"რადგან ექსპერტიზის პასუხი უკვე არის, გადავწყვიტე განმარტება გავაკეთო ეპიზოდთან დაკავშირებით, სადაც მე მახსენებენ" - რას ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი

"რადგან ექსპერტიზის პასუხი უკვე არის, გადავწყვიტე განმარტება გავაკეთო ეპიზოდთან დაკავშირებით, სადაც მე მახსენებენ" - რას ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი

18 თე­ბერ­ვალს, დი­ლის 10:30 სა­ათ­ზე, სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ჟურ­ნა­ლის­ტი ელი­სო კი­ლა­ძე და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბის კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სწრა­ფად გავ­რცელ­და.

  • რა ბრალ­დე­ბა აქვს წარ­დგე­ნი­ლი ელი­სო კი­ლა­ძეს?

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ე.წ. ქოლ­ცენ­ტრე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ ყვე­ლა პირს, მათ შო­რის ელი­სო კი­ლა­ძეს, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. პრო­კუ­რორ მა­რი­ამ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე ეხე­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ ჩა­დე­ნილ თაღ­ლი­თო­ბა­სა და ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბას.

გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, სა­უ­ბა­რია 2020-2023 წლებ­ში მოქ­მედ თაღ­ლი­თურ სქე­მა­ზე, რო­მე­ლიც ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძი­სა და გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის მფარ­ვე­ლო­ბით ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და. ჯგუ­ფის წევ­რე­ბი უცხო ქვეყ­ნის 200-ზე მეტი მო­ქა­ლა­ქის კუთ­ვნილ, და­ახ­ლო­ე­ბით 9.5 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტას და­ე­უფლნენ.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ელი­სო კი­ლა­ძის როლი შემ­დე­გი იყო:

  • და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის კა­ნო­ნი­ე­რად წარ­მო­ჩე­ნა მე­დი­აპ­ლატ­ფორ­მებ­ზე;
  • კონ­კუ­რენ­ტი "ქოლ­ცენ­ტრე­ბის“ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბის და­გეგ­მვა და შან­ტა­ჟი მათი შემ­დგო­მი გად­მო­ბი­რე­ბის მიზ­ნით.

ბრალ­დე­ბა 9-დან 12 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

  • ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი და და­პი­რის­პი­რე­ბა ბენ ანორ­თან

ელი­სო კი­ლა­ძის და­კა­ვე­ბას წინ უძღო­და ბიზ­ნეს­მენ ბენ ანო­რის ად­ვო­კა­ტის, ზუ­რაბ თო­დუ­ას მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი. ანო­რი, რო­მე­ლიც დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი ბიზ­ნე­სი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, ამ­ტკი­ცებს, რომ კი­ლა­ძეს სა­ო­ფი­სე ფარ­თი მი­ა­ქი­რა­ვა, თუმ­ცა ჟურ­ნა­ლის­ტმა მას 155 000 დო­ლა­რის და­ვა­ლი­ა­ნე­ბა და­უ­ტო­ვა და შე­ნო­ბის წარ­თმე­ვას ცდი­ლობ­და.

ად­ვო­კატ თო­დუ­ას თქმით, ჩა­ნა­წე­რე­ბით ირ­კვე­ვა, რო­გორ გეგ­მავ­და კი­ლა­ძე ბენ ანო­რის და­ში­ნე­ბას და რო­გორ ახ­სე­ნებ­და კავ­ში­რებს "ქუ­ჩას­თან“ და მთავ­რო­ბას­თან. ჩა­ნა­წე­რე­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბა ექ­სპერ­ტი­ზამ 17 თე­ბერ­ვალს და­ა­დას­ტუ­რა, რა­საც მე­ო­რე დღეს­ვე ჟურ­ნა­ლის­ტის და­კა­ვე­ბა მოჰ­ყვა. ცნო­ბის­თვის, ჩა­ნა­წერ­ში ელი­სო კი­ლა­ძე სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "სვე­ტის" დი­რექ­ტორს, გია ჯიბ­ლა­ძეს ესა­უბ­რე­ბა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლია.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის სა­ხე­ლი ჩა­ნა­წე­რებ­ში და მისი ვრცე­ლი პა­სუ­ხი

