აღაიანში პოლიციის ადევნების შემდეგ ავტომობილი საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა, დაშავდა 3 ადამიანი: რას აცხადებს შსს მომხდარზე

აღაიანში პოლიციის ადევნების შემდეგ ავტომობილი საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა, დაშავდა 3 ადამიანი: რას აცხადებს შსს მომხდარზე

“კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ აღა­ი­ან­ში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟის მიერ ავ­ტო­მო­ბი­ლის ადევ­ნე­ბა ავა­რი­ით დას­რულ­და,“ - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას და კად­რებს “ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ვე­ლი“ ავ­რცე­ლებს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ეზო­ში შევ­ვარ­და. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 3 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, მათ­გან ერ­თის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. და­შა­ვე­ბუ­ლი კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი და ოპე­რა­ცი­ის­თვის ამ­ზა­დე­ბენ.

  • სო­ფელ აღა­ი­ან­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გან­მარ­ტავს, რომ 7 მარტს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პაჟ­მა გა­და­მოწ­მე­ბის მიზ­ნით, სო­ფელ ცი­ხის­ძირ­ში მოძ­რავ ავ­ტო­მო­ბილს გა­ჩე­რე­ბის­კენ მო­უ­წო­და, თუმ­ცა მძღოლ­მა დიდი სიჩ­ქა­რით გა­ნაგ­რძო მოძ­რა­ო­ბა სო­ფელ აღა­ი­ა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რის გა­მოც სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟი კა­ნონ­დამ­რღვევ ავ­ტო­მო­ბილს უკან გაჰ­ყვა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, „KIA”-ს მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ხელ­მწი­ფო ნომ­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის­თა­ნა­ვე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟი ჩა­მო­შორ­და კა­ნონ­დამ­რღვევ ავ­ტო­მო­ბილს.

რო­გორც შსს აცხა­დებს, აღა­ი­ა­ნი­დან თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბი­სას, სა­პატ­რუ­ლო ეკი­პაჟ­მა ნახა „KIA”-ს მარ­კის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი და მას­ში მყო­ფი სამი პირი, რომ­ლე­ბიც პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რე­ბის დახ­მა­რე­ბით გად­მოყ­ვა­ნილ იქ­ნენ ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან.

მომ­ხდა­რის შემ­დეგ, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა შე­იკ­რი­ბა, რომ­ლე­ბიც შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, „გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ აგ­რე­სი­უ­ლო­ბით“, რა დრო­საც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ზი­ან­და.

  • ავ­ტო­მო­ბი­ლის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვი­სა და სა­პო­ლი­ციო საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სამ­სა­ხუ­რებ­რივ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე თავ­დას­ხმის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით და 353-ე პრი­მა მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„მიმ­დი­ნა­რე წლის 7 მარტს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პაჟ­მა გა­და­მოწ­მე­ბის მიზ­ნით, მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ცი­ხის­ძირ­ში მოძ­რავ ავ­ტო­მო­ბილს გა­ჩე­რე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან არა­ერ­თი მო­წო­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­მა დიდი სიჩ­ქა­რით გა­ნაგ­რძო მოძ­რა­ო­ბა სო­ფელ აღა­ი­ა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რის გა­მოც სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟი კა­ნონ­დამ­რღვევ ავ­ტო­მო­ბილს უკან გაჰ­ყვა. „KIA”-ს მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ხელ­მწი­ფო ნომ­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის­თა­ნა­ვე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟი ჩა­მო­შორ­და კა­ნონ­დამ­რღვევ ავ­ტო­მო­ბილს.

სო­ფელ აღა­ი­ა­ნი­დან, თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბი­სას, სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟის მიერ ნა­ნა­ხი იქნა „KIA”-ს მარ­კის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი და მას­ში მყო­ფი სამი პირი, რომ­ლე­ბიც პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რე­ბის დახ­მა­რე­ბით გად­მოყ­ვა­ნილ იქ­ნენ ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან.

და­შა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მიზ­ნით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

მომ­ხდა­რის შემ­დეგ, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა შე­იკ­რი­ბა. ისი­ნი გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ აგ­რე­სი­უ­ლო­ბით, რა დრო­საც და­ზი­ან­და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ავ­ტო­მო­ბი­ლი.

ავ­ტო­მო­ბი­ლის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვი­სა და სა­პო­ლი­ციო საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სამ­სა­ხუ­რებ­რივ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე თავ­დას­ხმის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით და 353-ე პრი­მა მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
17-01-2026, 21:04
დაწვრილებით