სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების ძარცვის ბრალდებით პოლიციამ 4 არასრულწლოვანი დააკავა - რა დაადგინა გამოძიება

სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების ძარცვის ბრალდებით პოლიციამ 4 არასრულწლოვანი დააკავა - რა დაადგინა გამოძიება

პო­ლი­ცი­ამ სხვა­დას­ხვა დროს მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ძარ­ცვი­სა და ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბით 4 არას­რულ­წლო­ვა­ნი და­ა­კა­ვა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით­ვე, და­კა­ვე­ბულ­თა­გან სამი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია და ამ­ჟა­მად პი­რო­ბით მსჯავ­რის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა.

  • „ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის არას­რულ­წლოვ­ნე­ბის საქ­მე­თა მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სხვა­დას­ხვა დროს მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ძარ­ცვი­სა და ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბით 4 არას­რულ­წლო­ვა­ნი და­ა­კა­ვეს.

და­კა­ვე­ბულ­თა­გან სამი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია და ამ­ჟა­მად პი­რო­ბით მსჯავ­რის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა.

საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბით დგინ­დე­ბა, რომ არას­რულ­წლოვ­ნებ­მა წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით, ჯგუ­ფუ­რად, მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით, თბი­ლის­ში მდე­ბა­რე სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ა­თა და სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლე­ბი­დან სხვა­დას­ხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­დუქ­ცია გა­ი­ტა­ცეს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ.

არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებს 30 000 ლა­რამ­დე ფი­ნან­სუ­რი ზა­რა­ლი მი­ად­გათ.

მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ ამო­ღე­ბუ­ლია ათე­უ­ლო­ბით სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტის სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი, რი­თაც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი დას­ტურ­დე­ბა.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად პო­ლი­ცი­ამ ოთხი­ვე არას­რულ­წლო­ვა­ნი ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვა.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 178-ე მუხ­ლის მე-2, მე-3 და 177-ე მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 8 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
17-01-2026, 21:04
დაწვრილებით