"საავადმყოფოდან გამოტანილი ნარჩენებია... ხელი და ფეხი, თითები და ორგანოები მე იქ არ მინახია" - ახალი დეტალები: რა აღმოაჩინეს რეალურად სამტრედიის სოფელში

"საავადმყოფოდან გამოტანილი ნარჩენებია... ხელი და ფეხი, თითები და ორგანოები მე იქ არ მინახია" - ახალი დეტალები: რა აღმოაჩინეს რეალურად სამტრედიის სოფელში

"ტვპირ­ველ­მა" ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სამ­ტრე­დი­ა­ში, სო­ფელ მე­ლა­ურ­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი დახ­მა­რე­ბას ითხოვ­დნენ. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი ამ­ბობს, ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა მათ ვი­დეო მა­სა­ლაც მი­ა­წო­დეს და ამ­ბო­ბენ, რომ სო­ფელ­ში, ერთ-ერთ მი­ტო­ვე­ბულ ძვე­ლი ფერ­მის შე­ნო­ბა­ში, კლი­ნი­კი­დან წა­მო­ღე­ბუ­ლი ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ნარ­ჩე­ნე­ბი, მათ შო­რის სხე­უ­ლის ამ­პუ­ტი­რე­ბუ­ლი ნა­წი­ლე­ბიც ყრია. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ერთ თვე­ზე მე­ტია ეს ნარ­ჩე­ნე­ბი იქ ყრია და მო­სახ­ლე­ო­ბა ში­შობს, რომ შე­საძ­ლოა სო­ფელ­ში ეპი­დე­მია გავ­რცელ­დეს.

მათი თქმით, ძვე­ლი ფერ­მის დან­გრე­ულ შე­ნო­ბა­ში სა­ვა­რა­უ­დოდ სა­ღა­მო­ო­ბით მი­აქვთ ეს ნარ­ჩე­ნე­ბი და იქ პარ­კებ­ში შე­ფუ­თულს ტო­ვე­ბენ. ამის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბიც გავ­რცელ­და. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე "ტვპირ­ვე­ლი" ჩა­ვი­და და რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი იტყო­ბი­ნე­ბა, მას შემ­დეგ, რაც ად­გილ­ზე "პირ­ვე­ლე­ბის" გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი მი­ვი­და, მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბას­თან სოფ­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლიც გა­მოჩ­ნდა და შე­სა­ბა­მის­მა სამ­სა­ხურ­მა ტე­რი­ტო­რი­ის გაწ­მენ­და და­ი­წყო.

“კვი­რის პა­ლიტ­რა” და­ინ­ტე­რეს­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტით და და­ვუ­კავ­შირ­დით მე­რის წარ­მო­მად­გე­ნელს სო­ფელ მე­ლა­ურ­ში სო­ფი­კო კი­კა­ჩე­იშ­ვილს, რო­მელ­მაც მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბა­ში დაგ­რო­ვე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ნარ­ჩე­ნე­ბის ფაქ­ტი და­ა­დას­ტუ­რა, თუმ­ცა ის კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს, რომ ამ ნარ­ჩე­ნებ­ში იყოს სხე­უ­ლის ამ­პუ­ტი­რე­ბუ­ლი ნა­წი­ლე­ბი. მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვერ ხსნის, თუ რო­გორ აღ­მოჩ­ნდა მათ სო­ფელ­ში სა­მე­დი­ცი­ნო ნარ­ჩე­ნე­ბი, რა­ტომ და ვინ აგ­რო­ვებ­და მას, თუმ­ცა მას­თან სა­უბ­რით ვი­გებთ, რომ ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეც აღ­ძრუ­ლია და რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ერთი პირი და­ა­კა­ვეს.

 ქალ­ბა­ტო­ნო სო­ფი­კო, რა შე­გიძ­ლი­ათ გვი­თხრათ, მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბა­ში აღ­მო­ჩე­ნილ სა­მე­დი­ცი­ნო ნარ­ჩე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გორ აღ­მოჩ­ნდა ეს მა­სა­ლა იქ?