გავ­რცე­ლე­ბულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ში ელი­სო კი­ლა­ძე გია ჯიბ­ლა­ძეს­თან სა­უბ­რი­სას ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­საც ახ­სე­ნებს:

"ნა­ნუ­კა ამ თა­ვის გო­გოს ამ­ბავ­ზე რომ შემ­ხვდა... მა­შინ ვუ­თხა­რი, რომ ობი­ექ­ტუ­რად, შე­ფერ­ხე­ბე­ბი იმი­ტომ გქონ­და-მეთ­ქი, რომ ბენი აყი­რავ­და... პროს­ტა ბოლო მო­მენ­ტში ავა­ხი­ეთ ისა, რა ჰქვია, წილი-თქო...“, - ამ­ბობს კი­ლა­ძე ჩა­ნა­წერ­ში [სტი­ლი და­ცუ­ლია].

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი ამ ფაქტს ვრცე­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვით გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მან და­ა­დას­ტუ­რა, რომ ჩა­ნა­წერ­ში ნახ­სე­ნე­ბი ეპი­ზო­დი ნამ­დვი­ლად უკავ­შირ­დე­ბა მის ყო­ფილ სა­ო­ფი­სე ფართს ფან­ჯი­კი­ძის ქუ­ჩა­ზე.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი:

"და­ახ­ლო­ე­ბით ორი თვის წინ, ჯერ კი­დევ კუს­ტა­რუ­ლად გავ­რცელ­და აუ­დიო ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ელი­სო კი­ლა­ძე თა­ვის მე­გო­ბარ­თან დი­ა­ლოგ­ში მახ­სე­ნებს მე.

მა­შინ, რო­დე­საც ეს აუ­დიო ჩა­ნა­წე­რი და­ი­დო, რად­გან ელი­სომ თქვა, რომ ეს იყო ფე­ი­ქი და მი­მარ­თა შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს, რომ და­ედ­გი­ნათ ნამ­დვი­ლო­ბა ამ აუ­დიო ჩა­ნა­წე­რის, მე გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და მეთ­ქვა, ამ დი­ა­ლო­გის ში­ნა­არ­სი არის ნამ­დვი­ლი, იქ­ნე­ბო­და ძა­ლი­ან არას­წო­რი. მით უფრო მას შემ­დეგ, რაც ის და­ა­კა­ვეს.

ანუ, მე გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და მეთ­ქვა: ელი­სო რა­ზეც ესა­უბ­რე­ბა მის მე­გო­ბარს, ეს დი­ა­ლო­გი ნამ­დვი­ლად შედ­გა, არ მი­მაჩ­ნდა გა­მარ­თლე­ბუ­ლად. ანუ, პირ­ველ­წყა­რო მე არ მინ­დო­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და ამი­ტომ და­ვე­ლო­დე ექ­სპერ­ტი­ზას, რომ ჯერ მას ეთ­ქვა, ვა­ლი­დუ­რია ჩა­ნა­წე­რი თუ არა. რად­გან ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხი არის უკვე, გა­დავ­წყვი­ტე, რომ გან­მარ­ტე­ბა გა­ვა­კე­თო იმ კონ­კრე­ტულ პა­ტა­რა ეპი­ზოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­დაც მე მახ­სე­ნე­ბენ.

