"გვეგონა, ბომბი ჩვენ მოგვხვდა...“ - რას ჰყვება ბაჰრეინში მყოფი თიკო ყაველაშვილი ირანის სარაკეტო დარტყმებსა და არაბულ ქვეყნებში ჩარჩენილ ქართველებზე

"გვეგონა, ბომბი ჩვენ მოგვხვდა...“ - რას ჰყვება ბაჰრეინში მყოფი თიკო ყაველაშვილი ირანის სარაკეტო დარტყმებსა და არაბულ ქვეყნებში ჩარჩენილ ქართველებზე

ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ვი­თა­რე­ბა უკი­დუ­რე­სად და­ძა­ბუ­ლია. ირან­ში მიმ­დი­ნა­რე სა­რა­კე­ტო დარ­ტყმე­ბის ფონ­ზე, საფრ­თხის წი­ნა­შე მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბიც აღ­მოჩ­ნდნენ. სწო­რედ ამ მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრში, მივ­ლი­ნე­ბით ბაჰ­რე­ინ­ში იმ­ყო­ფე­ბა ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ფიტ­ნე­სინ­სტრუქ­ტო­რი და ინფლუ­ენ­სე­რი თიკო ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან, ომარ ამან­თან ერ­თად.

თიკო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უმ­ძი­მეს კად­რებს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც ჩანს, რო­გორ იწ­ვის მათი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი­დან სულ რა­ღაც 500 მეტრში რა­კე­ტის ნამ­სხვრე­ვე­ბის­გან აა­ლე­ბუ­ლი შე­ნო­ბა. ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში თიკო დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს იმ სა­ში­ნე­ლე­ბას, რაც ბაჰ­რე­ინ­ში ამ წუ­თებ­ში ხდე­ბა და სა­უბ­რობს ქარ­თვე­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც სა­ჰა­ე­რო სივ­რცის ჩა­კეტვის გამო ქვეყ­ნი­დან გა­მოს­ვლას ვერ ახერ­ხე­ბენ.

- თიკო, პირ­ველ რიგ­ში, მშვი­დო­ბას გი­სურ­ვებთ. რო­გო­რია ახლა ვი­თა­რე­ბა ბაჰ­რე­ინ­ში, გხვდე­ბი­ან თუ არა იქ სხვა ქარ­თვე­ლე­ბი და რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობთ მე­ზო­ბელ არა­ბულ ქვეყ­ნებ­ზე?

  • მივ­ლი­ნე­ბით ვართ ბაჰ­რე­ინ­ში. აქ ქარ­თვე­ლე­ბი არ შეგ­ვხვედ­რია, თუმ­ცა დუ­ბა­ი­ში და სხვა­დას­ხვა არა­ბულ ქვეყ­ნებ­ში ბევ­რი ქარ­თვე­ლია ვის­თა­ნაც კონ­ტაქ­ტი მაქვს და ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ებს ვუ­ზი­ა­რებთ ერ­თმა­ნეთს. ემი­რა­ტებ­ში შე­და­რე­ბით მეტი ად­გი­ლი და­ი­ბომ­ბა ან რა­კე­ტე­ბის ნამ­სხვრე­ვე­ბი მოხ­ვდა ტე­რი­ტო­რი­ებს, ვიდ­რე ბაჰ­რე­ინ­ში.

ქარ­თვე­ლებ­თან გვაქვს მუდ­მი­ვი კონ­ტაქ­ტი, ისი­ნი სახ­ლში რჩე­ბი­ან და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თავ­შე­საფ­რებ­ში შევ­ლენ. ბაჰ­რე­ინ­ში არ გვაქვს მსგავ­სი თავ­შე­სა­ფა­რი, მხო­ლოდ სახ­ლში ან მო­ლებ­ში შეგ­ვიძ­ლია თა­ვის შე­ფა­რე­ბა. 28 თე­ბერ­ვალ­თან შე­და­რე­ბით, გუ­შინ და დღეს სიმ­შვი­დეა, თუმ­ცა პე­რი­ო­დუ­ლი სრო­ლე­ბია, რა­საც მთავ­რო­ბა აქ­ტი­უ­რად და შე­დე­გი­ა­ნად ებ­რძვის.

