარ­თლებ­რი­ვი სის­ტე­მა შა­რი­ა­თის კა­ნო­ნებს ეფუძ­ნე­ბა, ორი­ვე შემ­თხვე­ვა მკაც­რად ის­ჯე­ბა. გო­გო­ნე­ბი მუდ­მივ შიშ­ში ცხოვ­რობ­დნენ და ოჯახ­თან კავ­ში­რი გა­წყვე­ტი­ლი ჰქონ­დათ.

ზედ­მე­ტად რთუ­ლი საქ­მე პო­ლი­ცი­ის­თვის

გა­მო­ძი­ე­ბა იმ­დე­ნად კომ­პლექ­სუ­რი აღ­მოჩ­ნდა, რომ საქ­მე პო­ლი­ცი­ი­დან სა­ხელ­მწი­ფო პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­და­ე­ცა. ტოქ­სი­კო­ლო­გი­ურ­მა ანა­ლიზ­მა ბი­ნა­ში ნატ­რი­უ­მის, ნიტ­რა­ტი­სა და ფტო­რი­დის უჩ­ვე­უ­ლო დონე და­ა­ფიქ­სი­რა.

დები სიდ­ნე­ი­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბით ცდი­ლობ­დნენ დამ­კვიდ­რე­ბას - მუ­შა­ობ­დნენ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის კონ­ტრო­ლი­ო­რე­ბად და ად­გი­ლობ­რივ კო­ლე­ჯშიც სწავ­ლობ­დნენ. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შიშ­მა და ფი­ნან­სურ­მა პრობ­ლე­მებ­მა ისი­ნი სა­ბე­დის­წე­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა.

მსგავ­სი ტრა­გე­დია ნიუ-იორკში

ეს შემ­თხვე­ვა სა­ოც­რად ჰგავს 2018 წელს ნიუ-იორკში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას, რო­დე­საც მდი­ნა­რე ჰუდსონ­თან სა­უ­დის არა­ბე­თი­დან გა­მოქ­ცე­უ­ლი კი­დევ ორი დის, 23 წლის რო­ტა­ნა­სა და 16 წლის ტა­ლას ცხედ­რე­ბი იპო­ვეს. ისი­ნი წელ­ზე წე­ბო­ვა­ნი ლენ­ტით იყ­ვნენ გა­დაბ­მულ­ნი. მა­ში­ნაც გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ გო­გო­ნებ­მა სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლეს, რად­გან სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას სიკ­ვდი­ლი არ­ჩი­ეს.

ასრა და ამა­ალ ალ­სეჰლე­ბის ცხედ­რე­ბი სა­უ­დის არა­ბეთ­ში 2022 წლის აგ­ვის­ტო­ში გა­და­ას­ვე­ნეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პო­ლი­ცია თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ა­ზე შე­ჯერ­და, სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის სა­ბო­ლოო მოს­მე­ნის თა­რი­ღი ჯერ­ჯე­რო­ბით ჩა­ნიშ­ნუ­ლი არ არის.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
17-01-2026, 21:04
დაწვრილებით