ეს აუ­დიო ჩა­ნა­წე­რი უნდა იყოს გა­კე­თე­ბუ­ლი და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის ან უფრო დიდი ხნის წინ, რო­დე­საც მე და­მი­კავ­შირ­და ჩემი ბუ­ღალ­ტე­რი და მი­თხრა, რომ ვე­ღარ ახერ­ხებ­და ოფი­სის ქი­რის გა­დახ­დას, რო­მე­ლიც ჩვენ გვქონ­და ნა­ქი­რა­ვე­ბი ფან­ჯი­კი­ძის პირ­ველ­ში, მერ­ვე სარ­თულ­ზე. იმი­ტომ, რომ არ გა­მო­დი­ო­და ხაზ­ზე ის კონ­კრე­ტუ­ლი სა­კონ­ტაქ­ტო პირი, თორ­ნი­კე, ვის­თა­ნაც სულ გვქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია. ჩვენ ოფი­სის ქი­რას ვე­ღარ ვიხ­დით და და­მეხ­მა­რე, იმი­ტომ რომ ვე­რა­ვის ვერ ვპო­უ­ლობ, ვი­საც შე­იძ­ლე­ბა რომ ვე­კონ­ტაქ­ტოო.

სწო­რედ აქ ვთხო­ვე ელი­სოს დახ­მა­რე­ბა, რად­გან ვი­საც ელი­სო ამ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ში ესა­უბ­რე­ბა, ის ადა­მი­ა­ნია ვის­გა­ნაც ფარ­თი მქონ­და ნა­ქი­რა­ვე­ბი.

ელი­სომ მი­თხრა, რომ დავა იყო პარტნი­ო­რებს შო­რის ამ ოფი­სის ირ­გვლივ და თით­ქოს ერთ-ერთი აპი­რებ­და თაღ­ლი­თუ­რი გზით ამ ოფი­სის გა­და­ფორ­მე­ბას და გიამ და­ას­წრო.

იმის მო­ლო­დინ­ში, რომ ეს მალე გარ­კვე­უ­ლი­ყო, და­ა­კა­ვეს თა­ვად გია, იმ კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ვის­გა­ნაც ჩვენ გვქონ­და ფარ­თი ნა­ქი­რა­ვე­ბი. მან თქვა, რომ საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბა ხდე­ბო­და მას, და­კა­ვე­ბულ­სა და სუს-ს შო­რის და მოკ­ლედ, მალე გა­მო­ვი­დო­და, კომ­პა­ნი­ას ყა­და­ღა მო­ეხ­სნე­ბო­და და ეს პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­დე­ბო­და.

ვიდ­რე აი ამ გარ­კვე­ვებ­ში და ამ ამ­ბე­ბის ცოდ­ნა­ში ვი­ყა­ვი, მე და­მი­კავ­შირ­და მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი, ბენ ანო­რი, რო­მე­ლიც გი­ას­თან ამ ქო­ნე­ბა­ზე და­ვობ­და. მი­თხრა, რომ ახლა უკვე ეს შე­ნო­ბა იყო სრუ­ლად მისი და მას აღარ სურ­და ფარ­თის გა­ქი­რა­ვე­ბა, მთხო­ვა ფარ­თის და­ტო­ვე­ბა. რა­ზეც მე გო­ნივ­რუ­ლი ვადა ვთხო­ვე, სამი-ოთხი კვი­რა, იმი­ტომ რომ დე­კემ­ბე­რი იყო, ახა­ლი წელი მო­დი­ო­და და ვუ­თხა­რი, რომ ამას რამ­დე­ნი­მე დღე­ში ფი­ზი­კუ­რად ვერ ვი­ზამ­დი. დამ­თან­ხმდა. ჩვე­ნი დი­ა­ლო­გე­ბი იყო ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფორ­მა­ტის: ად­ვო­კა­ტით, მე­ი­ლე­ბით და ასე შემ­დეგ.

მან მომ­ცა ეს ვადა, სამი-ოთხი კვი­რის და მე ოფი­სი, რო­მე­ლიც ნა­ქი­რა­ვე­ბი მქონ­და ფან­ჯი­კი­ძის ქუ­ჩა­ზე, დავ­ცა­ლე", - ამ­ბობს ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
17-01-2026, 21:04
დაწვრილებით