ამინდი მკვეთრად გაუარესდება - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

ამინდი მკვეთრად გაუარესდება - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 18 თე­ბერ­ვლის დღის ბო­ლო­დან 19 თე­ბერ­ვლის დღის ბო­ლომ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ნა­ლე­ქი წვი­მის სა­ხით, ზო­გან ძლი­ე­რი, და­სავ­ლე­თის ძლი­ე­რი ქარი, ზღვა­ზე კი 4-6 ბა­ლამ­დე შტორ­მი.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ქვეყ­ნის მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია თოვა, ზო­გან ძლი­ე­რი, ნის­ლი, ქარ­ბუ­ქი და ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბა.

"დიდ­თოვ­ლო­ბის, ქარ­ბუ­ქის, ხილ­ვა­დო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის, ლი­პყი­ნუ­ლის და ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის გამო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის ცალ­კე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ი­ზღუ­დოს ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა. მო­სა­ლოდ­ნელ­მა ძლი­ერ­მა ნა­ლე­ქებ­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მდი­ნა­რე­ებ­ზე წყლის დო­ნე­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს პა­ტა­რა მდი­ნა­რე­ებ­ზე წყალ­მო­ვარ­დნე­ბი, ხოლო გო­რაკ-ბორ­ცვი­ან და მთი­ან ზო­ნებ­ში მე­წყრულ-ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა-გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს (საფრ­თხის დონე სა­შუ­ა­ლო)“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია