საავტომობილო ჯარიმები ისევ იზრდება - კონკრეტულად რა ცვლილებები იგეგმება?

საავტომობილო ჯარიმები ისევ იზრდება - კონკრეტულად რა ცვლილებები იგეგმება?

პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­მა მე­ო­რე მოს­მე­ნით - მუხ­ლობ­რი­ვად გა­ნი­ხი­ლა და მხა­რი და­უ­ჭი­რა “ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებს, რომ­ლის ამოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად, საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე არ­სე­ბუ­ლი ჯა­რი­მე­ბი იზ­რდე­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მკაცრ­დე­ბა.

სა­უ­ბა­რია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ მომ­ზა­დე­ბულ კა­ნო­ნის პრო­ექ­ტზე, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენტს გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში წა­რედ­გი­ნა. მე­ო­რე მოს­მე­ნის ფარ­გლებ­ში გარ­კვე­უ­ლი მუხ­ლე­ბი და­კო­რექ­ტირ­და.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტის თა­ნახ­მად:

  • 100 ლა­რამ­დე იზ­რდე­ბა ჯა­რი­მა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის გზა­ზე მა­ნევ­რი­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის. ამავდრო­უ­ლად, ამ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის­თვის მარ­თვის მოწ­მო­ბის­თვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ქუ­ლა­თა რა­ო­დე­ნო­ბა 20 ქუ­ლით შემ­ცირ­დე­ბა.
  • 50-დან 100 ლა­რამ­დე იზ­რდე­ბა სან­ქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგ­რამ არა­უ­მე­ტეს 40 კმ/სთ-ის სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბის­თვის.
  • 50 ლა­რამ­დე იზ­რდე­ბა სან­ქცია ავ­ტო­მო­ბი­ლით მოძ­რა­ო­ბი­სას მძღო­ლის ან მგზავ­რის მიერ უსაფრ­თხო­ე­ბის ღვე­დის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის­თვის. ამავდრო­უ­ლად, ამ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის­თვის მარ­თვის მოწ­მო­ბის­თვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ქუ­ლა­თა რა­ო­დე­ნო­ბა 10 ქუ­ლით შემ­ცირ­დე­ბა.
  • 50 ლა­რამ­დე იზ­რდე­ბა სან­ქცია ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვის დროს მძღო­ლის მიერ მო­ბი­ლუ­რით სარ­გებ­ლო­ბის­თვის.
  • დგო­მა-გა­ჩე­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის თბი­ლი­სის მსგავ­სად, 50 ლა­რამ­დე იზ­რდე­ბა ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბა ქუ­თა­ი­სის, ბა­თუ­მის, მცხე­თის, რუს­თა­ვის, გო­რის, თე­ლა­ვის, ფო­თის, ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში და სა­ქარ­თვე­ლოს კუ­რორ­ტებ­ზე. ამას­თან, რო­გორც კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე ით­ქვა, აღ­ნიშ­ნულ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს ახალ­ცი­ხე და ოზურ­გე­თი და­ე­მა­ტე­ბა.
  • და­მა­ტე­ბით პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დგინ­დე­ბა “BUS LANE“-ზე სა­მარ­შრუ­ტო სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის გარ­და, სხვა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბის სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბის­თვის, რაც გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 200 ლა­რის ოდე­ნო­ბით.
  • გარ­და ამი­სა, ახალ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვად გა­ნი­სა­ზღვრე­ბა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ტრო­ტუ­არ­ზე ან ქვე­ით­თა გა­და­სას­ვლელ­ზე დგო­მა-გა­ჩე­რე­ბა, რაც გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 100 ლა­რის ოდე­ნო­ბით. ამავდრო­უ­ლად, ამ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ჩა­დე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი პი­რო­ბე­ბის არ­სე­ბო­ბი­სას, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა სპე­ცი­ა­ლურ და­ცულ სად­გომ­ზე გა­დაყ­ვა­ნას და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

    მკაცრ­დე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ე.წ. “დრიფტ­ზე“ - თუკი “დრიფტს“, შე­დე­გად სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის, ქო­ნე­ბის, ნა­გე­ბო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა ან ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბა მოჰ­ყვე­ბა, ეს 500-ლა­რი­ან ჯა­რი­მას­თან ერ­თად, 6 თვის ვა­დით სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბას გა­მო­იწ­ვევს.

    200 ლა­რი­დან 2 000 ლა­რამ­დე გა­იზ­რდე­ბა ჯა­რი­მა ისე­თი ქმე­დე­ბი­სათ­ვის, რო­გო­რი­ცაა - გზის, რკი­ნიგ­ზის გა­და­სას­ვლე­ლის ან სხვა საგ­ზაო ნა­გე­ბო­ბის მოვ­ლა-შე­ნახ­ვის და სამ­შე­ნებ­ლო-სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა, ასე­ვე ზო­მე­ბის მი­უ­ღებ­ლო­ბა გზის ცალ­კე­ულ უბ­ნებ­ზე მოძ­რა­ო­ბის დრო­უ­ლად ასაკ­რძა­ლად, შე­სა­ზღუ­დად ან აღ­სად­გე­ნად, როცა ამ გზით სარ­გებ­ლო­ბა ზღუ­დავს ან საფრ­თხეს უქ­მნის მოძ­რა­ო­ბას, ან გზის, რკი­ნიგ­ზის გა­და­სას­ვლე­ლის ან სხვა საგ­ზაო ნა­გე­ბო­ბის ან საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა, გზის საფ­რის გა­ჭუ­ჭყი­ა­ნე­ბა, გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე, ტრო­ტუ­არ­ზე ან გვერ­დუ­ლა­ზე სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა მა­სა­ლის დაყ­რა, გარე ვაჭ­რო­ბის მო­წყო­ბა, ან არ­სე­ბულ ნაკ­ლო­ვა­ნე­ბა­თა აღ­მო­ფხვრის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის მიერ მი­ცე­მუ­ლი წე­რი­ლო­ბი­თი მი­თი­თე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა. ეს გა­მო­იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 2 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას − 5 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
17-01-2026, 21:04
დაწვრილებით