  • მო­მის­მი­ნეთ, გე­ნაც­ვა­ლე, ეს არის კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ად­გი­ლობ­რი­ვი იქ­ნე­ბა ეს, თუ ცენ­ტრა­ლუ­რი, უფ­ლე­ბა არა გვაქვს შე­ვიჭ­რათ იქ, მაგ­რამ როცა და­ფიქ­სირ­და უკვე ეს ფაქ­ტი და გახ­და ეს ინ­ფორ­მა­ცია სა­ჯა­რო, მოხ­და მყი­სი­ე­რად, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ, ოპე­რა­ტი­უ­ლად მოქ­მე­დე­ბა. ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით იმ პი­რებს, ვი­საც ევა­ლე­ბო­დათ ამის გა­ტა­ნა და ყო­ველ­დღი­უ­რად, დღე და ღამე, ჩვენ თვი­თონ ვა­კი­თხავთ ტე­რი­ტო­რი­ას და ვხე­დავთ, რომ გა­დის ეს ნარ­ჩე­ნე­ბი იქი­დან. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ თით­ქოს იქ სა­ში­ნე­ლი სუ­ნია, არ არის სი­მარ­თლე, იქ არა­ნა­ი­რი სუნი არ არის, მე პი­რა­დად ამ დი­ლი­თაც ვი­ყა­ვი შიგ­ნით შე­სუ­ლი, ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მუ­შა­ო­ბენ იქ და ჩემი ყოფ­ნის დრო­საც მო­ვი­და დიდი მან­ქა­ნე­ბი და გა­ი­ტა­ნეს ეს ნარ­ჩე­ნე­ბი. გი­დას­ტუ­რებთ,რომ პირ­ვე­ლად როცა ვნა­ხე ეს სი­ტუ­ა­ცია, იყო დიდი რა­ო­დე­ნო­ბა ნარ­ჩე­ნე­ბის, მაგ­რამ დღეს ნა­ხევ­რის ნა­ხე­ვა­რი არის და ტე­ლე­ვი­ზი­ის გა­შუ­ქე­ბით ეს საქ­მე არ მოგ­ვარ­დე­ბა. ყუ­რა­დღე­ბა რომ არ მი­ექ­ცი­ათ, უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლი ყო­ფი­ლი­ყო და ისე და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ ეს სა­კი­თხი, ნამ­დვი­ლად პირ­ვე­ლი მე დავ­დგე­ბო­დი იმ ტე­ლე­ვი­ზი­ის წი­ნა­შე და ამ ხალ­ხის წი­ნა­შეც, მაგ­რამ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­ა­გი­რე­ბა ხდე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რად გა­აქვთ. ამ სა­ღა­მო­საც ვა­პი­რებ გა­და­ვი­დე და ვნა­ხო რა სი­ტუ­ა­ცი­აა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რა შუ­ა­შია, უბ­რა­ლოდ, ეს არის კერ­ძო პი­რის სა­კუთ­რე­ბა.
  •  კონკრეტულად ვისია ეს საკუთრება, სამტრედიის რომელიმე კლინიკის საკუთრებაა? ან რა მიზნით გროვდებოდა ეს ნარჩენები იქ?

    - ძველი მიტოვებული შენობაა და არ ვიცი ახლა ვის სახელზე ირიცხება.

    - ადგილობრივ ხელისუფლებას ინფორმაცია არ გაქვთ ტერიტორია ვის ეკუთვნის?

    - არ დავინტერესებულვარ, მაგის დადგენაც არ არის პრობლემა. ყოველდღიურად ხუთი ექვსი მანქანა გადის. დღეს დიდი ტრაილერი იყო კიდევ შემოსული, მე თვითონ ვნახე ჩემი თვალებით რომ გაიტანეს ეს ნაგავი. როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, ეს ნარჩენები ჩადის რუსთავში და იქ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას იწვება.

    - ვინ ყრიდა იქ ამ ნარჩენებს? - ამბობენ, ოპერაციის დროს ამპუტირებული სხეულის ნაწილებიც ყრია და საშინელი ანტისანიტარიააო.

    -სადაც ეს შენობაა იმის უკან ვცხოვრობ, მეც მაგ სოფელში ვცხოვრობ, არანაირი სუნი არ არის. ჩემი ოჯახის მტერი ვარ, მსგავსი რამ რომ იყოს? მობრძანდით და ნახეთ თქვენი თვალით. რა ამპუტირებული, რის ამპუტირებული სხეულის ნაწილები, ეს არის ტყუილი. უბრალოდ, ეს არის საავადმყოფოდან გამოტანილი ნარჩენები, რასაც ხმარობენ, ნაოპერაციები, შპრიცები და მსგავსი რაღაცები, თორემ რა სხეულის ნაწილები, რას ლაპარაკობთ.

    - სამტრედიის რომელი კლინიკიდან არის ეს სამედიცინო ნარჩენები გამოტანილი?

