ტრაგედია მოხდა, 2 გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ქობულეთში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

ტრაგედია დატრიალდა ქობულეთი - ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე. უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო შეეჯახა.
- გარდაცვლილები არიან ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებიც ავარიის დროს ავტობუსში იმყოფებოდნენ. დაღუპულები სამხედროები არიან.
დაშავებულია სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ის კლინიკაშია გადაყვანილი. დაშავებული მამაკაცი აზერბაიჯანის მოქალაქეა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
FB კომენტარები
