ტოქსიკური კონსერვების საქმე - გაიზრდება თუ არა პასუხისმგებელთა წრე?

ტოქსიკური კონსერვების საქმე - გაიზრდება თუ არა პასუხისმგებელთა წრე?

24 ტონა თევზის კონსერვი, რომლითაც ჯარი და სასაზღვრო პოლიცია მარაგდებოდა, ექსპერტიზის დასკვნით საკვებად უვარგისია. ოფიციალური ინფორმაციით, პროდუქცია ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. საუბარია 17 241 ერთეულ თევზის კონსერვზე, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში იყო შეძენილი.

უვარგისი საკვებით ძალოვანი უწყებების მომარაგების ბრალდებით დაკავებულია ბიზნესმენი ივანე გოგლიძე. გამოძიების მონაცემებით, ის დაკავშირებულია კომპანიასთან „ბატონო“, საიდანაც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები კონსერვებს ყიდულობდნენ.

გოგლიძე ასევე ფლობს კომპანიას „კულა“, რომელიც წვენებისა და სხვადასხვა სახის კონსერვების მწარმოებელია. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ამოღებულ პროდუქციაზე „კულას“ ბრენდირებული შეფუთვაა. ორივე კომპანია გორში, ერთსა და იმავე იურიდიულ მისამართზეა რეგისტრირებული. საგამოძიებო მოქმედებები სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩატარდა, სადაც პროდუქციის ნაწილი დაილუქა.

გამოძიების პარალელურად ჩნდება კითხვები „კულას“ ბრენდის ქვეშ წარმოებული სხვა პროდუქციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით - შემოწმდა თუ არა დამატებითი პარტიები და რა შედეგები აჩვენა კონტროლმა.

ოფიციალური მონაცემებით, „კულას“ 2012 წლიდან დღემდე 11 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო ტენდერი აქვს მოგებული. 2025 წელს კი კომპანია „ბატონომ“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 380 792 ლარი მიიღო. საქმე გამოძიების ეტაპზეა.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
ივანე ჩხაიძე - ახლა, ქვეყანაში ძირითადი ვირუსი რინოვირუსია, გრიპის ვირუსი ჯერ არ დაფიქსირებულა, ალბათ, ნოემბერში გამოჩნდება - ვაქცინა უკვე შემოტანილია და ვაქცინაცია უახლოეს დღეებში დაიწყება
ივანე ჩხაიძე - ახლა, ქვეყანაში ძირითადი ვირუსი რინოვირუსია, გრიპის ვირუსი ჯერ არ დაფიქსირებულა, ალბათ, ნოემბერში გამოჩნდება - ვაქცინა უკვე შემოტანილია და ვაქცინაცია უახლოეს დღეებში დაიწყება
9-10-2025, 14:05
დაწვრილებით