რა ამოიღო გამოძიებამ ელისო კილაძის საცხოვრებელი სახლიდან - ადვოკატი კომენტარს აკეთებს

რა ამოიღო გამოძიებამ ელისო კილაძის საცხოვრებელი სახლიდან - ადვოკატი კომენტარს აკეთებს

ჟურ­ნა­ლისტ ელი­სო კი­ლა­ძის სახ­ლში სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც 7 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, დას­რულ­და.

  • რო­გორც ჩხრე­კის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ად­ვო­კატ­მა ვა­ლე­რი გელ­ბა­ხი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა სახ­ლი­დან ამო­ი­ღეს ორი "ლეპ­ტო­პი", სამი მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რა­თი, ტე­ლე­ფო­ნი და უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში თან­ხა, თუმ­ცა რა რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხა­ზეა სა­უ­ბა­რი, ად­ვო­კა­ტი არ აკონ­კრე­ტებს.

რო­გორც ვა­ლე­რი გელ­ბა­ხი­ან­მა გან­მარ­ტა, "არ არის ისე­თი დიდი თან­ხა, რომ სა­ლა­პა­რა­კო იყოს". ად­ვო­კა­ტის თქმით, ამო­ღე­ბუ­ლი თან­ხა ელი­სო კი­ლა­ძის მე­უღ­ლეს ეკუთ­ვნის.

" მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სახ­ლი მო­ცუ­ლო­ბი­თი, დიდი არ არის, ორ-ოთა­ხი­ა­ნი ბი­ნაა, მა­ინც ყვე­ლა ფურ­ცე­ლი იქნა გა­სინ­ჯუ­ლი, წა­კი­თხუ­ლი, და­ლუ­ქუ­ლი, ამო­ღე­ბუ­ლი და პრო­ცე­დუ­რამ წა­ი­ღო უამ­რა­ვი დრო. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­ფე­რი ამო­ი­ღეს, ამო­ი­ღეს ერთი "ლეპ­ტო­პი", ტე­ლე­ფო­ნი და მე­ო­რე "ლეპ­ტო­პი" შვი­ლის სა­წო­ლი ოთა­ხი­დან, ასე­ვე ამო­ი­ღეს "ბლოკ­ნო­ტე­ბი", სამი ცალი "ფლეშ­კა" და ოჯა­ხის თან­ხა, რო­მელ­ზეც მე­უღ­ლემ და­ა­დას­ტუ­რა, რომ მისი თან­ხაა. რა­ო­დე­ნო­ბა დიდი არ არის, მაგ­რამ თავს შე­ვი­კა­ვებ რა­ო­დე­ნო­ბის და­სა­ხე­ლე­ბის­გან. ეს არის უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში, მაგ­რამ არ არის ისე­თი დიდი თან­ხა, რომ სა­ლა­პა­რა­კო იყოს. ოჯა­ხის უფ­რო­სი, ბა­ტო­ნი გია ხარ­ში­ლა­ძე ბი­ნა­ში გახ­ლავთ, მან თქვა, რომ მისი პი­რა­დი თან­ხაა, მას აქვს აგ­რო­მე­ურ­ნე­ო­ბა, აქვს ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი და ნე­ბის­მი­ერ დროს წარ­მო­მავ­ლო­ბას და­ა­დას­ტუ­რებს.

