სისხლიანი დაპირისპირება ოკამში - რა მოხდა ყოფილ ჯარისკაცსა და პოლიციელებს შორის

სისხლიანი დაპირისპირება ოკამში - რა მოხდა ყოფილ ჯარისკაცსა და პოლიციელებს შორის

დაცხრილული სახლის კედლები, ჩამსხვრეული მინები და ამ დრომდე შემორჩენილი სისხლის კვალი - ასე გამოიყურება ყოფილი ჯარისკაცის საცხოვრებელი სახლი სოფელ ოკამში. საქართველოს შეირაღებულ ძალების სტაჟიანი სამხედროს გასანეიტრალებლად ღამით სოფელში, შინაგან საქმეთა სამინსიტრომ სპეცრაზმი გააგზავნა. 

სოფელ ოკამში სპეცრაზმი მას შემდეგ შეიყვანეს, რაც ყოფილი სამხედრო მოსამსახურის გიორგი შამანაურის დასაკავებლად მისულ პოლიციელებს ჯარისკაცმა ცეცხლი გაუხსნა. ორმხრივ სროლას წინ სისხლიანი დაპირისპირება უძღოდა - გამოძიების ინფორმაციით, შამანაურმა ნათესავს ესროლა.

რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომელი სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და პოლიციელების მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის ბრალდებით დააკავეს - ყოფილი ჯარისკაცის მიერ დაჭრილი პირის ჯანმრთელობის მდგომარება ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

როგორც ჩანს, გიორგი შამანაურის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო სროლა გუშინ პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ადგილობრივები "პირველებს" უყვებიან, რომ ყოფილი ჯარისკაცი ადრეც სოფელში უმისამართოდ ისროდა.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
პოლიციამ თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი  პირი დააკავა
პოლიციამ თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი დააკავა
27-10-2025, 00:54
დაწვრილებით