არსებული ინფორმაციით, ოზურგეთში კრიმინალური ავტორიტეტი საკუთარ მანქანაში ააფეთქეს

არსებული ინფორმაციით, ოზურგეთში კრიმინალური ავტორიტეტი, ზვიად ჯინჭარაძე, მეტსახელად ჯუმათა, საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. ინფორმაციას გამოცემა "გურიის მოამბე" ავრცელებს.
- გამოცემის ცნობით, ავტომობილი მაშინ აფეთქდა, როცა ქელეხიდან გამოსული ჯინჭარაძე მასში ჩაჯდა.
აფეთქების შედეგად მამაკაცი დაშავდა და ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
FB კომენტარები
