თოვლისა და ქარბუქის გამო გზებზე შეზღუდვებია: რა ვითარებაა რეგიონებში და თბილისის გარშემო - უახლოესი დღეების პროგნოზი

თოვლისა და ქარბუქის გამო გზებზე შეზღუდვებია: რა ვითარებაა რეგიონებში და თბილისის გარშემო - უახლოესი დღეების პროგნოზი

1 მარ­ტამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია დრო­გა­მოშ­ვე­ბით ნა­ლე­ქი წვი­მის სა­ხით, ზო­გან ძლი­ე­რი, შე­საძ­ლე­ბე­ლია ქა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა და ზღვა­ზე 4-5 ბა­ლი­ა­ნი შტორ­მი, ქვეყ­ნის მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში - თოვა, ზო­გან ძლი­ე­რი, ნის­ლი, ქარ­ბუ­ქი და ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

"27-28 თე­ბერ­ვალს აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში ნა­ლე­ქი მო­სა­ლოდ­ნე­ლია უმე­ტე­სად თოვ­ლის სა­ხით. დიდ­თოვ­ლო­ბის, ქარ­ბუ­ქის, ხილ­ვა­დო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის, ლი­პყი­ნუ­ლის და ზვავ­სა­შიშ­რი­ე­ბის გამო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის ცალ­კე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ი­ზღუ­დოს ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა.

მო­სა­ლოდ­ნელ­მა ძლი­ერ­მა ნა­ლე­ქებ­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მდი­ნა­რე­ებ­ზე წყლის დო­ნე­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა, პა­ტა­რა მდი­ნა­რე­ებ­ზე წყალ­მო­ვარ­დნე­ბი, ხოლო გო­რაკ-ბორ­ცვი­ან და მთი­ან ზო­ნებ­ში მე­წყრულ-ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა-გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს (საფრ­თხის დონე სა­შუ­ა­ლო)" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ვი­თა­რე­ბა გზებ­ზე

რთუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის (ინ­ტენ­სი­უ­რი თოვა, შე­ზღუ­დუ­ლი ხილ­ვა­დო­ბა, ქარ­ბუ­ქი) გამო, ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის კოდა–ფარ­ცხი­სი–მან­გლი­სი–წალ­კა-ნი­ნოწ­მინ­დის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ94-კმ110 (ფა­რავ­ნის უღელ­ტე­ხი­ლი) მო­ნაკ­ვეთ­ზე, დრო­ე­ბით იზღუ­დე­ბა ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა

ამა­ვე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ1-კმ42 (კოდა-სოფ.ალ­გე­თი) და კმ110-კმ146 მო­ნაკ­ვეთ­ზე, შე­ზღუ­დუ­ლია მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია. სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ43-კმ94 (სოფ.ალ­გე­თი-აიაზ­მა) მო­ნაკ­ვეთ­ზე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვის გამო, სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის ხა­შუ­რი-ახალ­ცი­ხე-ვა­ლეს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ10-კმ104 მო­ნაკ­ვეთ­ზე (ხა­შუ­რი-ვა­ლეს სა­ბა­ჟო), დრო­ე­ბით იკ­რძა­ლე­ბა მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია

ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვის გამო, ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის ვაზი­ა­ნი-გომ­ბო­რი-თე­ლა­ვის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ36-კმ64 (ვე­რო­ნა-თე­ლა­ვი) მო­ნაკ­ვეთ­ზე, და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის (ორი და მეტი წამ­ყვა­ნი ხი­დის მქო­ნე) ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია

რა ვი­თა­რე­ბაა თბი­ლი­სის შე­მოვ­ლით გზებ­ზე


თბი­ლი­სის შე­მო­ერ­თე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ინ­ტენ­სი­უ­რად თოვს - მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში იწ­მინ­დე­ბო­და ცენ­ტრა­ლუ­რი გზე­ბი, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია ავ­რცე­ლებს.

მათი გან­ცხა­დე­ბით, იმი­სათ­ვის, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა არ შე­ფერ­ხდეს, კო­ჯრის, წავ­კი­სი­სა და წყნე­თის და­სახ­ლე­ბებ­ში, ბე­თა­ნი­ი­სა და პან­ტი­ა­ნის გზა­ზე ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლი იყ­რე­ბა.„აღ­ნიშ­ნულ სა­მუ­შა­ო­ებს შპს „თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სპე­ცტექ­ნი­კის სა­შუ­ა­ლე­ბით ას­რუ­ლე­ბენ. სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში ასე­ვე ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან შე­სა­ბა­მი­სი რა­ი­ო­ნუ­ლი გამ­გე­ო­ბე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

გზე­ბის ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლით და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცესს მო­ნი­ტო­რინგს უწე­ვენ „თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის“ დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი პა­პა­ვა, მთაწ­მინ­დის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბე­ლი და­ვით კირ­კი­ტა­ძე და ვა­კის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბე­ლი ლე­ვან ყი­ფი­ა­ნი.

ამინ­დის პროგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით, შე­მო­ერ­თე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე თოვა ხვალ სა­ღა­მომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბას მო­ვუ­წო­დებთ, უხვი ნა­ლე­ქის დროს ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბით მხო­ლოდ ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვე­ბით გა­და­ად­გილ­დნენ. საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მოგ­ვმარ­თეთ „თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის“ ცხელ ხაზ­ზე - 2 61 90 50 ან თბი­ლი­სის მე­რი­ის ცხელ ხაზ­ზე - 2 72 22 22”,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია