ვის შეამოწმებენ უპირველესად სოციალურად დაუცველთა ბაზაში?

ვის შეამოწმებენ უპირველესად სოციალურად დაუცველთა ბაზაში?

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მომ­ზა­დე­ბუ­ლია ყვე­ლა სა­ჭი­რო წი­ნა­პი­რო­ბა და მომ­დევ­ნო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­მოწ­მდე­ბი­ან ოჯა­ხე­ბი სა­მი­ნის­ტროს მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით.

რო­გორც მი­ნის­ტრმა გან­მარ­ტა, პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად შე­მოწ­მდე­ბი­ან ოჯა­ხე­ბი, სა­დაც მა­ღა­ლია ალ­ბა­თო­ბა, რომ არ აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ შემ­წე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად დად­გე­ნილ პი­რო­ბებს.

"გა­და­მოწ­მე­ბის წარ­მარ­თვის­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლია ყვე­ლა სა­ჭი­რო წი­ნა­პი­რო­ბა და მომ­დევ­ნო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­მოწ­მდე­ბი­ან ოჯა­ხე­ბი სა­მი­ნის­ტროს მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით, რა დრო­საც, პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად შე­მოწ­მდე­ბი­ან ოჯა­ხე­ბი, რო­მელ­თა შემ­თხვე­ვა­შიც, სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რე­ბის გამო, მა­ღა­ლია ალ­ბა­თო­ბა, რომ ისი­ნი არ აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ იმ პი­რო­ბებს, რომ­ლის გა­მოც და რომ­ლის შემ­თხვე­ვა­შიც, მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მათ ეკუთ­ვნით შემ­წე­ო­ბა. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთ ასეთ სა­ფუძ­ვლად გა­ნი­სა­ზღვრე­ბა უკა­ნას­კნე­ლი 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 2000 ლა­რი­ა­ნი შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა ყო­ველ­თვი­უ­რად,“- გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძემ.

გარ­და ამი­სა, მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, თუ ოჯახს პო­ზი­ტი­უ­რი დი­ნა­მი­კა აქვს, მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ი­უმ­ჯო­ბე­სა, აქვს შე­მო­სა­ვა­ლი, "ბუ­ნებ­რი­ვია, რომ აღარ უნდა რჩე­ბო­დეს ბა­ზა­ში“.

მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, ოჯა­ხის სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­მოწ­მებ­ლად სხვა­დას­ხვა კრი­ტე­რი­უ­მი არ­სე­ბობს, რომ­ლის გა­და­მოწ­მე­ბაც შექ­მნის სა­ფუძ­ველს იმი­სა, დარ­ჩე­ბი­ან თუ არა ისი­ნი შე­სა­ბა­მის ბა­ზა­ში და მი­ი­ღე­ბენ თუ არა შემ­წე­ო­ბას სა­ხელ­მწი­ფოს­გან.

"ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, რომ ის ხალ­ხი, ვინც მა­გა­ლი­თად, ამ მდგო­მა­რე­ო­ბით, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც ისი­ნი იმ­ყო­ფე­ბი­ან, ფი­ნან­სუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ვერ შეძ­ლებ­დნენ, რომ და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ ოჯა­ხად, რო­მელ­საც ეკუთ­ვნის შემ­წე­ო­ბა, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნი ბა­ზა­ში არ უნდა რჩე­ბოდ­ნენ. თუ ოჯახს პო­ზი­ტი­უ­რი დი­ნა­მი­კა აქვს, მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ი­უმ­ჯო­ბე­სა, აქვს შე­მო­სა­ვა­ლი, ის ბუ­ნებ­რი­ვია, აღარ უნდა რჩე­ბო­დეს ბა­ზა­ში. ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რომ ამ თვალ­საზ­რი­სით სწო­რად მოხ­დეს ადა­მი­ა­ნე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, იყოს მეტი რე­სურ­სი, მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მათ შო­რის, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რის, რომ­ლის­თვი­საც ეს კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