თუ 7 მი­ლი­ო­ნია მო­პა­რუ­ლი "ქოლ ცენ­ტრი­დან" და ეს მცი­რე­დი თან­ხა რა­მეს წარ­მო­ად­გენს, ეს და­ა­დას­ტუ­როს გა­მო­ძი­ე­ბამ. ჯერ-ჯე­რო­ბით, მე რაც ვნა­ხე, ჩხრე­კის ოქმი, ჩხრე­კის შე­სა­ხებ სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბა და ინ­ფორ­მა­ცია, რაც პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ავ­რცე­ლა, მი­მაჩ­ნია, რომ ჯერ-ჯე­რო­ბით არის წყალ-წყა­ლა. ამო­ღე­ბულ თან­ხას რაც შე­ე­ხე­ბა, რა­ო­დე­ნო­ბას ამ ეტაპ­ზე ვერ ვა­სა­ხე­ლებ, რად­გან ეს ოჯახ­თან არის შე­სა­თან­ხმე­ბე­ლი, თვი­თონ ოჯა­ხის წევ­რებ­მა მო­ი­თხო­ვეს. არა­ფე­რი სა­ი­დუმ­ლო იქ არ არის. ადა­მი­ანს ამ შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბის წყა­რო გა­აჩ­ნია, მი­უ­თი­თა ოქ­მში, სა­ი­დან აქვს ეს თან­ხა და გა­და­მოწ­მდე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის მიერ და ეს თან­ხა, ალ­ბათ, და­უბ­რუნ­დე­ბა იმი­ტომ, რომ პი­რო­ბაც ასე­თია.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩხრე­კის სა­ფუ­ხძ­ლი­ა­ნო­ბას, მე პრე­ტენ­ზი­ე­ბი მაქვს ამის თა­ო­ბა­ზე. რო­დე­საც იქ­ნე­ბა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა და­სა­ბუ­თე­ბას იქ წარ­ვად­გენ. თვი­თონ ბრალ­დე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ჯერ არ მი­ნა­ხავს. ალ­ბათ, ხვალ გა­მაც­ნო­ბენ საქ­მის მა­სა­ლებს, მაგ­რამ რაც გა­ავ­რცე­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ინ­ფორ­მა­ცია იმის მი­ხედ­ვით, მე ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან წყალ-წყა­ლა ბრალ­დე­ბაა. სა­სა­მარ­თლო პრაქ­ტი­კა­ში ასე­თი ერ­თობ­ლი­ო­ბა, რაც ამათ­მა და­წე­რეს, ჯერ არ მომ­ხდა­რა. რა­ღაც გა­მო­გო­ნი­ლია და ვნა­ხოთ. ვფიქ­რობ, რომ რა­ღაც ხე­ლოვ­ნუ­რო­ბის ნი­შა­ნი ჩანს, ვი­ღა­ცებ­მა რა­ღაც ჩვე­ნე­ბე­ბი მის­ცეს და ამის სა­ფუძ­ველ­ზეა (და­კა­ვე­ბუ­ლი). მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ასე არ იკ­რი­ბე­ბა. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს და­მაგ­რე­ბა სჭირ­დე­ბა, ჯერ-ჯე­რო­ბით არ გა­აჩ­ნი­ათ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. ელი­სო კი­ლა­ძის და­კი­თხვი­სას გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში იყო ად­ვო­კა­ტი ნა­თია კორ­კო­ტა­ძე და არ გა­დას­ცეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ არ გა­აჩ­ნი­ათ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. ამ საქ­მის თა­ო­ბა­ზე ელი­სო კი­ლა­ძე გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მო­ი­კი­თხა.". გა­ნა­ცხა­და ვა­ლე­რი გელ­ბა­ხი­ან­მა.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"დედის სასაფლაოსთან მისულს მანქანა დაეჯახა... ასევე დაშავდნენ მძღოლის მეუღლე და მათი 10 თვის შვილი... ელისოს დედა 4 წლის ასაკში გარდაეცვალა, ამბობდა, მესიზმრებაო" - ზუგდიდში მომხდარი ავტოავარიის დეტალები
"დედის სასაფლაოსთან მისულს მანქანა დაეჯახა... ასევე დაშავდნენ მძღოლის მეუღლე და მათი 10 თვის შვილი... ელისოს დედა 4 წლის ასაკში გარდაეცვალა, ამბობდა, მესიზმრებაო" - ზუგდიდში მომხდარი ავტოავარიის დეტალები
16-12-2025, 15:12
დაწვრილებით
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
17-01-2026, 21:04
დაწვრილებით
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
29-11-2025, 21:01
დაწვრილებით