დააკავეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები - რა დეტალები ხდება ცნობილი

დააკავეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები - რა დეტალები ხდება ცნობილი

სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე, ლენ­ტე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ყო­ფი­ლი მერი, გია ონი­ა­ნი, არ­ქი­ტექ­ტუ­რის და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი: ნუგ­ზარ ტვილ­დი­ა­ნი და გი­ორ­გი გულ­ბა­ნი და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

„და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე, ლენ­ტე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ყო­ფი­ლი მერი, გია ონი­ა­ნი, არ­ქი­ტექ­ტუ­რის და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი: ნუგ­ზარ ტვილ­დი­ა­ნი და გი­ორ­გი გულ­ბა­ნი და­ა­კა­ვეს.

საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ გია ონი­ან­მა, ლენ­ტე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რად არ­ჩე­ვის შემ­დეგ, სას­ტუმ­როს აშე­ნე­ბის მიზ­ნით, შე­ი­ძი­ნა მი­წის ნაკ­ვე­თი და და­უკ­ვე­თა მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექ­ტი. პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ვერ პა­სუ­ხობ­და სამ­შე­ნებ­ლო ნორ­მე­ბის მო­თხოვ­ნებს, კერ­ძოდ გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის ფარ­თი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და მოქ­მედ კო­ე­ფი­ცი­ენტს, გია ონი­ან­მა, მე­უღ­ლის სა­ხელ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის მეშ­ვე­ო­ბით წა­რად­გი­ნა ლენ­ტე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხურ­ში, რო­მელ­საც ნუგ­ზარ ტვილ­დი­ა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვის გა­ცე­მა მო­ი­თხო­ვა.

ნე­ბარ­თვის გა­ცე­მის პრო­ცეს­ში, გია ონი­ან­მა და ნუგ­ზარ ტვილ­დი­ან­მა ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნეს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ მოქ­მე­დი, „ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის და გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის ძი­რი­თა­დი დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბის, აგ­რეთ­ვე სივ­რცის და­გეგ­მა­რე­ბის, არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი და სამ­შე­ნებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის კო­დექ­სის მო­თხოვ­ნე­ბი, გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის ფარ­თის ნა­წილ­ში მოქ­მედ კო­ე­ფი­ცი­ენ­ტთან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის ფაქ­ტი, მშე­ნებ­ლო­ბის ად­გილ­ზე კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის არ­სე­ბო­ბა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მშე­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხი შე­თან­ხმე­ბუ­ლი არ ჰქონ­დათ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს­თან, ასეთ პი­რო­ბებ­ში გას­ცეს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­უ­სა­ბა­მო სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვე­ბი.

სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში, ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხურ­მა, რო­მელ­საც გია ონი­ა­ნის მე­უღ­ლის დის ქმა­რი გი­ორ­გი გულ­ბა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, ნაც­ვლად იმი­სა, რომ შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნა­თა დარ­ღვე­ვით ნა­წარ­მო­ე­ბი მშე­ნებ­ლო­ბა, რაც გას­ცდა სამ­შე­ნებ­ლო მო­ედ­ნის ფარ­გლებს და გაგ­რძელ­და კერ­ძო პი­რი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თე­ბის სა­ზღვრებ­ში, ასე­ვე გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა მახ­ლობ­ლად არ­სე­ბუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის დაც­ვის სა­თა­ნა­დო კონ­ტრო­ლი, გია ონი­ანს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბა. ბრალ­დე­ბულ­თა აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბით, არ­სე­ბი­თად და­ირ­ღვა სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სი“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
17-01-2026, 21:04
დაწვრილებით