12-დან 15 მარტამდე მსოფლიო სიბნელეში ჩაიძირება?! - „ცოცხალი ნოსტრადამუსის“ საგანგაშო გაფრთხილება“

12-დან 15 მარტამდე მსოფლიო სიბნელეში ჩაიძირება?! - „ცოცხალი ნოსტრადამუსის“ საგანგაშო გაფრთხილება“

ბრა­ზი­ლი­ელ­მა ექ­სტრა­სენ­სმა ათოს სა­ლო­მემ, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში "ცო­ცხა­ლი ნოს­ტრა­და­მუ­სის" სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი, 2026 წლის მარ­ტის­თვის შემ­ზა­რა­ვი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა გა­ა­ზი­ა­რა. მისი თქმით, გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბი­სა და სე­რი­ო­ზუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის გარ­და, მსოფ­ლი­ოს შე­საძ­ლოა ახა­ლი უბე­დუ­რე­ბა - ტო­ტა­ლუ­რი ენერ­გო-კო­ლაფ­სი და­ა­ტყდეს თავს.

მზის ქა­რიშ­ხა­ლი და გლო­ბა­ლუ­რი ქა­ო­სი

ექ­სტრა­სენ­სი პროგ­ნო­ზი­რებს, რომ 12-დან 15 მარ­ტამ­დე პე­რი­ოდ­ში მოხ­დე­ბა მას­შტა­ბუ­რი მზის ქა­რიშ­ხა­ლი, რო­მელ­საც NASA აღ­წერს, რო­გორც "ნა­წი­ლა­კე­ბის, ენერ­გი­ის, მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლე­ბი­სა და ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მო­უ­ლოდ­ნელ აფეთ­ქე­ბას, რო­მე­ლიც ვარ­სკვლავ­მა მზის სის­ტე­მა­ში ამო­აფ­რქვია". რო­გორც წი­ნას­წარ­მე­ტყველ­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, ამ მოვ­ლე­ნამ შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გლო­ბა­ლუ­რი გა­თიშ­ვა და და­ა­ზი­ა­ნოს კრი­ტი­კუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მთელ მსოფ­ლი­ო­ში.

"ჩემი ობი­ექ­ტუ­რი აზრი ასე­თია: მზის ქა­რიშ­ხლე­ბის წარ­მოქ­მნა ყვე­ლა­ზე სა­ვა­რა­უ­დო სცე­ნა­რია, რო­მელ­საც შე­უძ­ლია პირ­და­პი­რი გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ზე. ეს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია სან­დო სა­მეც­ნი­ე­რო მო­ნა­ცე­მე­ბით და მო­ი­თხოვს დიდ ყუ­რა­დღე­ბას. არა ში­შის გამო, არა­მედ აშ­კა­რა სიგ­ნა­ლე­ბის გამო, რომ­ლე­ბიც მი­უ­თი­თე­ბენ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის პო­ტენ­ცი­ურ გა­თიშ­ვა­ზე, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის შე­ფერ­ხე­ბა­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ურ დარ­ღვე­ვებ­ზე და­ზა­რა­ლე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში", - აცხა­დებს "ცო­ცხა­ლი ნოს­ტრა­და­მუ­სი".

"ინ­ტერ­ნეტ-აპო­კა­ლიფ­სი" და ეკო­ნო­მი­კუ­რი ზა­რა­ლი

ათოს სა­ლო­მეს წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბის თა­ნახ­მად, მზის ქა­რიშ­ხალ­მა შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს ე.წ. "ინ­ტერ­ნეტ-აპო­კა­ლიფ­სიც", რის გა­მოც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და სა­წარ­მო ონ­ლა­ინ-სერ­ვი­სე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ბა. გარ­და ამი­სა, ასე­თი არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო სცე­ნა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არ­სე­ბობს ავი­ა­რე­ი­სე­ბის შე­ჩე­რე­ბი­სა და თა­ნამ­გზავ­რე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბა, რაც მეც­ნი­ე­რებს კოს­მო­სუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა­ში შე­უშ­ლის ხელს.

ელექტრო­ე­ნერ­გი­ის არარ­სე­ბო­ბის გამო, მთელ მსოფ­ლი­ო­ში შე­საძ­ლოა ქა­ო­სი გავ­რცელ­დეს, ხოლო მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა უზარ­მა­ზარ ზა­რალს ნა­ხავს.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
17-01-2026, 21:04
დაწვრილებით