ახალი დაავადება ფუტკარს განადგურების საფრთხეს უქმნის - როგორ შეიძლება მასთან დაპირისპირება და რა ხდება ქართულ საფუტკრეებში?

ახალი დაავადება ფუტკარს განადგურების საფრთხეს უქმნის - როგორ შეიძლება მასთან დაპირისპირება და რა ხდება ქართულ საფუტკრეებში?

ბოლო დროს არა­ერ­თი ქარ­თვე­ლი მე­ფუტკრე ლა­პა­რა­კობს ახალ და­ა­ვა­დე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ფუტ­კარს ანად­გუ­რებს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, შექ­მნილ­მა ვი­თა­რე­ბამ შე­იძ­ლე­ბა ფუტ­კარს მას­შტა­ბუ­რი საფრ­თხე შე­უქ­მნას. და­ა­ვა­დე­ბას ტრო­პი­ლე­ლაფ­სო­ზი ჰქვია. ფუტკრის ამ სა­შიშ და­ა­ვა­დე­ბას ტკი­პა Tropilaelaps clareae იწ­ვევს, რა­საც ფუტკრის ოჯა­ხე­ბი და­სუს­ტე­ბამ­დე და გა­ნად­გუ­რე­ბამ­დე მიჰ­ყავს.

  • ძი­რი­თა­დი ინ­ფორ­მა­ცია ტრო­პი­ლე­ლაფ­სო­ზის შე­სა­ხებ:

გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი: ტკი­პა Tropilaelaps clareae, რო­მე­ლიც პა­რა­ზი­ტობს ფუტკრის ჭუპ­რებ­ზე.

ნიშ­ნე­ბი: ფუტკრის ბარ­ტყის ჭრე­ლი სა­ფა­რი, და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი ფუტკრე­ბის გა­მო­ჩე­ნა.

ბრძო­ლის მე­თო­დე­ბი: შე­სა­ბა­მი­სი პრე­პა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, ფუტკრის ოჯა­ხე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა.

ამ თე­მა­ზე მე­ფუტკრე­ო­ბის დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტი რო­ლანდ ზი­რა­ქიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ეს პრობ­ლე­მა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ტრო­პი­ლე­ლაფ­სოზ­თან, რო­მელ­საც შე­მოკ­ლე­ბით ტროპს ვე­ძა­ხით. ეს არის ფუტკრის ბარ­ტყის ტკი­პა. მარ­ტში მრავ­ლდე­ბა და ბარ­ტყით იკ­ვე­ბე­ბა და მას­ზე ავ­რცე­ლებს იმ და­ა­ვა­დე­ბებს, რი­თაც მერე სა­ფუტკრე­ე­ბი მა­სობ­რი­ვად იღუ­პე­ბა. ამის მი­ზე­ზე­ბი ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნი­დან ვი­ცით და ეს არის ვარ­ვა­ტო­ზი (ფუტკრის ერთ-ერთი სა­ში­ში და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­საც პა­რა­ზი­ტუ­ლი ტკი­პა იწ­ვევს). ამი­ტომ მუდ­მი­ვად ვა­ტა­რებთ შე­სა­ბა­მის ღო­ნის­ძი­ე­ბებს. ვარ­ვა­ტო­ზი, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 1976 წლი­დან გა­მოჩ­ნდა. მას შემ­დეგ დიდი დრო გა­ვი­და, ამი­ტომ მისი მარ­თვა ვის­წავ­ლეთ. მარ­თა­ლია ზა­რა­ლი იყო, მაგ­რამ ამ მარ­თვის შე­დე­გად მა­ინც შევ­ძე­ლით და პრო­დუქ­ტი­უ­ლი სა­ფუტკრე­ე­ბი შეგ­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა.

მას შემ­დეგ, რაც დე­და­მი­წა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი და­ი­წყო, რა­საც გარ­კვე­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი მოჰ­ყვა, ტკი­პა-ტროპ­მა აზი­უ­რი ტრო­პი­კუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან ნელა-ნელა მცი­რე აზი­ა­ში და­ი­წყო გად­მო­ნაც­ვლე­ბა. ამ­დე­ნად აზი­ის გავ­ლით, ამ გზით სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ვი­და.

უკვე მე­სა­მე წე­ლია, რაც ის ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ვა­რე­გის­ტრი­რეთ და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო, მე­ფუტკრე­ებ­თან ერ­თად, მის წი­ნა­აღ­მდეგ ღო­ნის­ძი­ე­ბებს ატა­რებს. ეს იმის­თვის, რომ მე­ფუტკრე­ო­ბა­ში ზა­რა­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად შემ­ცირ­დეს.

მაგ­რამ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ყვე­ლა­ფერს დროს სჭირ­დე­ბა...

სა­ნამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ვა­რე­გის­ტრი­რებ­დით, მა­ნამ­დე, რამ­დე­ნი­მე წელი არ ვი­ცო­დით, კონ­კრე­ტუ­ლად რა ანად­გუ­რებ­და იმ ყვე­ლა­ფერს და ტკი­პა ვარ­ვა­ტოზს მი­ვა­წერ­დით, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნი­დან სა­ფუტკრე­ებს სპობ­და.

ვფიქ­რობ­დით იმას, რომ ამ ტკი­პამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, სახე იც­ვა­ლა და ამის გამო ამ პრობ­ლე­მას ეფექ­ტი­ა­ნად ვე­ღარ ვმარ­თავ­დით.

- სი­ნამ­დვი­ლე­ში ახლი სა­ხე­ო­ბა აღ­მოჩ­ნდა?

  • დიახ. ზა­რა­ლი ამ დარ­გში ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლია, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­ფუტკრე­ე­ბის ნა­ხე­ვა­რი უკვე გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღა­რაა, ანუ ხარ­ჯე­ბი არის, პრო­დუქ­ცია კი - არა. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მე­ფუტკრე დიდ ზა­რალ­შია, ვე­ღარ აღად­გენს სა­ფუტკრეს და თავს ანე­ბებს ამ საქ­მეს.
  •  ე.ი. ამ და­ა­ვა­დე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის მი­ზე­ზი კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბი ყო­ფი­ლა...

    - ჩვენ­თან ტკი­პამ იმი­ტომ გად­მო­ი­ნაც­ვლა, რომ თბი­ლი ზამ­თრე­ბი მი­დის. ამ პე­რი­ოდ­ში ბარ­ტყში ზამ­თრობს, ფუტ­კა­რი კვერ­ცხის დე­ბას არ აჩე­რებს. ეს კი ტკი­პას­თვის ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბია, რომ გა­მო­ი­ზამ­თროს და სა­ფუტკრე­ე­ბი გა­ა­ნად­გუ­როს. ადრე, როცა ზამ­თა­რი შე­და­რე­ბით მკაც­რი იყო ხოლ­მე, ფუტ­კა­რი კვერ­ცხის დე­ბას აჩე­რებ­და, ტკი­პაც იღუ­პე­ბო­და, თვი­თონ ნად­გურ­დე­ბა, რად­გან სკა­ში ბარ­ტყი არ იყო. ამ დათ­ბო­ბამ, კლი­მა­ტის ასეთ­მა ცვლი­ლე­ბებ­მა ტკი­პას გავ­რცე­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით სუბტ­რო­პი­კულ რა­ი­ო­ნებ­ში გა­მო­იწ­ვია.

    თუმ­ცა აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც პე­რი­ო­დუ­ლად არის მშრა­ლი სუბტ­რო­პი­კუ­ლი ზონა, მა­გა­ლი­თად, ლა­გო­დეხ­ში, ალაზ­ნის პი­რებ­ზე ამის სა­შიშ­რო­ე­ბა არ­სე­ბობს, თუმ­ცა ისე მა­სობ­რი­ვად ვერ ანად­გუ­რებს სა­ფუტკრე­ებს, რო­გორც და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. მაგ­რამ შარ­შან აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ივ­ნის­ში სა­ფუტკრე­ე­ბი მა­სობ­რი­ვად და­ზი­ან­და და გა­ნად­გურ­და. მათ შო­რის თბი­ლი­სის მი­და­მო­ებ­ში, გო­რის, ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნებ­ში, თი­ა­ნე­თის ზო­ნა­შიც კი აღი­ნიშ­ნა ეს პრობ­ლე­მა.

    - თი­ა­ნე­თი მთი­ა­ნი რე­გი­ო­ნია...

    - კი, მაგ­რამ ფუტ­კარს მე­ფუტკრე­ე­ბი ხომ გა­და­ა­ად­გი­ლე­ბენ, რაც კი­დევ უფრო აჩ­ქა­რებს მის გან­ვი­თა­რე­ბას და ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად იღუ­პე­ბა. ასეთ მკაცრ ზო­ნებ­ში თით­ქმის აღარ რჩე­ბა, თან თი­ა­ნეთ­ში ხან­გრძლი­ვი ზამ­თა­რი იცის, ისე­ვე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს და­ნარ­ჩენ მთი­ან რე­გი­ონ­ში. მოკ­ლედ, ასე ხდე­ბა ფუტკრის მიგ­რა­ცია.