- თიკო, თქვენ გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ უმ­ძი­მე­სი ვი­დეო, რო­მელ­შიც ჩანს, რომ თქვენ­გან რამ­დე­ნი­მე მეტრში კორ­პუ­სი იწ­ვის. რა ხდე­ბო­და კონ­კრე­ტუ­ლად იმ დროს, როცა ეს კად­რე­ბი გა­და­ი­ღეთ?

იმ წამს გვე­გო­ნა, რომ ბომ­ბი ჩვენ მოგ­ვხვდა. ის ბომ­ბი, რომ­ლის ხმაც გა­ვი­გეთ, ჩვენ­გან მო­შო­რე­ბით ჩა­მო­ვარ­და - და­ახ­ლო­ე­ბით 5 კი­ლო­მეტრში. ეს ად­გი­ლი კი ჩვენ­გან მაქ­სი­მუმ 500 მეტრშია, რო­მელ­საც გა­ნე­იტ­რა­ლე­ბუ­ლი რა­კე­ტის ნაგ­ლე­ჯე­ბი და­ე­ცა და მო­მენ­ტა­ლუ­რად აალ­და. ჩაქ­რო­ბას მთე­ლი ღამე ცდი­ლობ­დნენ, მხო­ლოდ დი­ლით მო­ხერ­ხდა ბო­ლომ­დე მისი ჩაქ­რო­ბა.

მთა­ვა­რი რაც არის, მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია, რად­გან კორ­პუ­სი ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლი იყო. რა თქმა უნდა, ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო - იმის გა­აზ­რე­ბა, რომ ჩვენს გვერ­დით ასე­თი სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბო­და... ალ­ბათ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ჩემს ფიქ­რებ­ში რა იქ­ნე­ბო­და. ძა­ლი­ან რთუ­ლია იყო ომის მო­ნა­წი­ლე, მით უმე­ტეს უცხო ქვე­ყა­ნა­ში და არა შენს სამ­შობ­ლო­ში. ახ­ლაც, ამ მო­მენ­ტში, გვეს­მის რა­კე­ტე­ბის სრო­ლის ხმა. ვლო­ცუ­ლობთ, ვცდი­ლობთ სიმ­შვი­დე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და ვე­ლო­დე­ბით, რო­დის გა­იხ­სნე­ბა ზღვა­რი, რომ გა­ვი­დეთ აქე­დან.

- ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი თუ გამ­ხნე­ვე­ბენ და რა მო­ლო­დი­ნი გაქვთ - რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია, რომ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ბაჰ­რე­ი­ნის და­ტო­ვე­ბა შეძ­ლოთ?

  • კი, რა თქმა უნდა, ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს ვამ­ხნე­ვებთ და ვუ­ზი­ა­რებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ამ ეტაპ­ზე არ გვაქვს შან­სი და არც არა­ვინ იცის ჯერ, რო­დის გა­იხ­სნე­ბა ფრე­ნე­ბი რო­გორც ბაჰ­რე­ინ­ში, ასე­ვე დუ­ბა­ი­ში, შარ­ჟა­ში, აბუ-და­ბი­სა და სხვა და­ნარ­ჩენ რე­გი­ო­ნებ­ში.
  • ერთს და­ვა­მა­ტებ, ყვე­ლამ ვი­ლო­ცოთ გვქონ­დეს მშვი­დო­ბა. პირ­ველ რიგ­ში ჩვენს პა­ტა­რა სამ­შობ­ლოს, შემ­დეგ კი მთელს მსოფ­ლი­ო­ში. არა­ვის ომი არ უნდა გვი­ხა­რო­დეს. აქვე ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ვინც მთე­ლი ეს დღე­ე­ბი მხარ­ში გვიდ­გას, გვლო­ცავს და ჩვენ­თვის ლო­ცუ­ლობს. ყვე­ლას ვერ ვპა­სუ­ხობ და ვერც ვნა­ხუ­ლობ ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და ბო­დიშს ვუხ­დი. ასე­თი მხარ­და­ჭე­რა და ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი ვი­ცით ქარ­თვე­ლებ­მა, ყვე­ლა ემიგ­რანტს სიმ­შვი­დეს და სამ­შობ­ლო­ში მშვი­დო­ბით დაბ­რუ­ნე­ბას ვუ­სურ­ვებ

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
17-01-2026, 21:04
დაწვრილებით
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
29-11-2025, 21:01
დაწვრილებით