ტრაგედია ჩხოროწყუში: "ჯერ მამა გარდაიცვალა, მეორე დღეს კი მისი ახალგაზრდა ვაჟი..." - რას ჰყვებიან მამა-შვილზე

ტრაგედია ჩხოროწყუში: "ჯერ მამა გარდაიცვალა, მეორე დღეს კი მისი ახალგაზრდა ვაჟი..." - რას ჰყვებიან მამა-შვილზე

ჩხო­რო­წყუს სო­ფელ ხა­ბუ­მე­ში, ჯა­ლა­ღო­ნი­ე­ბის ოჯახ­ში უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, გუ­შინ გარ­და­იც­ვა­ლა ოჯა­ხის უფ­რო­სი, ძა­ლი­ან კარ­გი პი­როვ­ნე­ბა ჯუმ­ბერ ჯა­ლა­ღო­ნია. მას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა ჰქონ­და, კერ­ძოდ ინ­სულ­ტი მი­ი­ღო, ოჯახ­მა კლი­ნი­კი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა და სახ­ლში გუ­შინ გარ­და­იც­ვა­ლა. გლო­ვობ­დნენ მას და დღეს თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბის თვითმხილ­ვე­ლე­ბი გახ­დნენ.

  • მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჯუმ­ბე­რის ახალ­გაზ­რდა ვაჟი, ირაკ­ლი ჯა­ლა­ღო­ნია და­ი­ღუ­პა. გლო­ვაა სო­ფელ­ში, ყვე­ლა გა­ნიც­დის მომ­ხდარს.
  • “ძალიან მიჭირს საუბარი, ირაკლის მამა ინსულტით გარდაიცვალა, საავადმყოფოდან გამოუშვეს გუშინ წინ და გუშინ გარდაიცვალა. დღეს დილით, დაახლოებით 9 საათზე კი შვილი, ირაკლი თრომბით გარდაიცვალა. გაგვანადგურა ამ ამბავმა, თავზარდაცემულები ვართ. სასწაული ვითარებაა ახლა აქ. უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს.…ოჯახში ორი მიცვალებული ასვენია, საყვარელი მამა შვილი აღარ არის. არავის ოჯახში დატრიალებულიყოს ასეთი ტრაგედია. სამძიმარი ოჯახის ყველა წევრს, მართლა ძალიან განვიცდი. ირაკლი დაოჯახებული იყო, ორი ბიჭის მამა იყო. უფროსი 7 წლის არის, პატარა 9 - თვის. უნდა ეხარა თავის ცოლ შვილთან და საყვარელ ადამიანებთან და ახლა აქ წარმოუდგენელი ტრაგედია ტრიალებს” – გვეუბნება ერთ-ერთი ადგილობრივი.
  • ჯერ კიდევ გუშინ ოჯახი მამის გარდაცვალების სამძიმარს იღებდა. სოციალურ ქსელითაც უსამძიმრებდნენ შვილებს ჯუმბერ ჯალაღონიას გარდაცვალებას.

    “წავიდა ღირსეული, გამორჩეული ადამიანი, ჩვენი ოჯახის უახლოესი, ნათელ-მირონი, ძვირფასი და საიმედო კაცი ჯუმბერ ჯალაღონია. ნათელი შენს სულს”, - დაწერა ახლობელმა სოციალურ ქსელში.

    “ჯუმბერი ყველას უყვარდა, ყველა აფასებდა, ძალიან დააკლდება ჩვენს კუთხეს, ჩვენს სოფელს. გული დამწყვიტა მისმა წასვლამ. 5 საუკეთესო შვილი გაზარდა და ახლა გავიგე ეს თავზარდამცემი ამბავი, რომ დღეს დილით ირაკლი გარდაიცვალა. ამბობენ, რომ მიზეზი თრომბია. ძალიან განვიცდი, ჯერ არ ჩავსულვარ სოფელში. ძალიან გამიჭირდება იქ მისვლა. ძალიან დიდი ტკივილია ჩვენს გულში ახლა”, - გვეუბნება კიდევ ერთი ადგილობრივი.

    სოციალურ ქსელით ეხმაურება მეგობრის დაკარგვას, გარდაცვლილი ირაკლი ჯალაღონიას მეგობარი და მეჯვარე დავით (დათა) შენგელია და მეგობართან ერთად გადაღებულ ფოტოებს და ემოციურ სტატუსს ავრცელებს:

    “რომელ ერთ ფოტოს მოვეფერო ძმაო!? ჯერ ხომ ბაღში ერთად მიგვიყვანეს, არც ვიცოდით ერთმანეთის არსებობა 2 წლის ასაკში და ჯუმითის ბაღის ფოტოებზეც კი გვერდიგვერდ ვართ... მერე იყო და სკოლაში ყოველი წუთი, საათი, დღე, წელი ძმობაში გავლიეთ ჯიმა; უცხო ქვეყანაშიც კი ერთად შევიკრიბეთ და ერთი ჯამიდან ვჭამდით იკა... როცა კედელი გვყოფდა, მაშინაც კი საუბარში ტელეფონები გვიჯდებოდა იკა. მერე იყო ყველაზე მნიშვნელოვან დღესაც გვერდით დამიყენე და მირონობაც დაუმატეთ ძმობას...მერე ჩვენი შვილებიც დატოლდნენ...მერე კი ...მერე კი ...დღეს დილის 9 საათზე უეცრად დაგიღამდა იკა ჯიმა!! ოქროს გულმა დაგაღალატა!! წახვედი ჩვენგან იკა, მაგრამ იცოდე ძმაო შენ აქ რჩები, სააქაოს, უამრავ გულში რჩები ძმაო! ვინც არ იცნობდა მინდა იცოდეს ყველამ ვინც ამ პოსტს წაიკითხავს, მინდა იცოდეთ რომ ირაკლი პატარაობიდანვე იყო ლიდერის თვისებებით, ადრე დაბრძენდა და დაკაცდა; დედა ადრე დაკარგა, სკოლაში იყო ჯერ კიდევ, არ გატყდა, მაგრად დადგა! მყოფნის ადამიანობა ვთქვა, იყო რიგი მომენტები იკა გვიცავდა, ფარი იყო მეგობრების, კლასელების, მუდამ გვედგა გვერდში რკინასავით ძლიერი! შეუპოვართან ერთად, ასევე იყო ძალიან სენსიტიური და გულჩვილიც, ძალიან ახლოს მიჰქონდა სხვისი გაჭირვება გულთან! ეჰ, ... არ იცით როგორი იმედი, როგორი ძმა დავკარგე მეგობრებო, როგორი იკა დავკარგე!! ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ვაჟკაცური სული ძმაო”- წერს მეგობარი.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
17-01-2026, 21:04
დაწვრილებით