    მე­ფუტკრე­ებს სამ­თა­ბა­როდ მთი­ან რე­გი­ონ­ში იმი­ტომ გა­დაჰ­ყავთ, რომ ალ­პუ­რი ზო­ნის თაფ­ლი აი­ღონ. რა დო­საც ამ ოჯა­ხებ­თან ერ­თად ტკი­პას გა­დაყ­ვა­ნაც ხდე­ბა. ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში ნულ­ზეა, გა­ზა­ფხულ­ზე თით­ქმის არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა და ზა­ფხულ­ში, როცა ფუტკრის გა­დაყ­ვა­ნა სამ­თა­ბა­როდ მთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში ხდე­ბა, ისევ მრავ­ლდე­ბა და იწყებს დიდ ზა­რა­ლის მო­ყე­ნე­ბას.

  • აღ­ნიშ­ნეთ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია, მიმ­დი­ნა­რე­ობს საპ­რე­ვენ­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და ეს სა­კი­თხი არ არის მიყ­რუ­ე­ბუ­ლი. თუკი, საპ­რე­ვენ­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ამ პრობ­ლე­მას ვერ მო­ე­რე­ვა და სა­ფუტკრე­ებს გა­ა­ნად­გუ­რებს, ეს ხომ ეკო­სის­ტე­მას სე­რი­ო­ზუ­ლად და­ა­ზი­ა­ნებს?

    - რა თქმა უნდა, ფუტ­კა­რი, პირ­ველ რიგ­ში, არის ეკო­სის­ტე­მის მთლი­ან ჯაჭვში ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი რგო­ლი. თუ ეს ჯაჭ­ვი ჩა­წყდა, ფუტ­კა­რი შემ­ცირ­დე­ბა. თუმ­ცა ის ვე­ლუ­რი არ­სე­ბაა და რა­ღაც ფორ­მით მო­სა­ლოდ­ნე­ლია გა­დარ­ჩეს კი­დეც, მაგ­რამ ფაქ­ტია, დიდი ზა­რა­ლი მი­ად­გე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას. თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს იმ ზო­ნებ­ში, სა­დაც ტკი­პა ფუტ­კარს ანად­გუ­რებს, ეს გა­მო­იწ­ვევს რამ­დენ­ჯერ­მე ხი­ლის, ბოსტნე­უ­ლის, ბა­ღჩე­უ­ლის - საკ­ვე­ბი კულ­ტუ­რე­ბის მო­სავ­ლი­ა­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, რიგი დად­გე­ბა პრო­დუქ­ტებ­ზე, რო­გორც იყო თა­ვის დრო­ზე, ტკი­პა ვარ­ვა­ტო­ზის შე­მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში და იმ­დრო­ინ­დელ საბ­ჭო­თა ქვე­ყა­ნა­ში სრუ­ლი შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყო. სამ­წლი­ა­ნი რი­გე­ბი იყო პურ­ზეც კი, ხორ­ცზე და რძის პრო­დუქ­ტებ­ზე იმი­ტომ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მთლი­ა­ნო­ბა­ში ეკო­სის­ტე­მას ქმნის. ასეთ დროს სა­ში­ნე­ლი პი­რო­ბე­ბი იქ­მნე­ბა ადა­მი­ა­ნის­თვის და გა­რე­მოს­თვი­საც.

    წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ეკო­სის­ტე­მა­ში რამ­დე­ნი მწე­რია, რამ­დე­ნი ფრინ­ვე­ლი, რო­მე­ლიც კენკრო­ვა­ნე­ბით, ტყის ხი­ლით იკ­ვე­ბე­ბა, რომ­ლე­ბიც ბუ­ნებ­რი­ვად არ­სე­ბო­ბენ, ისი­ნი მშივ­რე­ბი დარ­ჩე­ბი­ან და და­ი­ღუ­პე­ბი­ან.

    მყა­რი ეკო ჯაჭ­ვის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ბუ­ნე­ბა და­ცუ­ლია სხვა­დას­ხვა ტი­პის ერო­ზი­ის­გან, ჯაჭ­ვის ჩა­წყვე­ტი­სას კი ეკო­სის­ტე­მის სრუ­ლი რღვე­ვა და­ი­წყე­ბა.

  • რა მი­თი­თე­ბა-რე­კო­მენ­და­ცია შე­გიძ­ლი­ათ მის­ცეთ მე­ფუტკრე­ებს?

    - სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მოყ­ვა­რუ­ლო სა­ფუტკრე­ე­ბი მე­ფუტკრე­ო­ბის დარ­გის ძი­რი­თა­დი ბირ­თვია. სა­მოყ­ვა­რუ­ლო იმას ნიშ­ნავს, რომ უმე­ტე­სო­ბას ეს საქ­მე გა­სარ­თო­ბად, რო­გორც ჰობი ისე აქვს. ეს არ არის მათი ძი­რი­თა­დი შე­მო­სავ­ლის წყა­რო. მთელ მსოფ­ლი­ო­შიც ასეა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ტად დო­მი­ნან­ტუ­რია პა­ტა­რა სა­ფუტკრე­ე­ბი. ასეთ დროს მე­ფუტკრე­ე­ბი, ჩემი კო­ლე­გე­ბი, როცა მო­იც­ლი­ან, მა­შინ საქ­მი­ა­ნო­ბენ სა­ფუტკრე­ებ­ში იმი­ტომ, რომ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი. წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე სა­ფუტკრის მი­ხედ­ვა ასე­თი გა­მოწ­ვე­ვე­ბის პი­რო­ბებ­ში და­უშ­ვე­ბე­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მათი ფუტ­კა­რი და­სა­ღუ­პა­დაა გან­წი­რუ­ლი. ფუტ­კა­რი ითხოვს აქ­ტი­უ­რი სე­ზო­ნის და­წყე­ბი­დან, ანუ მარ­ტი­დან ინ­ტენ­სი­ურ მკურ­ნა­ლო­ბას. მუდ­მი­ვად უნდა ჩა­ტარ­დეს, პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით სხვა­დას­ხვა ბუ­ნებ­რი­ვი მჟა­ვე­ბით, ორ­გა­ნუ­ლი მჟა­ვე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა. არის კი­დევ სის­ტე­მა­ტუ­რი ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ ეს ტკი­პა მი­ნი­მუ­მამ­დე შე­ამ­ცი­რონ.

    მისი 100%-ით, მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია, იმი­ტომ, რომ ფუტ­კა­რი მიგ­რა­ცი­ას ბუ­ნებ­რი­ვად გა­ნიც­დის. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­მა­ლი ფუტ­კა­რი სე­ზო­ნუ­რად ყვე­ლა სკა­ში შე­დის და მას არ ზღუ­და­ვენ ფუტკრე­ბი. ეს საფრ­თხის შემ­ცვე­ლია. რომ ვუმ­კურ­ნა­ლოთ კი­დეც, ყვე­ლა­ფე­რი ნულ­ზე და­ვიყ­ვა­ნოთ, ერთი კვი­რის შემ­დეგ ჩემ­თან ისევ შე­მო­ი­ტანს სხვა სა­ფუტკრი­დან შე­მო­სუ­ლი მა­მა­ლი ფუტ­კა­რი და­ა­ვა­დე­ბას. თან ისე სწრა­ფად მრავ­ლდე­ბა ეს და­ა­ვა­დე­ბა, რომ ერთ თვე­ში, ოჯა­ხი იღუ­პე­ბა. ის ორ-სამ­ჯერ მე­ტად სწრა­ფად მრავ­ლდე­ბა, ვიდ­რე ტკი­პა ვარ­ვა­ტო­ზი. ამი­ტომ ის მე­თო­დე­ბი, რო­მე­ლიც ვარ­ვა­ტო­ზის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გვქონ­და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, ამ შემ­თხვე­ვა­ში საკ­მა­რი­სი არ არის.

    ცხრათ­ვი­ა­ნი აქ­ტი­უ­რი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ჭი­როა შვიდ­თვი­ა­ნი სრუ­ლი კურ­სით მკურ­ნა­ლო­ბა. ამას მოყ­ვა­რუ­ლი მე­ფუტკრე­ე­ბი ვერ აკე­თე­ბენ. ამი­ტომ მათი სა­ფუტკრე გან­წი­რუ­ლია და­სა­ღუ­პად. ამას­თა­ნა­ვე, მათი სა­ფუტკრე­ე­ბი და­ა­ვა­დე­ბის პო­ტენ­ცი­უ­რი გა­დამ­ტა­ნე­ბი­ცაა, რაც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი სა­ფუტკრე­ე­ბის­თვი­საც ძა­ლი­ან ცუ­დია, ვიდ­რე არ მოხ­დე­ბა მათი სა­ფუტკრე­ე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა, ჩვენ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი მე­ფუტკრე­ე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რი დარ­ტყმის ქვეშ ვართ. ჩვე­ნი სა­ფუტკრი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი, რა თქმა უნდა, სის­ტე­მა­ტუ­რად გვიმ­ცირ­დე­ბა. ამი­ტომ, მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით უნდა მო­ე­კი­დონ მოყ­ვა­რუ­ლი მე­ფუტკრე­ე­ბი ამ ყვე­ლა­ფერს.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
17-01-2026, 21:04
დაწვრილებით
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
24-10-2025, 00:44
დაწვრილებით
"...იმ დღეს სოფო მოვიდა, ყოველთვიურ ვიზიტზე და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა" - სააკაშვილი
"...იმ დღეს სოფო მოვიდა, ყოველთვიურ ვიზიტზე და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა" - სააკაშვილი
13-12-2025, 16:15
დაწვრილებით
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
29-11-2025, 21:01
დაწვრილებით