“მოვითხოვ გაასაჯაროონ თამარის ჩანაწერები“ - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურას მიმართავს და საქმის გამოძიების გაგრძელებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მოითხოვს

“მოვითხოვ გაასაჯაროონ თამარის ჩანაწერები“ - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურას მიმართავს და საქმის გამოძიების გაგრძელებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მოითხოვს

2020 წელს გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხი პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თავს და საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლით მო­ი­თხოვს.

  • რო­გორ გარ­დაც­ვლი­ლის დედა, თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლი აცხა­დებს, უნდა და­სა­ხელ­დნენ ის პი­რე­ბი, რომ­ლებ­მაც თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნეს.

„გა­დავ­წყვი­ტეთ პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის მიგ­ვე­მარ­თა, რად­გან შო­თა­ძემ [მა­შინ­დელ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა] საქ­მე და­ხუ­რა, ახლა რად­გა­ნაც შე­იც­ვა­ლა გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი და ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ა­სა და გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მე­ებს ნა­თე­ლი მოჰ­ფი­ნა, სა­ჭი­როდ ჩავ­თვა­ლე, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის მიგ­ვე­მარ­თა, ასე­ვე მო­ვი­თხოვ გა­ა­სა­ჯა­რო­ონ სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში [თა­მა­რის] ჩა­ნა­წე­რე­ბი. ჩემი შვი­ლი თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნეს და მა­ინ­ტე­რე­სებს, ხომ ამ­ბო­ბენ, რომ თვით­მკვლე­ლო­ბა იყო, მა­შინ გა­ა­სა­ჯა­რო­ონ და და­ამ­ტკი­ცონ. ამი­ტომ შე­ვი­ტა­ნე სა­ჩი­ვა­რი, რად­გან თა­ვის დრო­ზე შო­თა­ძემ მო­მა­ტყუა.

გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის [სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი] „ქოლ­ცენ­ტრე­ბის“ მფარ­ვე­ლო­ბის ბრა­ლით და­კა­ვე­ბა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა. რო­დე­საც ვი­ძახ­დი, რომ ის კუ­რი­რებ­და „ქოლ­ცენ­ტრებს“, გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ „რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასეთ საქ­მე­ში იყოს გახ­ვე­უ­ლიო“ და აი, თუ არ ყო­ფი­ლა!

რაც შე­ე­ხე­ბა ირაკ­ლი შო­თა­ძეს, მო­ვი­თხოვთ, რომ გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ისიც და­ი­კი­თხოს, რად­გან მა­შინ თვა­ლებ­ში მი­ყუ­რებ­და და მა­ტყუ­ებ­და და საქ­მეს ფარ­ცხავ­და.

მე ახლა მა­ინ­ტე­რე­სებს ახა­ლი გენ-პრო­კუ­რო­რის რე­აქ­ცია და ამის მი­ხედ­ვით ვი­მოქ­მე­დებთ. ჯერ­ჯე­რო­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან არა­ვინ დამ­კავ­ში­რე­ბია“, - გა­ნა­ცხა­და თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 2020 წლის 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, თეთ­რი­წყა­როს ტყე­ში, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა და საქ­მე და­ი­ხუ­რა.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
17-01-2026, 21:04
დაწვრილებით