    - ვერ გეტყვით ამაზეც ვერაფერს. საიდან რა მოდიოდა, ინფორმაცია არ მაქვს. რამდენიმე დღეა პირადად მე რაც გავიგე, სამი ოთხი დღეა და როგორც გავიგეთ, მაშინვე რეაგირება მოჰყვა. ღამის 11 საათზეც იქ ვიყავით და ვადევნებდით თვალს როგორ გადიოდა ეს ნარჩენები. წინააღმდეგობაში არ წამოსულა არავინ, თვითონ ვისაც ევალება ეგ სიტუაცია ძალიან შეშფოთებულია. რა თქმა უნდა კარგი ფაქტი არ არის, მაგრამ რადგან მოხდა, ხდება ახლა გატანა ამის და ამხელა ხმაური რა საჭიროა.

    - ვის ევალებოდა ამის გატანა, ვის გააქვს ახლა ეს ნარჩენები?

    - არ ვიცი გენაცვალე. შეიძლება ვისაც ევალებოდა საავადმყოფოდან ამის გატანა ალბათ იმას გააქვს. ვერ გეტყვი ვერაფერს. ყოველდღიურად ხდება ნარჩენების გატანა, აქ რატომ გროვდებოდა, ამაზე პასუხიც არ ვიცი. დაკავებულია მაგასთან დაკავშირებით პიროვნება და საქმის ძიება მიმდინარეობს. დანარჩენი მე არ ვიცი. ჩემთვის მთავარი ის არის, რაც შეიძლება დროულად გაიტანონ მაგ ნაგავი სოფლიდან, თორემ სხვა მეტი ინტერესი არა მაქვს, მე არც არავის დაჭერა მიხარია და არც ნაგვის დაყრა მანდ. არ არის გასახარი და სასიამოვნო ფაქტი, მაგრამ არც ისეთი საგანგაშო არ არის, როგორაც შეფუთა ეს ამბავი "ტვპირველმა". სოფელში სუნი ტრიალებს და მსგავსი რაღაც, არ ხდება. მე თვითონ არც პირბადე მეკეთა, არც არაფერი. ჩვეულებრივად დავდივარ ყოველდღიურად, დღეში ორჯერაც. ამ საღამოსაც უნდა გადავიდე და ვნახო.

    - ვინც დააკავეს ადგილობრივია?

    - გეტყვით, რომ ერთი პირია დაკავებული, მაგრამ ვერ გეტყვით ვინ არის. ჩემი ინტერესია ნაგვის გატანა. ვიცი, რომ მოხდა მსგავსი ფაქტი, რამდენიმე დღის წინ გავიგე და იმის შემდეგ ოპერატიულად ჩართულები ვართ ყველა ადგილობრივებიც და ჩვენი ზემდგომიც, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს ამ ნარჩენების გატანა. საიდან მოჰქონდათ, როგორ ხდებოდა, მეპატრონე ვინ არის, მსგავსთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არა მაქვს და არც მაქვს სურვილი მაგის ცოდნის. ალბათ დროებით ათავსებდნენ. იქ სადაც არის ეს ღუმელი, სადაც იწვება, იქ უნდა წაეღოთ, დიდი რაოდენობით იყო მიტანილი ეს ნარჩენები და ვერ ასწრებდა ეტყობა ქარხანა გადამუშავებას და შეინახეს აქ. გაიტანდნენ რა თქმა უნდა, მაგას ახლა მანდ არავინ დატოვებდა. ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ დროებით შეინახეს და უნდა გაეტანათ, ანუ აგროვებდნენ რაღაც რაოდენობას, რომ ბევრი გაეტანათ მერე ერთად. საავადმყოფოდან რომ არის წამოღებული ფაქტია, მაგრამ არ ვიცი საიდან და რანაირად წამოიღეს. ამპუტირებული რაღაცებიაო რომ ამბობენ, კიდევ ვამბობ, ტყუილია. მე მაგალითად იქ დავდივარ და მსგავსი არაფერი არ მინახია. ჩვეულებრივად ახალგაზრდა ბიჭები მუშაობენ. საერთოდ, ხელი და ფეხი რომ იჭრება ოპერაციის დროს, როგორც ვიცი, ოჯახის პატრონს მიაქვს და სასაფლაოზე მარხავენ. რა უნდა ნარჩენებში იმას. შეიძლება ნაოპერაციები ზეწრები და რაღაცები იყო, მაგრამ ახლა ხელი და ფეხი, თითები და ორგანოები მე იქ არ მინახია. ტყუილია თუ დამიჯერებთ, არავითარი ამპუტირებული სხეულის ნაწილები არ არის მანდ.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ფაქტზე გამოძიების დაწყებას. უწყების ცნობით, რამდენიმე დღის წინ დააკავეს სამი პირი და მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 288 მუხლით მიმდინარეობს, რაც გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევას გულისხმობს.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
29-11-2025, 21:01
დაწვრილებით
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
17-01-2026, 21:04
დაწვრილებით