ეპშტეინის მასალებში სტივენ ჰოკინგი 250-ჯერ არის ნახსენები - ფიზიკოსი კერძო კუნძულზე და ფოტოები, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა: რა ხდება ცნობილი?

ეპშტეინის მასალებში სტივენ ჰოკინგი 250-ჯერ არის ნახსენები - ფიზიკოსი კერძო კუნძულზე და ფოტოები, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა: რა ხდება ცნობილი?

აშშ-ის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ, ფი­ნან­სისტ ჯეფ­რი ეპშ­ტე­ი­ნის შე­სა­ხებ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ დო­კუ­მენ­ტებს შო­რის, რამ­დე­ნი­მე ფო­ტო­ზე მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ფი­ზი­კო­სი, პრო­ფე­სო­რი სტი­ვენ ჰო­კინ­გი ფი­გუ­რი­რებს.

ფო­ტომ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თა­ნა­ვე მი­ი­პყრო მსოფ­ლიო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა. კემ­ბრი­ჯე­ლი თე­ო­რი­უ­ლი ფი­ზი­კო­სი ორ ბი­კი­ნი­ში გა­მო­წყო­ბილ ქალს შო­რის წევს და იღი­მის. ქა­ლებს ხელ­ში ხი­ლის კოქ­ტე­ი­ლე­ბი უჭი­რავთ და მზე­ზე ირუ­ჯე­ბი­ან.

გა­ურ­კვე­ვე­ლია, რო­დის და სად არის გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო, თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ის ეპშ­ტე­ი­ნის კერ­ძო კუნ­ძულ­ზე იყოს გა­და­ღე­ბუ­ლი.

  • ჰო­კინ­გი იმ 21 მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ მეც­ნი­ერს შო­რის იყო, რომ­ლე­ბიც 2006 წელს ეპშ­ტე­ი­ნის მიერ, მის კუნ­ძულ­სა და მე­ზო­ბელ კუნ­ძულ სენტ-ტო­მას­ზე ორ­გა­ნი­ზე­ბულ კონ­ფე­რენ­ცი­ას და­ეს­წრნენ.

ჰო­კინ­გი, რო­მე­ლიც 2018 წლის მარ­ტში, 76 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, 50 წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ამი­ოტრო­ფი­ულ სკლე­როზს (ALS) ებ­რძო­და. ის ეპშ­ტე­ინ­თან სტუმ­რად 2006 წლის მარ­ტში მი­იწ­ვი­ეს - ხუთი თვით ადრე, სა­ნამ ფი­ნან­სისტს არას­რულ­წლო­ვან­თა პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში პირ­ვე­ლად და­ა­და­ნა­შა­უ­ლებ­დნენ.

აშშ-ის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­მო­ხილ­ვის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და, რომ ფი­ზი­კო­სი „ეპშ­ტე­ი­ნის ფა­ი­ლებ­ში“ სულ მცი­რე 250-ჯერ არის ნახ­სე­ნე­ბი. თუმ­ცა არ არ­სე­ბობს პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ ჰო­კინ­გი რა­ი­მე სა­ხის და­ნა­შა­უ­ლებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

2015 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე ცნო­ბი­ლი ფი­ზი­კო­სი ინ­ვა­ლი­დის ეტ­ლში ბარ­ბე­ქი­უს დროს არის გა­მო­სა­ხუ­ლი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მას ეპშ­ტე­ი­ნის კუნ­ძუ­ლის გარ­შე­მო, ზღვის ფსკე­რის წყალ­ქვე­შა ტური ჩა­უ­ტა­რეს.

პე­დო­ფილ­მა ჰო­კინ­გის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­ა­წყო წყალ­ქვე­შა ხო­მალ­დი - ფი­ზი­კო­სი მა­ნამ­დე არას­დროს ყო­ფი­ლა წყალ­ქვეშ.

კონ­ფე­რენ­ცია ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო „რიც-კარლ­ტონ­ში“ გა­ი­მარ­თა, სა­დაც ნომ­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ღა­მე­ში 1600 დო­ლა­რი იყო. ის წმინ­და თო­მას კუნ­ძულ­ზე, ლითლ წმინ­და ჯე­იმსთან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობ­და.

ჯეფ­რი ეპშ­ტე­ინ VI-ის ფონ­დის ბლოგ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია კონ­ფე­რენ­ცი­ის შე­სა­ხებ, სა­ხელ­წო­დე­ბით „ცა­რი­ე­ლი სივ­რცის ენერ­გია, რო­მე­ლიც ნუ­ლის ტოლი არ არის“.

პოს­ტში ნათ­ქვა­მია, რომ სტუმ­რებ­მა „შეძ­ლეს შეხ­ვედ­რა, სხვა­დას­ხვა სა­კი­თხის გან­ხილ­ვა, სა­ნა­პი­რო­ზე დას­ვე­ნე­ბა და ფი­ლანტროპ ჯეფ­რი ეპშ­ტე­ი­ნის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ახ­ლომ­დე­ბა­რე კერ­ძო კუნ­ძულ­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბა ეპშ­ტე­ი­ნის მი­ე­რი იყო და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი.“

ჯეფ­რი ეპშ­ტე­ი­ნი სა­კუ­თარ თავს „მეც­ნი­ერ­სა და ფი­ლანტროპს“ უწო­დებ­და. ის დიდ შე­მო­წი­რუ­ლე­ბებს ახორ­ცი­ე­ლებ­და სა­მეც­ნი­ე­რო მიზ­ნე­ბის­თვის. და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ, ბევ­რი მეც­ნი­ე­რი და მკვლე­ვა­რი მის­გან დის­ტან­ცირ­და.

  • რო­გორც „ნიუ-იორკ თა­იმ­სი“ იუ­წყე­ბა, ეპშ­ტე­ი­ნი შე­პყრო­ბი­ლი იყო „ტრან­სჰუ­მა­ნიზ­მით“ - რწმე­ნით, რომ ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გან­ვი­თარ­დეს ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბის, გე­ნუ­რი ინ­ჟი­ნე­რი­ი­სა და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მეშ­ვე­ო­ბით.

ის კა­ცობ­რი­ო­ბის გე­ნე­ტი­კუ­რად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­კენ ის­წრა­ფო­და. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ის ხალ­ხს ეუბ­ნე­ბო­და, რომ სურ­და რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ქა­ლის და­ორ­სუ­ლე­ბა და თა­ვი­სი გე­ნე­ბის გავ­რცე­ლე­ბა.

იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის თა­ნახ­მად, FBI-მ ასე­ვე მი­ი­ღო კი­დევ ერთი და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ ეპშ­ტე­ი­ნი 2011 წელს ჰო­კინგთან ერ­თად „მხო­ლოდ მა­მა­კა­ცე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ გეი კლუბს“ ეწ­ვია.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"...იმ დღეს სოფო მოვიდა, ყოველთვიურ ვიზიტზე და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა" - სააკაშვილი
"...იმ დღეს სოფო მოვიდა, ყოველთვიურ ვიზიტზე და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა" - სააკაშვილი
13-12-2025, 16:15
დაწვრილებით
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
17-01-2026, 21:04
დაწვრილებით