ივა­ნე გოგ­ლი­ძეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ა­სა და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თვის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი თევ­ზის კონ­სერ­ვე­ბის მი­წო­დე­ბას ედა­ვე­ბი­ან.არ ეთანხმება ბრალს, რომ საშინელ მომწამვლელ ნივთიერებებს აწარმოებდ

ივა­ნე გოგ­ლი­ძეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ა­სა და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თვის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი თევ­ზის კონ­სერ­ვე­ბის მი­წო­დე­ბას ედა­ვე­ბი­ან.არ ეთანხმება ბრალს, რომ საშინელ მომწამვლელ ნივთიერებებს აწარმოებდ

შე­საძ­ლე­ბე­ლია ცალ­კე­ულ და­ზი­ა­ნე­ბულ პრო­დუქ­ცი­ა­ზე იყოს სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა, ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი არ ეთან­ხმე­ბა იმ სუ­რათს, რომ სა­ში­ნელ მომ­წამ­ვლელ ნივ­თი­ე­რე­ბებს აწარ­მო­ებ­და, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" დაკა­ვე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის, „კუ­ლა­სა“ და „ბა­ტო­ნოს“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, ივა­ნე გოგ­ლი­ძის ად­ვო­კატ­მა კახა წე­რე­თელ­მა გა­ნუ­ცხა­და.

  • ივა­ნე გოგ­ლი­ძეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ა­სა და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თვის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი თევ­ზის კონ­სერ­ვე­ბის მი­წო­დე­ბას ედა­ვე­ბი­ან, რა­მაც მათ სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე შე­უქ­მნა.

და­კა­ვე­ბულ ბიზ­ნეს­მენს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი ად­ვო­კა­ტი 500 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­და, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

რო­გორც კახა წე­რე­თე­ლი აცხა­დებს, საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, და­ზი­ა­ნე­ბულ თევ­ზის კონ­სერ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის მო­თხოვ­ნით სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტმა მი­მარ­თა.

„საქ­მის მა­სა­ლე­ბი მო­ცუ­ლო­ბი­თია, ვსწავ­ლობ. შე­საძ­ლე­ბე­ლია ცალ­კე­ულ და­ზი­ა­ნე­ბულ პრო­დუქ­ცი­ა­ზე იყოს სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა, ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი არ ეთან­ხმე­ბა იმ სუ­რათს, რომ სა­ში­ნელ მომ­წამ­ვლელ ნივ­თი­ე­რე­ბებს აწარ­მო­ებ­და, ამის მთა­ვა­რი და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი და ინ­დი­კა­ტო­რი არის ის, რომ მო­წამ­ვლის და ამ პრო­დუქ­ცი­ით წყე­ნის არც ერთი შემ­თხვე­ვა არ არ­სე­ბობს. გვჯე­რა, და­ვა­დას­ტუ­რებთ იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ ამ პრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა მა­სი­უ­რად არ ხდე­ბო­და. იყო ცალ­კე­უ­ლი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია, რო­მე­ლიც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად იც­ვლე­ბო­და, პრო­დუქ­ცია ყო­ველ­თვის წი­ნას­წარ გა­დი­ო­და შე­მოწ­მე­ბას, ვიდ­რე ის მიმ­ღებს გა­და­ე­ცე­მო­და. ჩვენ ვერ გა­ვი­ზი­ა­რებთ იმ არ­გუ­მენტს, თით­ქოს, ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია და ექ­სპერ­ტი­ზა ექ­სპერ­ტე­ბის სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხეს შე­უქ­მნი­და, ბოლო-ბოლო ფეთ­ქე­ბად ნივ­თი­ე­რე­ბებ­ზე ტარ­დე­ბა მსგავ­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და წე­რე­თელ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დეო-მა­სა­ლას, სა­დაც სა­წარ­მო­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ნი­ტა­რუ­ლი ნორ­მე­ბი ჩანს, ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა მოხ­და.

"ვნა­ხეთ ვი­დეო, სა­დაც არც თუ ისე სა­ხარ­ბი­ე­ლო ჰი­გი­ე­ნუ­რი და სა­ნი­ტა­რუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, მაგ­რამ არც თუ ისე სა­ხარ­ბი­ე­ლო სა­ნი­ტა­რუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ნამ­დვი­ლად არ ნიშ­ნავს იმ და­ნა­შა­ულს, რა­შიც მას წა­რედ­გი­ნა ბრა­ლი და თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს 5-დან 7- წლამ­დე ვა­დით. ეს რე­ა­გი­რე­ბუ­ლი იყო, სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის მიერ შე­მოწ­მე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, შემ­დეგ სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბამ მის­ცა ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ობი­ექტს“, - გა­ნა­ცხა­და წე­რე­თელ­მა.

კი­თხვა­ზე, თუ რამ­დე­ნი ხანი ამა­რა­გებ­და ბიზ­ნეს­მე­ნი შე­სა­ბა­მის ობი­ექ­ტებს საკ­ვე­ბით და რო­დი­დან და­ფიქ­სირ­და კონ­სერ­ვე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა, ად­ვო­კა­ტი ასე პა­სუ­ხობს:

"არ მინ­და შეც­დო­მა­ში შე­გიყ­ვა­ნოთ, ალ­ბათ, 2-3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამა­რა­გებ­და. ცალ­კე­უ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბია ამო­ღე­ბუ­ლი და მათ­ზეა ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, ნა­წილ­ზე თით­ქოს ვერ ჩა­ტარ­და იმ მო­ტი­ვით, რომ კონ­სერ­ვე­ბის გახ­სნის შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბო­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი­ყო რო­გორც ექ­სპერ­ტი, ასე­ვე გა­რე­მო“, - გა­ნა­ცხა­და წე­რე­თელ­მა.

კი­თხვა­ზე, თუ რო­გორ მოხ­და გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა, ად­ვო­კა­ტი პა­სუ­ხობს, რომ ეს სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და.

"რო­გორც ჩემ­თვის საქ­მის მა­სა­ლე­ბი­და­ნაა ცნო­ბი­ლი, სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტმა და­ზი­ა­ნე­ბულ ქი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს მი­მარ­თა და გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა მო­ი­თხო­ვა. ქი­ლე­ბი და­ი­ბე­რა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ან შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბის გამო, ან წარ­მო­ე­ბის წუ­ნის გამო, ქი­ლე­ბი დე­ფორ­მა­ცი­ას გა­ნიც­დის, ასეთ დროს მათი გა­მოც­ვლა ხდე­ბო­და, ეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი იყო“, - გა­ნა­ცხა­და წე­რე­თელ­მა.

ცნო­ბის­თვის, ივა­ნე გოგ­ლი­ძეს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 197-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ას გუ­ლის­ხმობს, რა­საც შე­ეძ­ლო საფრ­თხე შე­ექ­მნა ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის­თვის და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 5 - დან 7- წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
29-11-2025, 21:01
დაწვრილებით
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
17-01-2026, 21:04
დაწვრილებით
სურსათის სააგენტო “ნესტლე საქართველოს“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღების შესახებ განცხადებას ავრცელებს - "თუ შეძენილი გაქვთ დასახელებული პარტიებიდან პროდუქტი, არ გამოიყენოთ"
სურსათის სააგენტო “ნესტლე საქართველოს“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღების შესახებ განცხადებას ავრცელებს - "თუ შეძენილი გაქვთ დასახელებული პარტიებიდან პროდუქტი, არ გამოიყენოთ"
9-01-2026, 00:46
დაწვრილებით