"დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა" - კლინიკის განცხადება მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილზე

"დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა" - კლინიკის განცხადება მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილზე

კლი­ნი­კა "ბო­მონ­დი“ ქუ­თა­ის­ში მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბე­ბით გარ­დაც­ვლი­ლი 20 წლის გო­გოს შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

  • კლი­ნი­კის ცნო­ბით, პა­ცი­ენტს კლი­ნი­კო-ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­უ­დას­ტურ­და, მწვა­ვე ქი­რურ­გი­უ­ლი პა­თო­ლო­გია, ოპე­რა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას კი გან­ვი­თარ­და გულ-სის­ხლძარ­ღვთა მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა.

"პა­ცი­ენ­ტი ლ. ტ. მიმ­დი­ნა­რე წლის 10 მარტს გად­მოყ­ვა­ნილ იქნა „ბო­მონდში“, რო­გორც მე­სა­მე დო­ნის კლი­ნი­კა­ში, კა­ტას­ტრო­ფის ბრი­გა­დის მიერ, მარ­ტვი­ლის კლი­ნი­კი­დან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

პა­ცი­ენტს 2 კვი­რის წინ სე­ნაკ­ში, ჩა­უ­ტარ­და სა­კე­ის­რო კვე­თა. "კლი­ნი­კა ბო­მონდში” პა­ცი­ენტს ჩა­უ­ტარ­და კვლე­ვე­ბის სრუ­ლი პა­კე­ტი, კლი­ნი­კო-ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­უ­დას­ტურ­და, მწვა­ვე ქი­რურ­გი­უ­ლი პა­თო­ლო­გია.

ოპე­რა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას გან­ვი­თარ­და გულ-სის­ხლძარ­ღვთა მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ პა­ცი­ენ­ტის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. მომ­ხდარ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. "კლი­ნი­კა ბო­მონ­დი” უსამ­ძიმ­რებს, პა­ცი­ენ­ტის ოჯახს“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, ქუ­თა­ის­ში, ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ 20 წლის გო­გოს გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ში ახ­ლობ­ლე­ბი ექი­მებს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 20 წლის ლიკა ტა­ლა­ხა­ძემ ორი კვი­რის წინ სე­ნა­კის სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში იმ­შო­ბი­ა­რა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­და და ქუ­თა­ის­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს. მომ­ხდა­რის გამო, ხმა­უ­რი იყო ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს­თან. ახ­ლობ­ლე­ბი, ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტის გა­მო­ძი­ე­ბას ითხო­ვენ. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 116-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სი­ცო­ცხლის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
17-01-2026, 21:04
დაწვრილებით