აქ ყვე­ლა­ფე­რი მო­ნა­წი­ლე­ობს. არის მთე­ლი სის­ტე­მა ოჯა­ხის სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­მოწ­მე­ბი­სა. ამ სის­ტე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს ათე­უ­ლო­ბით კრი­ტე­რი­უ­მი, მათ შო­რის კო­მუ­ნა­ლუ­რე­ბის გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­და, მისი მო­ცუ­ლო­ბა და ა.შ. ყვე­ლა ეს ფაქ­ტო­რი ზე­მოქ­მე­დებს მთლი­ან შე­ფა­სე­ბა­ზე. ცალ­კე აღე­ბუ­ლი არ­ცერ­თი ნივ­თი, არც ერთი შე­მო­სა­ვა­ლი არ ქმნის მთლი­ა­ნი შე­ფა­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას და სა­ფუძ­ველს. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა იყოს, შშმ პი­რის სტა­ტუ­სი გა­ნა­პი­რო­ბებ­დეს გარ­კვე­ულ მა­ღალ ქუ­ლას. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში გარ­კვე­უ­ლი ნივ­თე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა, ზო­გი­ერ­თში შე­მო­სა­ვა­ლი. მთლი­ა­ნო­ბა­ში, რა სუ­რა­თიც იქ­მნე­ბა, იძ­ლე­ვა სა­ფუძ­ველს. ამ შემ­თხვე­ვა­ში 2 000 ლარი არის არა ავ­ტო­მა­ტუ­რად სტა­ტუ­სის გა­უქ­მე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი, ეს არის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ გა­და­მოწ­მდეს ოჯა­ხი. გა­და­მოწ­მე­ბის შე­დე­გად გა­ირ­კვე­ვა, რე­ა­ლუ­რად, ამ ყვე­ლა კრი­ტე­რი­უ­მის მი­ხედ­ვით, რო­გო­რია მთლი­ა­ნი შე­ფა­სე­ბა. ამის მი­ხედ­ვით პირი დარ­ჩე­ბა ბა­ზა­ში და მი­ი­ღებს შემ­წე­ო­ბას ან გა­ეზ­რდე­ბა ქულა და შე­სა­ბა­მი­სად, ის აღარ ჩა­ით­ვლე­ბა პი­რად, რო­მე­ლიც ამას იმ­სა­ხუ­რებს“,- გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძემ.

მი­ნის­ტრის თქმით, სა­მი­ნის­ტროს მი­ზა­ნი არაა რა­ი­მე თან­ხის და­ზოგ­ვა ან არ და­ზოგ­ვა.

"ჩვე­ნი თვით­მი­ზა­ნი ნამ­დვი­ლად არ გახ­ლავთ რა­ი­მე თან­ხის და­ზოგ­ვა ან არ და­ზოგ­ვა. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, მი­ვაღ­წი­ოთ მაქ­სი­მა­ლურ ეფექ­ტი­ა­ნო­ბას. თი­თო­ე­უ­ლი თეთ­რი ხმარ­დე­ბო­დეს იმ სა­ჭი­რო­ე­ბას, რის­თვი­საც კა­ნონ­მდებ­ლო­ბით არის გან­სა­ზღვრუ­ლი“,- დას­ძი­ნა სარ­ჯვე­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, რო­გორც ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბის ბა­ზის გა­და­მოწ­მე­ბას იწყებს.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
17-01-2026, 21:04
დაწვრილებით
"...იმ დღეს სოფო მოვიდა, ყოველთვიურ ვიზიტზე და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა" - სააკაშვილი
"...იმ დღეს სოფო მოვიდა, ყოველთვიურ ვიზიტზე და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა" - სააკაშვილი
13-12-2025, 16:15
დაწვრილებით
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
29-11-2025, 21:01
დაწვრილებით