როგორია ახალშობილის მდგომარეობა, რომელსაც დედამ მძიმე დაზიანებები მიაყენა? - "ქალი 34 წლის არის.... ბავშვს ტრავმები აღენიშნება თავზე, სასუნთქ გზებზე, ხორხზე..."

როგორია ახალშობილის მდგომარეობა, რომელსაც დედამ მძიმე დაზიანებები მიაყენა? - "ქალი 34 წლის არის.... ბავშვს ტრავმები აღენიშნება თავზე, სასუნთქ გზებზე, ხორხზე..."

ბა­თუ­მის კლი­ნი­კა "მე­დი­ნა­ში“ მომ­ხდა­რი შემ­ზა­რა­ვი ფაქ­ტის შემ­დეგ, ახალ­შო­ბი­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად ექი­მე­ბი იბ­რძვი­ან. ჩვი­ლი, რო­მელ­საც სა­კუ­თარ­მა დე­დამ სა­ხი­სა და ყე­ლის არე­ში მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, ამ წუ­თებ­შიც კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რეთ კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ ჯუმ­ბერ უნ­გი­ა­ძეს­თან, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბი­თაც, კონ­სი­ლი­უ­მი შედ­გა წამ­ყვან ექი­მებ­თან ერ­თად და დღეს­ვე ბავ­შვთა ყბა - სა­ხის ქი­რურ­გი, მე­ო­რე ოპე­რა­ცი­ას გა­ა­კე­თებს. "დას­ჭირ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია, მაგ­რამ სი­ტუ­ა­ცია უმ­ძი­მე­სია. მძი­მე ტრავ­მით სა­სი­ცო­ცხლო ორ­გა­ნო­ებ­ზე, თავ­ზე, სა­სუნ­თქ გზებ­ზე, ხორხზე, ქვე­და ყბა­ზე. არის ინ­ფექ­ცი­აც, რად­გან რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ სა­პირ­ფა­რე­შო­ში იმ­შო­ბი­ა­რა. ახალ­შო­ბი­ლის დე­დის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია და კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა", - ამ­ბობს ის.

შე­გახ­სე­ნებთ, და­ნა­შა­უ­ლი გუ­შინ მოხ­და - კლი­ნი­კის სა­ნი­ტარ­მა სა­პირ­ფა­რე­შო­ში იმ­შო­ბი­ა­რა, ახალ­შო­ბილს ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა და პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარკში მო­ა­თავ­სა. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ახალ­შო­ბი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

- ბა­ტო­ნო ჯუმ­ბერ, რამ­დე­ნი ხა­ნია, რაც ეს ქალ­ბა­ტო­ნი თქვენს კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობს?

- საკ­მა­ოდ დიდი ხა­ნია. ქალი 34 წლის არის.

- მის ფსი­ქი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არა­სო­დეს ეჭვი არ შე­გი­ტა­ნი­ათ?

- არა, ჩემო კარ­გო, პი­რი­ქით - ძა­ლი­ან ნორ­მა­ლუ­რი ფსი­ქი­კის ადა­მი­ა­ნია. ორი ბავ­შვი ჰყავს, საკ­მა­ოდ დი­დე­ბი უკვე. უმ­ცრო­სი შვი­ლი... თუ არ ვცდე­ბი, 2014-შია და­ბა­დე­ბუ­ლი. ორი­ვე ბავ­შვი სა­კე­ის­რო კვე­თით და­ი­ბა­და, ეს იყო მე­სა­მე ორ­სუ­ლო­ბა. ქმარi და­ღუ­პუ­ლი ჰყავს, და­ახ­ლო­ე­ბით, ცხრა წე­ლია და მარ­ტო­ხე­ლა დე­დაა. არ შეგ­ვიმ­ჩნე­ვია რომ ბავ­შვს ელო­დე­ბო­და. თვი­თო­ნაც მა­ლავ­და, მე­გობ­რებ­საც კი უმა­ლავ­და. ყვე­ლა და­კი­თხუ­ლია. იცით რა, ძა­ლი­ან რთუ­ლია, რაც მოხ­და. არის სპე­ცი­ა­ლუ­რი ნაშ­რო­მე­ბი არა­ხელ­საყ­რელ ორ­სუ­ლო­ბა­ზე... მე არ ვიცი, ვინ არის მამა, რა ხდე­ბა - ეს ჩემი საქ­მე არ არის. მა­გას გა­არ­კვე­ვენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი. ჩემ­თვის ახლა მთა­ვა­რია, ეს ბავ­შვი რა­ღაც­ნა­ი­რად გა­და­ვარ­ჩი­ნოთ. უმ­ძი­მე­სია მისი მდგო­მა­რე­ო­ბა.

- დრო­უ­ლი მშო­ბი­ა­რო­ბაა?

- მა­გას ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ სხე­უ­ლის მა­სით 2500 გრა­მია, აი, მო­მიჯ­ნა­ვეა, ფაქ­ტობ­რი­ვად, დრო­უ­ლი ახალ­შო­ბი­ლია.

- ვინ ნახა ეს ფაქ­ტი, რო­გორ მოხ­და?

- სა­პირ­ფა­რე­შო­ში იყო შე­სუ­ლი. რო­დე­საც არ გა­მო­ვი­და დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ექთა­ნი და სა­ნი­ტა­რი და­ე­მუქრნენ კა­რის შემტვრე­ვით და პო­ლი­ცი­ით. მერე რა­ღაც­ნა­ი­რად გა­მო­ა­ღო კარი, არ იცოდ­ნენ რომ იმ­შო­ბი­ა­რა. ეს ქალი ცალ­კე წა­იყ­ვა­ნეს და მერე ეს ბავ­შვი აღ­მო­ა­ჩი­ნეს უკვე პარკში ჩაგ­დე­ბუ­ლი.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
24-10-2025, 00:44
დაწვრილებით
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
17-01-2026, 21:04
დაწვრილებით