შესაძლოა, ტროპიკული ინფექციების აფეთქება ვიხილოთ, რომელიც კოღოების მეშვეობით ვრცელდება - რა აჩვენა ახალმა კვლევამ 20:03 / 18-02-2026

შესაძლოა, ტროპიკული ინფექციების აფეთქება ვიხილოთ, რომელიც კოღოების მეშვეობით ვრცელდება - რა აჩვენა ახალმა კვლევამ 20:03 / 18-02-2026

ახა­ლი კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს, რომ ტრო­პი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, სა­ხე­ლად "ჩი­კუნ­გუ­ნია", რო­მე­ლიც ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლით ხა­სი­ათ­დე­ბა, ახლა უკვე კო­ღო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ევ­რო­პის უმე­ტეს ნა­წილ­ში შე­იძ­ლე­ბა, გავ­რცელ­დეს.

  • კლი­მა­ტის კრი­ზი­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი უფრო მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბი ნიშ­ნავს, რომ ინ­ფექ­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის სე­ზო­ნი წე­ლი­წად­ში მი­ნი­მუმ ექვს თვე­ზე მეტი ხნით უკვე გა­ი­ზარ­და ეს­პა­ნეთ­ში, სა­ბერ­ძნეთ­სა და სამ­ხრეთ ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­ში. ხოლო ისეთ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, რო­გო­რიც სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ინ­გლი­სია, წე­ლი­წად­ში ორ თვეს მი­აღ­წია.

"ჩი­კუნ­გუ­ნი­ას" ვირუ­სი პირ­ვე­ლად 1952 წელს ტან­ზა­ნი­ა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს და ის ძი­რი­თა­დად იმ ტრო­პი­კულ რე­გი­ო­ნებ­ში იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, სა­დაც წე­ლი­წად­ში მი­ლი­ო­ნო­ბით ინ­ფექ­ცია ფიქ­სირ­დე­ბა. და­ა­ვა­დე­ბა ძლი­ერ და ხან­გრძლივ სახ­სრე­ბის ტკი­ვილს იწ­ვევს, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ასუს­ტებს ადა­მი­ანს და შე­იძ­ლე­ბა მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვებ­სა და ხან­დაზ­მუ­ლებ­ში ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გი­თაც დამ­თავ­რდეს.

ბოლო წლებ­ში შემ­თხვე­ვე­ბის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა ევ­რო­პის ათზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში და­ფიქ­სირ­და, თუმ­ცა 2025 წელს საფ­რან­გეთ­სა და იტა­ლი­ა­ში ასე­უ­ლო­ბით შემ­თხვე­ვის მქო­ნე მას­შტა­ბუ­რი აფეთ­ქე­ბე­ბიც მოხ­და.

“ევ­რო­პა­ში გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის ტემ­პი და­ახ­ლო­ე­ბით ორ­ჯერ მე­ტია, ვიდ­რე მსოფ­ლიო სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ხოლო ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის­თვის ქვე­და ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი ზღვა­რი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვე­ნი ახა­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი მარ­თლაც შო­კის­მომ­გვრე­ლია. და­ა­ვა­დე­ბის ჩრდი­ლო­ე­თის­კენ გა­ფარ­თო­ე­ბა მხო­ლოდ დრო­ის სა­კი­თხია" - აცხა­დებს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ეკო­ლო­გი­ი­სა და ჰიდ­რო­ლო­გი­ის ცენ­ტრის მეც­ნი­ე­რი სან­დიპ ტე­გარ­მა.

კვლე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი ცენ­ტრის დოქ­ტორ­მა სტი­ვენ უა­იტ­მაც გა­ა­კე­თა:

"ოცი წლის წინ რომ გეთ­ქვათ, ევ­რო­პა­ში "ჩი­კუნ­გუ­ნია" და "დენ­გე" გავ­რცელ­დე­ბო­და, ყვე­ლას ეგო­ნე­ბო­და, რომ გიჟი იყა­ვით, ეს ხომ ტრო­პი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბია. ახლა ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. ამის მი­ზე­ზი ინ­ვა­ზი­უ­რი კოღო და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბაა, დიახ საქ­მე მარ­თლაც ასე მარ­ტი­ვად დგას" - ამ­ბობს მეც­ნი­ე­რი.

და­ა­ვა­დე­ბის გა­დამ­ტანს აზი­უ­რი ვე­ფხვი­სებ­რი კოღო წარ­მო­ად­გენს (Aedes albopictus), რო­მე­ლიც დღი­სით იკ­ბი­ნე­ბა, ტემ­პე­რა­ტუ­რის ზრდას­თან ერ­თად, კოღო ევ­რო­პის მას­შტა­ბით ჩრდი­ლო­ე­თის­კენ გა­და­ად­გილ­დე­ბა. ის უკვე და­ფიქ­სირ­და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, თუმ­ცა ქვე­ყა­ნა­ში ჯერ ფარ­თოდ არ დამ­კვიდ­რე­ბუ­ლა.

  • "ჩი­კუნ­გუ­ნი­ას" სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბი არ­სე­ბობს, თუმ­ცა ისი­ნი საკ­მა­ოდ ძვი­რია, და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცი­ის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბას კი კბე­ნის თა­ვი­დან აცი­ლე­ბაა წარ­მო­ად­გენს.

"კლი­მა­ტი ამ ყვე­ლა­ფერ­ზე დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს, ევ­რო­პას ჯერ კი­დევ აქვს შან­სი, გა­ა­კონ­ტრო­ლოს კო­ღო­ე­ბის შემ­დგო­მი გავ­რცე­ლე­ბა, მდგა­რი წყლის მო­ცი­ლე­ბა, სა­დაც კო­ღო­ე­ბი მრავ­ლდე­ბი­ან, ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვან ბრძო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს" - აცხა­დებს დოქ­ტო­რი დი­ა­ნა რო­ხას ალ­ვა­რე­სი, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გუნ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

კვლე­ვამ და­ად­გი­ნა, რომ ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ცე­მის “ზღვრუ­ლი“ ტემ­პე­რა­ტუ­რა“ 13°C-14°C- შე­ად­გენს. აქამ­დე ევ­რო­პის ცივი ზამ­თრე­ბი კო­ღო­ე­ბის აქ­ტი­ვო­ბას აჩე­რებ­და და და­ა­ვა­დე­ბის­თვის წლი­დან წლამ­დე ერ­თგვარ ბუ­ნებ­რივ ბა­რი­ერს ქმნი­და. თუმ­ცა მეც­ნი­ე­რე­ბი უკვე ხე­და­ვენ, რომ სამ­ხრეთ ევ­რო­პა­ში ვე­ფხვი­სებ­რი კო­ღო­ე­ბი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რო­ბენ, რაც ნიშ­ნავს, რომ კონ­ტი­ნენ­ტის დათ­ბო­ბას­თან და ბუ­ნებ­რი­ვი ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი ბა­რი­ე­რის გაქ­რო­ბას­თან ერ­თად "ჩი­კუნ­გუ­ნი­ას" აფეთ­ქე­ბე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­დე­ბა.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
24-10-2025, 00:44
დაწვრილებით
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
17-01-2026, 21:04
დაწვრილებით