ადამიანის ამპუტირებული ორგანოები მიტოვებულ შენობაში

დაკავებულია 3 პირი, რომლებსაც სამტრედიაში ადამიანის ამპუტირებული ორგანოების მიტოვებულ შენობაში დაყრას ედავებიან | შსს-ში ამბობენ, რომ საქმე ეხება სამედიცინო ნარჩენებს.
მათი ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 288-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარემოსთვის საშიში ნივთიერების ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევას გულისხმობს
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამტრედიის სოფელ მელაურის ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში უკვე თვეზე მეტია, რაც სხეულის ამპუტირებული ნაწილები ყრია. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს და ეპიდემიის საფრთხეზე საუბრობს
FB კომენტარები
